საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.019225
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
160
01/04/2016
ვებგვერდი, 08/04/2016
360160000.10.003.019225
საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/04/2016 - 09/08/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №160

2016 წლის 1 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და    ნარჩენების მართვის კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს  თანდართული „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016-2030  წლების ეროვნული სტრატეგია“ და „2016-2020  წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“.

2. „ნარჩენების მართვის 2016-2030  წლების ეროვნული  სტრატეგიისა“  და „2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“  შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ.

3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს, 3 წელიწადში ერთხელ, ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშის წარმოდგენა  საქართველოს მთავრობისათვის.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



 

ეს ანგარიში მომზადებულია ევროპული კომისიის ფინანსური დახმარებით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები კონსულტანტებს ეკუთვნით და შესაძლებელია არ ასახავდეს ევროპული კომისიის მოსაზრებებს.

P particip

Particip-led Consortium comprising: Particip, Adelphi, AETS, Bipro, ELLE, ETI Consulting, Geotest, HTSPE, Milieu, NIRAS, PEMConsult, Poseidon

 


შინაარსი

ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია............................................................... 1

აბრევიატურები........................................................................................................................ 3

1 შესავალი............................................................................................................................... 4

2 არსებული სიტუაცია და გამოწვევები...................................................................... 7

3 ნარჩენების მართვის სტრატეგიული მიმართულებები................................... 19

3.1 იერარქია და პრინციპები................................................................. 19

3.2 ხედვა, ამოცანები და მიზნები......................................................... 21

4  სტრატეგიის შედეგები.................................................................................................. 34

4.1 შედეგები გარემოს დაცვის, მოსახლეობისა და პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში..................... 34

4.2 ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობა........................... 34

4.3 სხვა დადებითი შედეგები................................................................ 35

დანართი 1 - ლოგიკური ჩარჩო........................................................................................ 36

 

აბრევიატურები

გბრდს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

გეს

გარემოს ეროვნული სააგენტო

მგვ

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

ნეემ

ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა

ნმეს

ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია

ნმესგ

ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

რგის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

LFA

ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა  (Logical Framework Approach)

 

 

1  შესავალი

საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (ნმეს) შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სტრატეგია“ შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სტრატეგიის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება  ევროპის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან. სტრატეგიის განხორციელების მიზნით შემუშავებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა1 (ნმესგ) შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სამოქმედო გეგმა“. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებთან.

სტრატეგია მოიცავს 15-წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.), რომელიც შესაძლოა პერიოდულად განახლდეს; სამოქმედო გეგმა კი  შემუშავდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.  პირველი სამოქმედო გეგმა მოიცავს 2016-2020 წლებს. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აქვს ერთიანი ფორმატი. სტრატეგიის დანართში მოცემული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები წარმოდგენილია სამოქმედო გეგმაში. სტრატეგია შესაბამისობაშია 2012-2016 წლების საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამასთან და ითვალისწინებს საქართველოს გარემოსდაცვითი საქმიანობის შეფასების (გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისია, 2015 წ.) რეკომენდაციებს.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყენებული იყო „ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა“ (Logical Framework Approach - LFA), რომელიც ითვალისწინებს არსებული სიტუაციის შეფასებას და გამოწვევების იდენტიფიცირებას, ასევე შესაბამისი მიზნების განსაზღვრასა  და პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბებას.

თითოეული დასახული მიზნისათვის სტრატეგიაში გაწერილია ამოცანები (შესრულების ვადების მითითებით). თითოეული ამოცანის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც  შეადგენენ სამოქმედო გეგმის ძირითად ნაწილს.

LFA მიდგომა შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს:

· ხედვა

· მიზნები (ხედვის შესაბამისად)

· ამოცანები  (მიზნების შესაბამისად)

· ღონისძიებები (ამოცანების შესაბამისად)

 

ქვემოთ ილუსტრირებულია აღნიშნული მიდგომა:

 

აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანები. ღონისძიებები კი   აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს და მითითებული ჰქონდეს შესრულების ვადები.

LFA მიდგომა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (გბრდს) მისცემს სტრატეგიის/გეგმის განხორცილების მონიტორინგისა და მთავრობისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ანგარიშის წარდგენის საშუალებას.

კოდექსის2 მიხედვით, ამოცანებისა და ღონისძიებების  განსაზღვრისას, სავალდებულოა გარემოსდაცვითი სარგებლის  და ტექნიკურ-ფინანსური საკითხების გათვალისწინება. სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელება  უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო პირობების შექმნას.

ნარჩენების წარმოშობის წყარო შეიძლება იყოს სამრეწველო და მომსახურების სექტორები (ოფისები და ა.შ.), საავადმყოფოები, სასოფლო-სამეურნეო სექტორი, მოსახლეობა და სხვა.  თვისებების მიხედვით, ნარჩენები შეიძლება იყოს სახიფათო ან არასახიფათო. ამასთან, ნარჩენები მახასიათებლების მიხედვით შეიძლება იყოს ინერტული (სტაბილური), ბიოდეგრადირებადი და ა.შ. ნარჩენების მართვის კომპლექსურობიდან გამომდინარე, სტრატეგია სახავს ზოგად მიზნებს ყველა ტიპის ნარჩენისათვის (გარდა რადიოაქტიური ნარჩენებისა და ვადაგასული მდგრადი ორგანული დამაბინძურებლებისა (POPs)3) და გარკვეულ აქცენტებს აკეთებს ნარჩენების კონკრეტულ ნაკადებზე.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნარჩენების მართვა  საკმაოდ რთული პროცესია და მართვის ისეთი სისტემის  შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, ხანგრძლივი პროცესია.  შესაბამისად, წინამდებარე სტრატეგიის მიზანია  შექმნას მყარი საფუძველი  ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა  შესაძლებლობების გაძლიერებას,  (პერსონალის კომპეტენტურობა, ფისკალური საშუალებები, ადმინისტრაციული სისტემები და ა.შ.) მმართველობის ყველა დონეზე და ზოგადად ცნობიერების ამაღლებას.  

სტრატეგიის  მეორე (არსებული სიტუაცია და გამოწვევები) და მესამე  (მიზნები და ამოცანები) თავები შემუშავებულია ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე დაინტერესებულ მხარეებთან. არსებული გამოწვევები და შესაბამისი მიზნები, მათი მნიშვნელობის მეტი თვალსაჩინოებისათვის, დაჯგუფებულია ცხრა მიმართულებად:

1. კანონმდებლობა

2. ნარჩენების მართვის დაგეგმვა

3. ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება

4. ნაგავსაყრელები

5. პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა

6. ხარჯების ამოღება

7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

8.  მონაცემები ნარჩენების შესახებ

9.  მართვის შესაძლებლობები

მეორე და მესამე თავებში წარმოდგენილი ინფორმაცია  ასახავს 2015 წლისათვის  არსებულ მდგომარეობას.

2  არსებული სიტუაცია და გამოწვევები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში არაერთი სასიკეთო ღონისძიება განხორციელდა ნარჩენების მართვის სფეროში. ამის მიუხედავად, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა მოხდეს  სისტემური მიდგომის დანერგვა  და ეფექტიანი ქმედებების განხორციელება. 2015 წლისთვის არსებული მდგომარეობა და გამოწვევები მოკლედ არის აღწერილი ქვემოთ მოცემულ პრიორიტეტულ საკითხებთან მიმართებაში.

კანონმდებლობა:

საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” მიღებულ იქნა  2014 წლის 26 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2015 წლის იანვარში. აღნიშნული კანონის მიღებამდე, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ნაწილობრივ რეგულირდებოდა რიგი დარგობრივი საკანონმდებლო აქტებით და გარკვეულწილად საერთაშორისო კონვენციებით. მიღებული კოდექსი ეფუძნება ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ასოციირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციების მოთხოვნებს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას; თუმცა, ჯერჯერობით, სრულად არ არის შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები. 

კოდექსი არ არეგულირებს სამთო-მოპოვებითი მრეწველობიდან წარმოქმნილ ნარჩენებს (სამთო გადამუშავების ნარჩენებს). სამთო გადამუშავების ნარჩენები გარკვეულწილად რეგულირდება კანონით „წიაღის შესახებ“.  თუმცა, აღნიშნული კანონი  არ შეესაბამება ასოციირების შეთანხმების მოთხოვნებს. სამთო გადამუშავების ნარჩენი დიდ რისკს წარმოადგენს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის; ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა.

ნარჩენების მართვის სფეროში საქართველო  ორი ძირითადი საერთაშორისო კონვენციის მხარეა. კონვენციები სპეციალურ მოთხოვნებს აწესებენ წევრი ქვეყნებისთვის, რომელთა  განხორციელება ქვეყნის მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. ეს კონვენციებია:

1. ბაზელის კონვენცია ,,სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“

2.  სტოკჰოლმის კონვენცია ,,მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“

მინამატას კონვენცია ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ - ხელმოწერილია, მაგრამ ჯერ არ არის რატიფიცირებული საქართველოს მიერ.

საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნები არ არის სრულად ასახული ეროვნულ კანონმდებლობაში. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის გარეშე, კონვენციების  განხორციელება ეფექტიანი არ არის. მაგალითად, ქვეყანაში მოქმედებს ,,ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოცემული კანონი სრულად ვერ ასახავს ბაზელის კონვენციის და ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების მოთხოვნებს, მათ შორის წინასწარი შეტყობინების პროცედურებს.  ასევე, არ არეგულირებს ექსპორტის საკითხებს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობით მუშაობს ,,ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე.

კოდექსის დებულებების და საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნების აღსრულება უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს პროცესი გაუმჯობესებას საჭიროებს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. მაგალითად,  კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად, კვლავ ფუნქციონირებს უკანონო ნაგავსაყრელები,  გრძელდება დაცული ტერიტორიებისა და ტურისტული კომპლექსების, ასევე სხვა ტერიტორიების დანაგვიანება, კომპანიები სრულად არ ასრულებენ არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირის ნარჩენების მართვის  კანონმდებლობასთან შემდგომი ჰარმონიზაცია, მისი ეფექტიანი განხორციელება და აღსრულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ქვეყანაში ნარჩენების მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბებისათვის.  

გამოწვევები:

· ევროკავშირ-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების და საერთაშორისო კონვენციების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის პროცესის გაგრძელების საჭიროება

· ეროვნული საკანონმდებლო და საერთაშორისო მოთხოვნების სრულად განხორციელების საჭიროება

·  აღსრულების გაუმჯობესების საჭიროება

ნარჩენების მართვის დაგეგმვა:

დღეისათვის საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა და არც ამის სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა კოდექსის მიღებამდე. მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები, თუმცა,  დონორთა მხარდაჭერით აღინიშნება გარკვეული აქტივობები ამ მიმართულებით. არც კომპანიებს გააჩნდათ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავების ვალდებულება და მხოლოდ გარემოზე ზემოქმედების  ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს ევალებოდათ ნარჩენების მართვის გეგმების წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, კომპანიების ძალიან მცირე ნაწილს გააჩნია ასეთი გეგმა.

კოდექსი  ითვალისწინებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის დაგეგმვის კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბებას.  კოდექსი განსაზღვრავს გბრდს-ს ვალდებულებას, შეიმუშაოს 15-წლიანი ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია,  ყოველ 5 წელიწადში ერთხელ 5 წლიანი ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია. გარდა ამისა, კოდექსი ადგენს მუნიციპალიტეტების ვალდებულებას, შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები. ამასთან ერთად, კომპანიები (რომლებიც წარმოქმნიან კანონით დადგენილ ზღვრულ რაოდენობაზე მეტ ნარჩენს) ვალდებულნი არიან შეიმუშაონ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმები და განსაზღვრონ კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველი.

გამოწვევები:

· მუნიციპალიტეტების ნარჩენების მართვის გეგმების არარსებობა და მათი დანერგვის აუცილებლობა

·  კომპანიების უმეტესობაში ნარჩენების მართვის გეგმების არარსებობა

· მუნიციპალიტეტებში დაგეგმვის შესაძლებლობების და გამოცდილების ნაკლებობა

ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება:

კოდექსის თანახმად, მუნიციპალური, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნარჩენის შეგროვება და ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტის  პასუხისმგებლობაა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. ნარჩენების შეგროვება, ძირითადად, დიდ ქალაქებში  ხდება. ნარჩენების შეგროვების მომსახურებას,  უმეტესწილად, საჯარო ოპერატორები ახორციელებენ (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები (შპს) ან არაკომერციული (არამომგებიანი) იურიდიული პირები (ა(ა)იპ), რომლებშიც სახელმწიფოს/ მუნიციპალიტეტის წილი 100%-ია). ქვეყანაში აღინიშნება კერძო სექტორის გარკვეული ჩართულობა ნარჩენების მართვის სფეროში, მაგრამ საჯარო-კერძო პარტნიორობის (Public-Private Partnership) პოლიტიკა ნათლად ჩამოყალიბებული არ არის.

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება შედარებით ახალი საშუალებებით ხორციელდება, მაშინ როდესაც პატარა ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში ნარჩენების ტრანსპორტირება, ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში, ხორციელდება მოძველებული  სატრანსპორტო საშუალებებით. კოდექსის თანახმად, ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას,  უნდა ფლობდეს შესაბამის ნებართვას ან გავლილი ჰქონდეს შესაბამისი რეგისტრაცია (რეგისტრაციის ვალდებულება ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან).

არ ხდება მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირება და მათი შესაბამისი საშუალებებით შეგროვება/ტრანსპორტირება (მუნიციპალიტეტებს სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვის ვალდებულება ეკისრებათ 2019 წლიდან).

სამედიცინო ნარჩენების მართვის პასუხისმგებლობა საკუთარ ტერიტორიაზე ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ხელშეკრულებას აფორმებენ სამედიცინო ნარჩენების მართვის ოპერატორებთან; რეგულირება და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გბრდს-თან ერთად. ამჟამად, მოქმედი კანონმდებლობა სრულად არ ითვალისწინებს ადმინისტრირების ყველა პროცედურას  სამედიცინო დაწესებულებებში (კერძოდ კი ზოგიერთი ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლის) ნარჩენების მართვის ზედამხედველობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სამედიცინო ნარჩენების გარკვეული ნაწილი, შესაძლებელია, ყოველგვარი წინასწარი დამუშავების გარეშე კვლავ ხვდებოდეს ნაგავსაყრელებზე. დღეისათვის არსებული თერმული დამუშავების ობიექტების წარმადობა საკმარისი არ არის.  

არ არსებობს სრული მონაცემები წლიურად წარმოქმნილი სამედიცინო, ცხოველური და სხვა ზოგიერთი (მათ შორის სპეციფიკური) ნარჩენის რაოდენობის შესახებ. ზოგიერთი სპეციფიკური ნარჩენი, როგორიცაა ნარჩენი ზეთი, პლასტიკი და შეფუთვის ნარჩენები, შეზღუდული რაოდენობით რეციკლირდება კერძო კომპანიების მიერ.

გამოწვევები:

· მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურება არ მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას

·  მცირე ზომის ქალაქებსა და სასოფლო დასახლებებში ნარჩენების შეგროვების  საშუალებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოძველებული და არასტანდარტულია;   შეგროვების სისტემა არაეფექტურია

·   არ ხდება მუნიციპალური ნარჩენების სეპარირება და შესაბამისი შეგროვება

·  საჯარო-კერძო პარტნიორობის პოლიტიკა არ არის ნათლად ჩამოყალიბებული

·  სახიფათო  ნარჩენები (მაგ., სამედიცინო და სხვა სპეციფიკური ნარჩენები) კვლავ ხვდება ნაგავსაყრელებზე.

ნაგავსაყრელები:

2015 წლის მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მხოლოდ ოთხი ნაგავსაყრელია (ერთი კერძო და სამი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული).  თითქმის ყველა სასოფლო დასახლებას აქვს ერთი ან მეტი მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელი. ხშირ შემთხვევაში ისინი განთავსებულია მდინარეების ნაპირებზე ან მოსახლეობასთან ახლოს  და, შესაბამისად,  საფრთხეს უქმნის   ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს.  საერთო ჯამში საქართველოში აღირიცხება 60-მდე ოფიციალური ნაგავსაყრელი, რომლებსაც არ გააჩნიათ გარემოზე ზემოქმედების ნებართვა და ბევრად მეტი  მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელი.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ა/რ-ის ნაგავსაყრელებისა) განეკუთვნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მეშვეობით. კომპანია აქტიურ ღონისძიებებს ახორციელებს ძველი ნაგავსაყრელების გაუმჯობესების და ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით. 2015 წლის მდგომარეობით დახურულია 13 და განახლებულია 28 ნაგავსაყრელი. ასევე, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობის მიზნით, მიმდინარეობს სამუშაოები ქვემო ქართლსა და  იმერეთში. ასევე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელის მოწყობის (ნაგავსაყრელის მშენებლობის ნებართვა გაცემულია) და ძველი ნაგავსაყრელის დახურვის აქტიური სამუშაოები. მოცემულ რეგიონში ნაგავსაყრელების მოწყობა და მართვა აჭარის ა/რ-ის შესაბამისი სტრუქტურების კომპეტენციაა.

ნარჩენების უმეტესი ნაწილი განთავსდება ნაგავსაყრელზე.  არ აღინიშნება რაიმე სახის აქტივობა ნაგავსაყრელზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირების მიმართულებით; თუმცა კოდექსი ითვალისწინებს მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი  ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავებას. არ არსებობს სახიფათო და ინერტული  (მათ შორის სამშენებლო) ნარჩენების, ნაგავსაყრელები. არსებული ნაგავსაყრელების მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს გამოყოფილი სპეციალური უჯრედები ისეთი ნარჩენებისთვის, როგორიცაა მაგალითად აზბესტის ნარჩენები.

გამოწვევები:

· არსებული ნაგავსაყრელები არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს

·  მცირე ზომის სტიქიური ნაგავსაყრელების დიდი რაოდენობა

· არ არსებობს სახიფათო და ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელები

· არსებულ ნაგავსაყრელებზე არ არის გამოყოფილი სპეციალური უჯრედები სპეციფიკური ნარჩენებისთვის

· დიდი ოდენობით ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსება ნაგავსაყრელებზე.

პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა:

საქართველოში სუსტად არის განვითარებული ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის პრაქტიკა. მონაცემები ამ მიმართულებით ძალიან მწირია კომპანიებისა და გადამამუშავებელი ობიექტების მხრიდან ანგარიშგების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის გამო (კოდექსის თანახმად, აღნიშნული ვალდებულება ძალაში  2016 წლის 1 აგვისტოდან შედის).

ფინანსური წახალისების მექანიზმების არარსებობის გამო, ლიმიტირებულია საქართველოში ხელახალი გამოყენება და მხოლოდ ისეთ ნარჩენებს ეხება, როგორიცაა მაგ. მინის ბოთლები.

საქართველოში შეზღუდული რაოდენობით არსებობს ისეთი მასალების რეციკლირების ობიექტები, როგორიცაა ქაღალდი, მინა, პლასტიკი და სხვა. თუმცა, არ ხდება აღდგენილი რაოდენობების აღრიცხვა და, შესაბამისად, მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. რეციკლირებას მხოლოდ კერძო კომპანიები ახორციელებენ და მხოლოდ ისეთი ნარჩენების რეციკლირება ხდება, რომელთა შეგროვების და დამუშავების ღირებულება (1 ტონაზე) ახალი ნედლეულის ღირებულებაზე ნაკლებია.

ქვეყანაში ფუნქციონირებს  ნარჩენების გადამუშავების  რამდენიმე ობიექტი  და დღემდე არ არსებობს ნარჩენიდან ენერგიის აღდგენის საწარმო.

წახალისების ზომების და ნარჩენების პრევენციისა და სეპარირების ხელშემწყობი მექანიზმების არარსებობა ზღუდავს ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების შესაძლებლობებს საქართველოში.

გამოწვევები:

· ნარჩენების პრევენციის მექანიზმების არარსებობა

· ნარჩენების სეპარირების მწირი პრაქტიკა და ნარჩენების აღდგენის ობიექტების სიმცირე

· ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და ნარჩენების აღდგენის გაუმჯობესების მიზნით, წამახალისებელი  მექანიზმების ნაკლებობა/არარსებობა

ხარჯების ამოღება:

საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავებისთვის დაწესებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  დასუფთავების მოსაკრებელი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  დასუფთავების მოსაკრებლის (ტარიფის) ოდენობის დადგენა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა (მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საბჭოს საკრებულოს მიერ, ზედა ზღვარი კი დადგენილია ეროვნული კანონმდებლობით). მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ და ძირითადად განისაზღვრება ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო კომპანიების შემთხვევაში დაკავებული ფართის ან წარმოქმნილი ნარჩენების ოდენობის მიხედვით. მოსახლეობა მოსაკრებელს იხდის მხოლოდ მომსახურების არსებობის შემთხვევაში.  გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმების დაკისრება ხდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუმცა ასეთი ჯარიმების რეალურად დაკისრების თაობაზე მონაცემები არ არსებობს. უმეტეს შემთხვევებში არ ხდება მოსაკრებლის სრულად შეგროვება.

მუნიციპალიტეტების მიერ განსაზღვრული მუნიციპალური ნარჩენების მოსაკრებლის ოდენობა დაბალია და ის სრულად ვერ ფარავს ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, დამუშავების ხარჯებს. ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების ღირებულების უდიდესი ნაწილი სუბსიდირებულია მუნიციპალიტეტების მიერ. შესაბამისად, ხარჯების ამოღების სისტემა ნარჩენების მართვის სფეროში გაუმჯობესებას საჭიროებს. შედეგად, გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობისა და ნარჩენების შეგროვების ხარისხი, უმეტეს რეგიონებში, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ახალი ნაგავსაყრელების მოწყობის საინვესტიციო ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული სესხებით.

ნარჩენების წარმომქმნელი კომპანიები ვალდებულნი არიან დააფინანსონ ნარჩენების გადამუშავება. თუმცა, გასულ წლებში არსებული სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა/კომპანიების სტატუსი, სამართლებრივი აქტების ნაკლებობა და აღსრულების დაბალი დონე ნარჩენების მართვის სფეროში, ასევე, პრობლემური წვდომა სესხებზე, წარმოადგენს კომპანიების მხრიდან დაბალი საინვესტიციო აქტივობის მიზეზს ნარჩენების მართვის სფეროში.

გამოწვევები:

· ადეკვატური სატარიფო პოლიტიკის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ნარჩენების შეგროვების მომსახურების გაუმჯობესებას

· ხარჯების ამოღების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა (როგორც მოსახლეობის, ასევე კომპანიების შემთხვევაში)

· მოსაკრებელის დაბალი ოდენობა  

· მოსაკრებლის არასრული შეგროვება

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება:

კოდექსს შემოაქვს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ), რაც გულისხმობს იმას, რომ ისეთი პროდუქტის მწარმოებელმა, რომელიც შემდგომში სპეციფიკური ნარჩენი ხდება და ამ პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელმა უნდა იზრუნონ პროდუქტის იმგვარი ფორმის მიცემაზე, რომელიც შეამცირებს ნარჩენებს და, შესაბამისად, გარემოზე უარყოფით გავლენას. ასევე მწარმოებელს/ბაზარზე განმთავსებელს ეკისრება გამოყენებული პროდუქციის (ნარჩენის) შეგროვების, სეპარაციის და დამუშავების პასუხისმგებლობა, მათი შემდგომი აღდგენის მიზნით.

მგვ მიჩნეულია მთავარ ფინანსურ და სამოქმედო ინსტრუმენტად, რომელიც ხელს უწყობს რესურსდამზოგავი ეკონომიკის განვითარებას და ნარჩენების მართვის ისეთი სქემის ჩამოყალიბებას, რომელიც  შესაბამისობაშია კოდექსით განსაზღვრულ ნარჩენების მართვის იერარქიასთან. ეს მიდგომა მრავალი წლის მანძილზე ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში და საკმაოდ ეფექტიანია.  ვინაიდან მგვ მიდგომა  ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს, ის ეტაპობრივად უნდა დაინერგოს. ზოგიერთი საბაზისო სავალდებულო მოთხოვნა ძალაში შედის  2019 წლიდან.

ვალდებულებათა დანერგვასთან ერთად, მგვ პრინციპის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა წახალისების მექანიზმების ამოქმედება.

გამოწვევები:

· დაინტერესებული მხარეების ნაკლები ინფორმირებულობა  მგვ-ის  შესახებ

· წამახალისებელი ზომების არარსებობა მგვ-ის  ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიზნით ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგალითად: გამოყენებული ბატარეები, შეფუთვის ნარჩენები, ნარჩენი ზეთები და ა.შ.

· კერძო სექტორთან ახლო თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საჭიროება

· ქვეყნისათვის რეალური მგვ-ის მოდელის შემუშავებისა და დანერგვის საჭიროება.

მონაცემები ნარჩენების შესახებ:

არ არსებობს წარმოქმნილი, შეგროვებული, ტრანსპორტირებული და დამუშავებული ნარჩენების შესახებ სრული ინფორმაცია, მონაცემთა შეგროვების სისტემა და, შესაბამისად,  ეროვნული მონაცემთა ბაზა. ასევე, არ არსებობს სპეციფიკური ნარჩენების წარმოქმნისა და დამუშავების შესახებ სისტემური ანგარიშგების მექანიზმი და, შესაბამისად, ინფორმაცია ასეთი ნარჩენების წარმოქმნის, სახეობებისა და  მახასიათებლების შესახებ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთივე სიტუაციაა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებთან მიმართებაში, რაც საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენების საერთო რაოდენობის საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. სამრეწველო ნარჩენების წარმოქმნისა და დამუშავების შესახებ მონაცემები რეგულარულად არ ეგზავნება კომპეტენტურ ორგანოებს და, შესაბამისად, არც სამრეწველო, მათ შორის სახიფათო ნარჩენების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის ნაკლებობის მთავარი მიზეზია შესაბამისი იურიდიული საფუძველის არარსებობა. კერძოდ, 2015 წლამდე მუნიციპალურ ორგანოებს და ნარჩენების მართვაში ჩართულ კომპანიებს არ ეკისრებოდათ მონაცემთა მიწოდების სამართლებრივი ვალდებულება - ასეთი ვალდებულება დააწესა  კოდექსმა. კოდექსის თანახმად, 2016 წლიდან ამოქმედდება ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმა და შინაარსი განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტებით.

ნარჩენების გამართული მართვისა და ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, უმნიშვნელოვანესია ნარჩენებთან დაკავშირებული მონაცემების არსებობა და ამ მონაცემების საჯაროობა.

გამოწვევები:

·  ნარჩენების მონაცემთა ბაზის არარსებობა

· შეგროვებული, დამუშავებული, ტრანსპორტირებული, განთავსებული და ა.შ. ნარჩენების თაობაზე რეგულარული ანგარიშგების მექანიზმის შექმნის საჭიროება

·  მონაცემთა შეგროვების, მონაცემთა დამუშავების, ანგარიშგების და მონაცემთა ბაზის მართვის შესაძლებლობების/გამოცდილების ნაკლებობა

მართვის შესაძლებლობები:

ამჟამად საქართველოში ნარჩენების მართვის შესაძლებლობები შეზღუდულია. ნარჩენების მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად საჭიროა  საჯარო და კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება. დღეისათვის პასუხისმგებლობა ნარჩენების მართვის სფეროში შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

·  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (გბრდს) არის სამთავრობო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია  სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე ნარჩენების მართვის სფეროში

·  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია სამედიცინო ნარჩენების მართვასა და კონტროლზე გბრდს-თან ერთად

· საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არეგულირებს და ზედამხედველობს ცხოველური ნარჩენების მართვას გბრდს-თან ერთად

· საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრავს ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს გბრდს-თან ერთად

· საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არეგულირებს ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებს გბრდს-თან ერთად

· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (რგის) მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, პასუხისმგებელია საქართველოში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ა/რ-ის ნაგავსაყრელებისა)  არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვასა და დახურვაზე, ასევე ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვაზე

· მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა მუნიციპალური ნარჩენების მართვა (შეგროვება, ტრანსპორტირება  და დამუშავება, გარდა ნაგავსაყრელებისა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობისა და ოპერირებისა)

·  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქ.თბილისში არასახიფათო ნარჩენების მართვა, მათ შორის ნაგავსაყრელების მოწყობა, ოპერირება და დახურვა, განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკისა და ქ. თბილისის შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას.  

გარდა ამისა, კოდექსის მიხედვით, გბრდს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნი არიან ნარჩენების მართვის სფეროში სამართალდარღვევათა კონტროლზე კომპეტენციის ფარგლებში.

კოდექსის განსახორციელებლად და საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნების შესასრულებლად, საჭიროა ნარჩენების მართვის სისტემაში ჩართული ყველა პირის, მათ შორის კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება და მჭიდრო თანამშრომლობა; არ არსებობს დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შეფასება, ასევე, მათი შესაძლებლობათა გაძლიერების პროგრამები.

კერძო კომპანიების მიერ ნარჩენების მართვის შესაძლებლობები, უმეტესად, შეზღუდულია. ნარჩენების წარმომქმნელი კერძო კომპანიების უმრავლესობას არ გააჩნია ნათელი წარმოდგენა ნარჩენების  გადამუშავებასა და, ზოგადად, ნარჩენების მართვაზე. კომპანიებში,  უმეტეს შემთხვევაში,  არ არის დანიშნული გარემოსდაცვით საკითხებზე ან ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი. ქვეყანაში არსებობს მხოლოდ რამდენიმე საერთაშორისო ან საერთაშორისო კომპანიის შვილობილი კომპანია, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო პროცედურებს და, შესაბამისად, ამ კომპანიების ნარჩენების მართვის სისტემა გამართულად  მუშაობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. დღეისთვის ნარჩენების მართვის სფეროში საზოგადოების ცნობიერება დაბალია.

გამოწვევები:

·  არასაკმარისი შესაძლებლობები ეროვნულ დონეზე (მათ შორის გბრდს, რგის და სხვა სამინისტროები)

·  სუსტი შესაძლებლობები მუნიციპალურ დონეზე

·  ნარჩენების წარმომქმნელი და გადამამუშავებელი კომპანიების არასაკმარისი შესაძლებლობები

·  ნარჩენების მართვის საკითხებში  ჩართული  მხარეებისა  და საზოგადოების ცნობიერების  არასაკმარისი დონე

3 ნარჩენების მართვის სტრატეგიული მიმართულებები

3.1 იერარქია და პრინციპები

სტრატეგია შეესაბამება ნარჩენების მართვის ჩარჩო-დირექტივითა და კოდექსით განსაზღვრულ ნარჩენების მართვის იერარქიას4:

ა) პრევენცია

ბ) ხელახალი გამოყენებისთვის  მომზადება

გ) რეციკლირება

დ) სხვა სახის აღდგენა, მათ შორის, ენერგიის აღდგენა

ე) განთავსება

გარდა ამისა, სტრატეგია შესაბამისობაშია კოდექსით განსაზღვრულ ნარჩენების მართვის პრინციპებთან5:

ა) „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების პრინციპი“ – მიღებული უნდა იქნეს ზომები გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მაშინაც კი, თუ არ არსებობს მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები;

ბ) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ – ნარჩენების წარმომქმნელი ან ნარჩენების მფლობელი ვალდებულია გაიღოს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) „სიახლოვის პრინციპი“ – ნარჩენები უნდა დამუშავდეს ყველაზე ახლოს მდებარე ნარჩენების დამუშავების ობიექტზე, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებით;

დ) „თვითუზრუნველყოფის პრინციპი“ – უნდა ჩამოყალიბდეს და ფუნქციონირებდეს მუნიციპალური ნარჩენების განთავსებისა და აღდგენის ობიექტების ინტეგრირებული და ადეკვატური ქსელი.

სტრატეგია ასევე შესაბამისობაშია  ევროკავშირის გარემოს მართვის ძირითად მოთხოვნებთან/მიდგომებთან :

· მდგრადი განვითარება (ევროკავშირის ქვეყნების  გარემოს დაცვის მე-6 სამოქმედო პროგრამა) ბუნებრივი რესურსების გამოყენება ისე, რომ არ მოხდეს მათი განადგურება და მომავალ თაობებს არ შეეზღუდოთ მათზე ხელმისაწვდომობა

·  ნარჩენების პრევენციის პრინციპი (დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ) წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის ან სახიფათო თვისებების შემცირება

· საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგია (დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ) აღდგენის ან განთავსების ობიექტების მოწყობისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ) გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმ ნარჩენებზე, რომლებიც წარმოიქმნება პროდუქციის გამოყენების შემდეგ, ისევე როგორც ამ ნარჩენების მართვის ფინანსურ უზრუნველყოფაზე

·  ნარჩენების ინტეგრირებული მართვა (ევროკავშირის ქვეყნების  გარემოს დაცვის მე-6 სამოქმედო პროგრამა) ნარჩენების ინტეგრირებული მართვა აერთიანებს ნარჩენების მართვის პოლიტიკის ყველა  პრინციპს და უზრუნველყოფს სხვადასხვა მეთოდისა და მიდგომის ურთიერთქმედებასა და ოპტიმალურ კომბინირებას, რის შედეგადაც, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, იქმნება ეფექტიანი ნარჩენების მართვის სისტემა. 6

ამასთანავე, სტრატეგია შესაბამისობაშია შემდეგ საერთაშორისო მიდგომებთან:

· UNECE-ის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების მონაწილეობის პრინციპი (ორჰუსის კონვენცია)

· UNEP-ის მწვანე ეკონომიკის ინიციატივა   მწვანე ეკონომიკის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელს, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და გარემოსდაცვითი ეკონომიკაზე,  უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას   გარემოს დეგრადაციის გარეშე. მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად სექტორს წარმოადგენს ნარჩენების მართვა.

3.2  ხედვა, ამოცანები და მიზნები

საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვა შემდეგნაირია:

„საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა, რაც მიიღწევა:

· ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით

·  მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

·   ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით

· ხარჯების სრული ამოღების დანერგვით

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვით

· ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით

· სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვით

ხედვა შესაბამისობაშია გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამასთან.

ქვემოთ მოცემულია სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, რომლებიც მეორე თავში აღწერილი არსებული სიტუაციის მსგავსად, ცხრა მიმართულებად არის დაყოფილი:

კანონმდებლობა

საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის შექმნის ზოგადი მიზანია ევროკავშირი-საქართველოს ასოციირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი ნარჩენების მართვის პრაქტიკის დანერგვა ეროვნულ დონეზე. ამისათვის საჭიროა რიგი კანონების (მაგ. კანონი სამთო გადამუშავების ნარჩენების შესახებ) და კანონქვემდებარე აქტების მიღება, რაც სამოქმედო გეგმის ნაწილს შეადგენს.

ნარჩენების მართვის კოდექსი ეფუძნება ევროკავშირის ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ  დირექტივებსა და რეგულაციებს. თუმცა, კოდექსის განსახორციელებლად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელია შემდგომი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს რატიფიცირებული აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციები. საჭიროა ამ კონვენციების მოთხოვნების  ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში.

უკიდურესად მნიშვნელოვანია  კანონმდებლობის აღსრულება. საჭიროა რიგი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება ნარჩენების მართვაში ჩართული მხარეების სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებისკენ.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იკვეთება სტრატეგიის პირველი მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 1. ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება  და აღსრულება

ამოცანა 1.1. ასოციირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი  სამართლებრივი აქტების მიღება და განხორციელება 2020 წლისთვის

ამოცანა 1.2. საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში სრული ასახვა და განხორციელება 2020 წლისთვის

ამოცანა 1.3. ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება 2025  წლისთვის

ნარჩენების მართვის დაგეგმვა

ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, საჭიროა ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის არსებობა.

კოდექსი  ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემას ახალ მოთხოვნებს უყენებს. თუმცა, საქართველოში არსებული შესაძლებლობები და გამოცდილება ნარჩენების მართვის დაგეგმვის სფეროში ძალიან სუსტია. საჭიროა მოხდეს შესაძლებლობების გაძლიერება და ახალ სისტემასთან მუშაობის  გამოცდილების შეძენა.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს  სტრატეგიას და ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიამ და სამოქმედო გეგმამ  დასახონ მიმართულებები მუნიციპალური გეგმებისთვის ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების და სხვაგვარი აღდგენის საკითხებში.

ნარჩენების მართვის დაგეგმვის ეროვნული სისტემის შემუშავებისთვის განისაზღვრა მეორე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 2. ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

ამოცანა 2.1. ყველა მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი  გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლისთვის

ამოცანა 2.2. კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმება 2016 წლისთვის

ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება

ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების სისტემა უნდა იყოს ეფექტიანი და ამავდროულად გარემოსათვის უსაფრთხო.  

ძალიან მნიშვნელოვანია მოვალეობათა გადანაწილება კერძო და საჯარო ინსტიტუტებს შორის ამ ასპექტში.  კერძო კომპანიებმა შესაძლებელია ეფექტიანად იმოქმედონ, მაგრამ მათი მთავარი მიზანი შემოსავლების ზრდაა. საჭიროა სახელმწიფომ დააწესოს სავალდებულო მოთხოვნები და ნორმები და განახორციელოს ეფექტური კონტროლი. 

ბევრ ქვეყანაში ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება პრივატიზების ან კერძო კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების საგანია, ნაგავსაყრელების მოწყობასა და ოპერირებაზე კი საჯარო სექტორი ზრუნავს. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. დანიაში) ნარჩენების მართვა საჯაროა, მაგრამ გარკვეული მომსახურებები კერძო სექტორზეა გადაცემული.  ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ღია კერძო ბაზარი ნარჩენების მართვისთვის. თუმცა, კერძო კომპანიებისთვის საინტერესოა  მომგებიანი გეოგრაფიული ტერიტორიები,  სადაც მეტია დიდი მოგების მიღების შესაძლებლობა და ამ პირობებში სასოფლო დასახლებები ხარისხიანი მომსახურების გარეშე რჩებიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ნათლად განისაზღვროს ნარჩენების მართვის სფეროში საჯარო სექტორისა და კერძო სექტორის მონაწილეობის ფორმები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, რადგან, როგორც წესი, ხშირია კერძო სექტორის ინტერესი აქტიურად ჩაერთოს, მაგალითად, რეციკლირებაში. კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობაში მეტი სიცხადე მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისთვისაც, რათა მიზანმიმართულად მოხდეს შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერება.

მნიშვნელოვანია როლებისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება საჯარო სექტორის სხვადასხვა მხარეებს შორის. ევროკავშირის სუბსიდირების პრინციპის მიხედვით, პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს პრობლემის წარმოქმნის წყაროსთან რაც შეიძლება ახლოს მდგომ რგოლს. ნარჩენებთან მიმართებაში ეს რგოლი არის მუნიციპალიტეტი.  თუმცა, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები საქართველოში, ამჟამად, ძალიან შეზღუდულია.

ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება შესაბამისი უფლების მქონე ოპერატორებმა უნდა განახორციელოს.  იმისათვის, რომ სისტემა იყოს გამჭვირვალე და ნარჩენებს კვალიფიციური ოპერატორები მართავდნენ, საჭიროა ამ ოპერატორების რეგისტრაციისა და სერტიფიცირების სისტემის არსებობა.

იმისათვის, რომ ნარჩენების მართვის სისტემა მუდმივად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე განისაზღვროს ნარჩენების შეგროვების რეალისტური, მაგრამ, ამავდროულად, ამბიციური მინიმალური მაჩვენებლები.

სახიფათო ნარჩენების მართვა ეროვნული დონის საკითხია. ამ სფეროში საჭიროა თანამედროვე ცენტრალური სისტემის ჩამოყალიბება, რადგან  ბევრი სხვადასხვა სახის სახიფათო ნარჩენის სათანადო მართვისთვის საჭიროა სპეციალური გამოცდილება, რისი უზრუნველყოფაც, როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, ეროვნული ცენტრალიზებული სისტემის ჩამოყალიბებით არის შესაძლებელი. უფრო მეტიც, საერთაშორისო მიდგომები ისეთია, რომ სახიფათო ნარჩენების მართვის ოპტიმიზაციისათვის გამოიყენება ფორმალიზებული საერთაშორისო თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს რამდენიმე  ქვეყნისათვის სახიფათო  ნარჩენების ერთობლივ მართვას გარემოსათვის უსაფრთხო გზით.  

კოდექსი ითვალისწინებს ასევე, სამოქმედო გეგმების შემუშავების შესაძლებლობას ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვისთვის, როგორებიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ცხოველური ნარჩენები, სამედიცინო ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვ.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის მესამე მიზანი და ამოცანებია:

მიზანი 3. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა 

ამოცანა 3.1. კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა ნარჩენების მართვის სექტორში  2020 წლისთვის

ამოცანა 3.2. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება  2020 წლისთვის

ამოცანა 3.3 ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

მუნიციპალური ნარჩენები

90%

100%

100%

სახიფათო ნარჩენები

50%

75%

100%

 

ამოცანა

3.4 სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის

ამოცანა 3.5 ეროვნული ინიციატივების განხორციელება სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვისთვის 2025 წლისთვის

ნაგავსაყრელები

ძველი და სტიქიური ნაგავსაყრელები  გარემოსდაცვითი თვალსაზრისით დიდი პრობლემაა განვითარებადი ქვეყნებისთვის. თანამედროვე  ნაგავსაყრელები, უმეტეს შემთხვევებში, ემსახურება რამდენიმე მუნიციპალიტეტს  და მათი მოწყობა და ოპერირება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მთელ რიგ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად,  ნაგავსაყრელების მართვის მიზნით იქმნება  მუნიციპალიტეტთაშორისი ორგანიზაციები. ძველი ნაგავსაყრელების დახურვა და ახლის მოწყობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

საჭიროა საქართველოში აშენდეს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელები. ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსების შემცირების მიზნით საჭიროა ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემცირების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ასევე ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის ტექნოლოგიების დანერგვა გრძელვადიან პერსპექტივაში.  

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება მეოთხე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 4. ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა

ამოცანა 4.1 ახალი თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 2025 წლისთვის;  არსებული ნაგავსაყრელების გაუმჯობესება/ოპერირება გარდამავალ პერიოდში, ზოგიერთი კატეგორიის ნარჩენებისათვის (აზბესტის ნარჩენები, არასახიფათო ცხოველური ნარჩენები და სხვა), საჭიროების შემთხვევაში, ცალკე უჯრედების მოწყობის გათვალისწინებით.

ამოცანა 4.2 არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო  ნაგავსაყრელების  დახურვა 2023 წლისთვის

ამოცანა 4.3 სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია 2020 წლისთვის

ამოცანა 4.4  ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება 2025 წლისთვის

პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა

ნარჩენების მართვის იერარქია დროთა განმავლობაში იწვევს მსოფლიოს ნებისმიერი ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივ ცვლილებას.

წლების განმავლობაში უმეტეს ქვეყნებში ნარჩენების მართვის ყველაზე გავრცელებული  პრაქტიკა  მათი ნაგავსაყრელზე განთავსება იყო. თუმცა, რადგან რესურსები შეზღუდულია, ნარჩენებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა და ამჟამად ნარჩენები ღირებულ რესურსად აღიქმება.

ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი სხვადასხვა სახის წამახალისებელი ზომა გატარდა არსებული ნარჩენების მართვის სისტემების ეტაპობრივი ცვლილების მიზნით.

სისტემის რადიკალურად შესაცვლელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების სეპარირება წარმოქმნის წყაროსთან. რაც უფრო ახლოს ხდება ნარჩენების სეპარირება ნარჩენების წარმომქმნელთან, მით უფრო ადვილია ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება.

მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე განისაზღვროს ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის რეალისტური, მაგრამ, ამავდროულად, ამბიციური მაჩვენებლები.

ნარჩენების პრევენციის დასანერგად საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ პრევენციას გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი სარგებელი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის. ამ საკითხში წარმატების მისაღწევად აუცილებელია ცნობიერების ამაღლება და განათლება.

ისეთი ნარჩენების აღდგენის უზრუნველსაყოფად, რომელთა ხელახალი გამოყენება და რეციკლირება სირთულეებთან არის დაკავშირებული,  შესაძლებელია მათი ინსინერაცია და თანაინსინერაცია,  რაც ნარჩენებიდან ენერგიის აღდგენის საშუალებას იძლევა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე ჩამოყალიბდა მეხუთე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 5.  ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა

ამოცანა 5.1. ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის

ამოცანა 5.2. ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის  რეციკლირების   შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ქაღალდი

30%

50 %

80%

მინა

20%

50%

80%

მეტალი

70%

80%

90%

პლასტიკი

30%

50%

80%

ამოცანა 5.3. კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება  2020 წლისთვის

ამოცანა 5.4. ენერგიის აღდგენა 2025  წლისთვის იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება არ მომხდარა

ამოცანა 5.5. ნარჩენების  რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის ობიექტების მოწყობა 2025 წლისთვის

ხარჯების ამოღება

„დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. ნარჩენების წარმომქმნელთა წრე ფართოა - მოსახლეობა, მეწარმეები,  მომსახურების სექტორი და ა.შ. შესაბამისად, ნარჩენების მართვის ხარჯების, მათ შორის შეგროვების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების ხარჯების დაფარვის ვალდებულება ეკისრება თითოეულ დამბინძურებელს.

არსებობს ნარჩენების წარმომქმნელთა ორი ძირითადი ჯგუფი  - მოსახლეობა და კერძო სექტორი.  ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ხარჯების ამოღების ორი სხვადასხვა სისტემა. ნარჩენების წარმომქმნელთა  ამ ორი ძირითადი ჯგუფის მიერ წარმოქმნილ ნარჩენებს სხვადასხვაგვარი მართვა სჭირდება და შესაბამისად, ხარჯების ამოღების სისტემაც (მოსაკრებლები) განსხვავებული უნდა იყოს.

ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა  მეექვსე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 6. ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

ამოცანა 6.1. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება 2020 წლისათვის და ეტაპობრივი განხორციელება 2030 წლისთვის

ამოცანა 6.2. კერძო სექტორიდან ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება  2020 წლისათვის და განხორციელება 2025 წლისთვის

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ პირველი დებულებები 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განმარტების მიხედვით, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) არის „გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მწარმოებელის ვალდებულებები პროდუქტთან დაკავშირებით ფართოვდება და ვრცელდება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მომხმარებლის შემდგომ ეტაპზეც“. პრაქტიკაში, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს წარმოებული პროდუქციისგან წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების და დამუშავების  ვალდებულებას მწარმოებლის მიერ. მწარმოებელს შესაძლოა ეკისრებოდეს ამ ვალდებულებების შესრულების მხოლოდ ფინანსური, ან/ასევე - ორგანიზაციული უზრუნველყოფა.

მგვ მნიშვნელოვანი პრინციპია ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან აღდგენის გასაუმჯობესებლად. კოდექსის თანახმად, მგვ ძალაში შედის 2019 წლიდან; შესაბამისად, ის წარმოადგენს სტრატეგიის ნაწილს.  

მგვ, ძირითადად, შემდეგი  სახის ნარჩენებზეა ორიენტირებული: ბატარეები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი მასალა და ელექტრონული საქონლის ნარჩენები. ბევრ ქვეყანაში ძირითადი აქცენტი კეთდება ნახმარ ბატარეებზე, ზეთებსა და შესაფუთ მასალაზე, ვინაიდან ამ სახის ნარჩენები ადვილი სამართავია და გააჩნია ხელახალი გამოყენების, რეციკლირების ან აღდგენის უდიდესი პოტენციალი.

ბევრ ქვეყანაში მგვ-ს დანერგვა დაიწყო ისეთი ღონისძიებების კომბინირებით, როგორიცაა, მაგალითად, გარკვეული მავნე ნივთიერებების გამოყენების აკრძალვა  წარმოებაში და ნებაყოფლობითი შეთანხმებების მიღწევა ძირითად მწარმოებლებთან. ამის პარალელურად, დაინერგა ნარჩენების, მაგალითად, ბოთლების ჩაბარების შემთხვევაში თანხის დაბრუნების  (refunding) და მარკირების სისტემები, რამაც ხელი შეუწყო ხელახალ გამოყენებასა და რეციკლირებას. სხვა გავრცელებულ შესაძლო ინსტუმენტებს მიეკუთვნება წამახალისებელი ეკონომიკური მექანიზმების გამოყენება და განთავსებამდე ნარჩენების დაშლის/ან რაოდენობის შემცირების სავალდებულო მოთხოვნის შემოღება. 

მგვ-ის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საქართველოში მოხდეს  ვალდებულებებისა და წამახალისებელი ზომების კომბინაცია და ეტაპობრივი განხორციელება.

აქედან გამომდინარე, იკვეთება მეშვიდე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

ამოცანა 7.1 ვალდებულებების განსაზღვრა მწარმოებლებისთვის 2019 წლისთვის

ამოცანა 7.2 მინიმალური მაჩვენებლების  მიღწევა სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ბატარეები

20%

50%

80%

ზეთები

50%

75%

90%

შესაფუთი მასალები

40%

75%

90%

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა

20%

50%

80%

საბურავები

50%

70%

90%

აკუმულატორები

60%

80%

90%

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები

20%

50%

80%

ამოცანა 7.3. მგვ წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა 2020 წლისთვის

მონაცემები ნარჩენების შესახებ

ნარჩენების შესახებ სარწმუნო მონაცემები მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის მთელი სისტემისთვის, მათ შორის, ზოგადად, ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავებისთვის, ყოველდღიური მართვისთვის, დაგეგმვისთვის, მონიტორინგისთვის და ა.შ.

სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად მონაცემები უნდა გროვდებოდეს უწყვეტად და რეგულარულად. გარემოსდაცვითი, მათ შორის, ნარჩენებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობის საჭიროებას განსაზღვრავს ორჰუსის კონვენციაც.  ინფორმაცია დაფუძნებული უნდა იყოს სანდო მონაცემებზე.

აქედან გამომდინარე, ისახება მერვე მიზანი და შესაბამისი ამოცანები:

მიზანი 8. ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

ამოცანა 8.1  ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა) შემუშავება და დანერგვა 2016 წლისათვის

ამოცანა 8.2  ნარჩენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა 2020 წლისთვის

მართვის შესაძლებლობები

ნარჩენების მართვის ეტაპობრივად განვითარებადი სისტემის შემუშავებისა და დანერგვისათვის, აუცილებელია შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების არსებობა საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე. ადამიანური რესურსი საჭირო იქნება  სისტემის შექმნის პირველ ეტაპზევე (კანონმდებლობის შემუშავება, ხელმძღვანელობა, მონაცემთა შეგროვება, გეგმების მომზადება, გეგმების დამტკიცება, განხორციელება და ა.შ.). კვალიფიციური ადამიანური რესურსები საჭირო იქნება, ასევე, ნაგავსაყრელების ოპერირებისა  და ნარჩენების მართვის ნებისმიერ საფეხურზე საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის.

კოდექსი რიგ დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს გბრდს-ს. შესაბამისად, აუცილებელია შესაძლებლობათა ადეკვატური გაძლიერება. გბრდს გარდა მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გაძლიერება ნარჩენების მართვაში მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში (მაგ.: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ფინანსთა სამინისტრო) კანონმდებლობით განსაზღვრული მათი კომპეტენციების შესაბამისად.

განსაკუთრებით საყურადღებოა მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება. გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტებმა შესაძლებელია სრული პასუხისმგებლობა  აიღონ მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე. ამასთანავე, მათ შეუძლიათ შექმნან და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა. ასეთი მოწყობა კარგად არის აპრობირებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

საჭიროა კერძო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება ნარჩენების დამუშავების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების ამაღლება კანონმდებლობით განსაზღვრული და ზოგადად, ნარჩენების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე სტანდარტებისა და მიდგომების შესახებ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. აუცილებელია საზოგადოებაში განათლების დონის ზრდა და უნარების განვითარება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რაც მიიღწევა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობით, კერძოდ კი შესაბამისი პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გზით ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის. ნარჩენების მართვის პრინციპები, იერარქია, მოსახლეობის როლის გაცნობა ნარჩენების მართვის ეფექტიანობის ზრდაში უნდა გახდეს როგორც სასკოლო და სკოლამდელი ასაკის სასწავლო პროგრამების, ასევე ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანიების, მათ შორის მასმედიის საშუალებით,  მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

შესაძლებლობების გაძლიერება მუდმივი პროცესია; შესაბამისად, ამ მიმართულებით სტრატეგიის მეცხრე მიზანი და ამოცანები შემდეგია:

მიზანი 9. საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  

ამოცანა 9.1 გბრდს-ს და სხვა ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის

ამოცანა 9.2 მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის

ამოცანა 9.3 კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის

ამოცანა 9.4  საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება  ნარჩენების მართვის საკითხებზე  2030 წლისთვის

4 სტრატეგიის შედეგები

გასათვალისწინებელია შედეგები, რომლებსაც სტრატეგიის განხორციელება მოიტანს.

4.1 შედეგები გარემოს დაცვის, მოსახლეობისა და პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში

სტრატეგია გარემოს დაცვის მხრივ მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანია. მას  დადებითი ეფექტი ექნება მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხითაც, განსაკუთრებით პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ნარჩენების განთავსება ნებისმიერ შემთხვევაში რისკის შემცველია გარემოსთვის. ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს ნარჩენების რესურსად გამოყენებას. ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირების შედეგად, შემცირდება სათბურის ეფექტის მქონე აირების გამოყოფა, რაც დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პოლიტიკური განხილვის საგანია.

ნარჩენების წყაროსთან სეპარირება ხელს შეუწყობს რეციკლირების განვითარებას, ასევე  სამედიცინო და სპეციფიკური ნარჩენების უსაფრთხო მართვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც.  ინსინერაციის ან/და თანაინსინერაციის დანერგვით მოხდება ენერგიის აღდგენა, ნაცვლად ენერგიის მოხმარებისა, მაგალითად სამედიცინო ნარჩენების თერმული დამუშავების შემთხვევაში.      

4.2  ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობა

წინამდებარე სტრატეგიის ტექნიკური განხორციელებადობა ბევრი ქვეყნის მაგალითზე კარგად არის დოკუმენტირებული და ამასთან დაკავშირებით დღესდღეობით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ფინანსური მხარე სტრატეგიის განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი  ასპექტია. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, სარგებელი, რომელიც მიიღება ნარჩენების სწორი მართვით და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან აცილებით, ასევე, მისი როგორც რესურსად გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, გაცილებით დიდია გრძელვადიან პერსპექტივაში.

სტრატეგია შესაბამისობაშია ევროკავშირის მიდგომებთან, თუმცა ამა თუ იმ ამოცანის გადასაჭრელად, მაგალითად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ხარჯების სრული ამოღების სისტემის შემუშავების/განხორციელების მისაღწევად, ასევე გასათვალისწინებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დროის ფაქტორი. შესაბამისად, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების/განახლების დროს აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ეს საკითხები.

სტრატეგიის განხორციელების სავარაუდო ხარჯები მოცემულია სამოქმედო გეგმაში.

4.3 სხვა დადებითი შედეგები

ნარჩენების მართვის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, რადგან სექტორის ადმინისტრირება, ისევე როგორც შესაბამისი საწარმოების ოპერირება (მაგ. რეციკლირების საწარმო და ნაგავსაყრელები) მოითხოვს  საკმაოდ ბევრ ადამიანურ რესურსს.

გარდა ამისა, სუფთა საცხოვრებელი და დასასვენებელი  გარემო, ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის უკეთ განვითარებას.

დანართი 1 - ლოგიკური ჩარჩო

ხედვა

საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა

მიზნები

მიზანი 1

ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება და აღსრულება

მიზანი 2

ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

მიზანი 3

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

მიზანი 4

ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა

მიზანი 5

ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა

მიზანი 6

ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

მიზანი 7

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

მიზანი 8

ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

მიზანი 9

 საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

 

მიზანი 1

ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება და აღსრულება

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 1.1

ასოციირების შესახებ  შეთანხმებიდან გამომდინარე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი  სამართლებრივი აქტების მიღება და განხორციელება

 

2020

ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაშია ევროკავშირის  დირექტივებთან/რეგულაციებთან ასოცირების ხელშეკრულების ვადების გათვალისწინებით (შესაბამისობის ცხრილები)

ამოცანა 1.2

საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში სრული ასახვა და განხორციელება

2020

კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში

ამოცანა 1.3

ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება

 

2025

ინსპექტირებული ობიექტების რაოდენობა

კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კომპანიების რაოდენობის ზრდა

ნარჩენების უკანონო განთავსების შემცირება

 

მიზანი: 2

ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება
ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 2.1

ყველა მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი  გეგმების შემუშავება და დამტკიცება

2017 

დამტკიცებული გეგმების რაოდენობა

ამოცანა 2.2

კომპანიების ნარჩენების მართვის   გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმება

2016

შეთანხმებული გეგმების რაოდენობა

 

მიზანი 3

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის
ჩამოყალიბება და დანერგვა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 3.1

კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა ნარჩენების მართვის სექტორში

2020

პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი

ამოცანა 3.2

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება 

2020

შემუშავებული და დანერგილი რეგისტრაციის/სერტიფიცირების სისტემა

დარეგისტრირებული/სერტიფიცირებული ოპერატორების რაოდენობა    

ამოცანა 3.3

ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020

2025

2030

მუნიციპალური ნარჩენები

90%

100%

100%

სახიფათო ნარჩენები

50%

75%

100%

 

 

 

იხ.ცხრილი

 

უკანონო განთავსების არარსებობა

ამოცანა 3.4

სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება

2025

სახიფათო ნარჩენები გროვდება და არ ერევა არასახიფათო ნარჩენებს

ამოცანა 3.5

ეროვნული ინიციატივების განხორციელება სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვისთვის

2025

შემუშავებულია სამოქმედო გეგმები და ინვენტარიზაციის ანგარიშები

 

მიზანი 4

ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო
განთავსების უზრუნველყოფა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 4.1

ახალი თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;  არსებული ნაგავსაყრელების გაუმჯობესება/ოპერირება გარდამავალ პერიოდში ზოგიერთი კატეგორიის ნარჩენებისათვის (აზბესტის ნარჩენები, არასახიფათო ცხოველური ნარჩენები და სხვა), საჭიროების შემთხვევაში  ცალკე უჯრედების მოწყობის გათვალისწინებით.

2025

მოწყობილი ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების რაოდენობა

ამოცანა 4.2

არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ნაგავსაყრელების  დახურვა

2023

დახურული ნაგავსაყრელების რაოდენობა

ამოცანა 4.3

სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია

 

2020

დახურული სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა

ამოცანა 4.4

ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება

2025

ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი (ნაგავსაყრელების ანგარიშები)

 

მიზანი 5

ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება,

რეციკლირება ან/და აღდგენა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 5.1

ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან

სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება

2025

მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც დანერგილია სეპარირებული შეგროვების სისტემა

ამოცანა 5.2

ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის  რეციკლირების

შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ქაღალდი

30%

50 %

80%

მინა

20%

50%

80%

მეტალი

70%

80%

90%

პლასტიკი

30%

50%

80%

 

იხ. ცხრილი

რეციკლირებული ნარჩენების პროცენტული მაჩვენებლები

ამოცანა 5.3

კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობა და

კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება  2020 წლისთვის

 

2020

 კომპანიების მიერ  ნარჩენების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

ამოცანა 5.4

ენერგიის აღდგენა იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება

ან რეციკლირება არ მომხდარა

 

2025

ენერგიის აღდგენის მიზნით გამოყენებული ნარჩენის რაოდენობა

ამოცანა 5.5

ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის

ობიექტების მოწყობა

2025

შესაბამისი ობიექტების რაოდენობა

 

მიზანი 6

ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 6.1

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება  და ეტაპობრივი განხორციელება

2020 -

2030

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

ამოცანა 6.2

კერძო სექტორიდან  ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და განხორციელება

2020-2025

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

 

 

მიზანი 7

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

მიზნები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 7.1

 

ვალდებულებების განსაზღვრა მწარმოებლებისთვის

2019

შემუშავებული კანონმდებლობა

ამოცანა 7.2

მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის:

 

2020

2025

2030

ბატარეები

20%

50%

 80%

ზეთები

50%

75%

90%

შესაფუთი მასალები

40%

75%

90%

ნეემ

20%

50%

80%

საბურავები

50%

70%

90%

აკუმულატორები

60%

80%

90%

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები

20%

50%

80%

 

იხ. ცხრილი

 პროცენტული მაჩვენებელი თითოეული ნაკადის მიხედვით

ამოცანა 7.3

მგვ წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა

2020

სპეციფიკური ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების ზრდა

 

მიზანი 8

ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

 

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 8.1

ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა) შემუშავება და დანერგვა

2016

მოქმედი ელექტრონული სისტემა

ამოცანა 8.2

ნარჩენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა

2020

მოქმედი სისტემა და განახლებადი მონაცემთა ბაზა

 

მიზანი 9

საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება 

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 9.1

გბრდს-ს და სხვა ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 

2020

კვალიფიციური პერსონალის არსებობა და ხელმისაწვდომი ფისკალური საშუალებები

ამოცანა 9.2

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესება

2020

კვალიფიციური პერსონალის არსებობა და ხელმისაწვდომი ფისკალური საშუალებები

ამოცანა 9.3

კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაუმჯობესება

2020

კერძო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან მგვ-ის პროცესში და რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

ამოცანა 9.4

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე 

2030

ჩატარებული კამპანიების რაოდენობა

 


[1] ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 12

[2] ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 4 (2) და მუხლი 5 (1)

[3] მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებთან დაკავშირებული ღონისძიებები გაწერილია ეროვნულ განმახორციელებელ გეგმაში (NIP), რომელიც მუშავდება სტოკჰოლმის კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით

[4] ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 4 (1)

[5] ნარჩენების მართვის კოდექსი, მუხლი 5 (2)

[6] ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრინციპი გულისხმობს ხარჯ-ეფექტურობის მიდგომის გამოყენებას ნარჩენების მართვაში .

 

 

 


ეს ანგარიში მომზადებულია ევროპული კომისიის ფინანსური დახმარებით. ამ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები კონსულტანტებს ეკუთვნით და შესაძლებელია არ ასახავდნენ ევროპული კომისიის მოსაზრებებს.
P particip

Particip-led Consortium comprising: Particip, Adelphi, AETS, Bipro, ELLE, ETI Consulting, Geotest, HTSPE, Milieu, NIRAS, PEMConsult, Poseidon

 

 


შინაარსი                   

ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა................................................... 1

აბრევიატურები........................................................................................................................ 4

1 შესავალი.................................................................................................................. 5

2  არსებული მდგომარეობა და სამომავლო საჭიროებები..................................... 8

2.1 ნარჩენების მართვა დღეის მდგომარეობით......................................... 8

ნარჩენების წარმოქმნა............................................................................................................. 8

იმპორტი და ექსპორტი........................................................................................................... 9

ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების არსებული სისტემები....................................... 9

სახიფათო ნარჩენების მართვა............................................................................................... 10

სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული სისტემა...................................................... 10

ნარჩენებით დაბინძურებული  ადგილები.......................................................................... 10

ნარჩენების მართვის ორგანიზება......................................................................................... 11

2.2 ნარჩენების მართვა სამომავლოდ....................................................... 11

ნარჩენების წარმოქმნა............................................................................................................ 12

ინფრასტრუქტურის სისტემის საჭიროება............................................................................ 12

ახალი ნაგავსაყრელები.......................................................................................................... 12

ნარჩენების აღდგენა............................................................................................................... 12

არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და განახლება........................................................ 13

ნარჩენების მართვის მოწყობა............................................................................................... 13

ნარჩენების პრევენცია............................................................................................................ 14

2.3 ინვესტიციების საჭიროება და საოპერაციო ხარჯები........................ 15

ინვესტიციების საჭიროება და დაფინანსების წყაროები..................................................... 15

საოპერაციო ხარჯები............................................................................................................ 15

2.4 ტექნიკური დახმარება........................................................................ 16

3    ნარჩენების მართვის ღონისძიებები........................................................................ 16

3.1 ხედვა, ამოცანები, მიზნები და ღონისძიებები.................................. 16

3.2 ღონისძიებების განხორციელება......................................................... 21

3.3 ვარაუდები/დაშვებები და რისკები.................................................... 22

4  ღონისძიებების განხორციელების შედეგები....................................................... 22

4.1  შედეგები გარემოს დაცვის,  მოსახლეობისა  და პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში...................................................................... 22

4.2    ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობა........................... 23

4.3    სხვა დადებითი შედეგები................................................................ 23

დანართი 1 – ლოგიკური ჩარჩო....................................................................................... 24

 

აბრევიატურები

გბრდს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

მგვ

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

ნეემ

ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა

ნმეს

ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია

ნმესგ

ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა

რგის

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

LFA

ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა  (Logical Framework Approach).

 

1. შესავალი

საქართველოს ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (ნმესგ) შემდგომში მოხსენიებული, როგორც „სამოქმედო გეგმა“ შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად. სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოში ნარჩენების მართვის განვითარების პროცესის ჰარმონიზება  ევროკავშირის ნარჩენების მართვის პოლიტიკასთან.

სამოქმედო გეგმამდე  შემუშავდა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (ნმეს). სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს ნარჩენების მართვის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილებია. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები დაკავშირებულია სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებთან.

სტრატეგია მოიცავს 15-წლიან პერიოდს (2016-2030 წწ.),  სამოქმედო გეგმა კი  შემუშავდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ. პირველი სამოქმედო გეგმა მოიცავს 2016-2020 წლებს. სამოქმედო გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც შეიძლება განახლდეს. სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აქვს ერთიანი ფორმატი და სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ღონისძიებები ემსახურება სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას (იხ. დანართი 1).

სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია 2012-2016 წლების საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამასთან და ითვალისწინებს საქართველოს გარემოსდაცვითი საქმიანობის შეფასების (გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისია, 2015 წ.) რეკომენდაციებს.

სამოქმედო გეგმაში მოცემული ფინანსური გათვლები საპროგნოზოა და დაზუსტდება კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრის შესაბამისად.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  შემუშავების პროცესში გამოყენებული იყო „ლოგიკური ჩარჩო-მიდგომა“ (Logical Framework Approach LFA), რომელიც ითვალისწინებს არსებული სიტუაციის შეფასებას და გამოწვევების იდენტიფიცირებას; ასევე შესაბამისი მიზნების განსაზღვრასა  და პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბებას.

თითოეული დასახული მიზნისათვის სტრატეგიაში გაწერილია ამოცანები (შესრულების ვადების მითითებით). თითოეული ამოცანის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც  შეადგენენ სამოქმედო გეგმის ძირითად ნაწილს.

LFA მიდგომა შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს:

·   ხედვა

·  მიზნები (ხედვის შესაბამისად)

·  ამოცანები  (მიზნების შესაბამისად)

·   ღონისძიებები (ამოცანების შესაბამისად)

 

ქვემოთ ილუსტრირებულია აღნიშნული მიდგომა:

 

 

აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა განისაზღვროს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ამოცანები. ღონისძიებები კი  აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს და მითითებული ჰქონდეს შესრულების ვადები.

LFA მიდგომა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (გბრდს) მისცემს გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და მთავრობისთვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ანგარიშის წარდგენის საშუალებას.

კოდექსის1 მიხედვით, ამოცანებისა და ღონისძიებების  განსაზღვრისას, სავალდებულოა ეკოლოგიური სარგებლის  და ტექნიკურ-ფინანსური საკითხების გათვალისწინება. გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიებების განხორციელება  უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო პირობების შექმნას, რაც მოკლედ მიმოხილულია მე-4 თავში.

სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე დაინტერესებულ მხარეებთან. მიზნები, ასევე ამოცანები და ღონისძიებები, მათი მნიშვნელობის მეტი თვალსაჩინოებისათვის, დაჯგუფებულია ცხრა მიმართულებად:

1.  კანონმდებლობა

2.  ნარჩენების მართვის დაგეგმვა

3.   ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება

4. ნაგავსაყრელები

5. პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა

6. ხარჯების ამოღება

7.  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

8.  მონაცემები ნარჩენების შესახებ

9.  მართვის შესაძლებლობები.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ნარჩენების მართვა  საკმაოდ რთული პროცესია და მართვის ისეთი სისტემის  შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების ანალოგიურ სისტემებთან, ხანგრძლივი პროცესია.  შესაბამისად, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია  შექმნას მყარი საფუძველი  ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ეტაპობრივი ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა  შესაძლებლობების გაძლიერებას,  (პერსონალის კომპეტენტურობა, ფისკალური საშუალებები, ადმინისტრაციული სისტემები და ა.შ.) მმართველობის ყველა დონეზე და ზოგადად ცნობიერების ამაღლებას. 

წინამდებარე სამოქმედო გეგმა მომზადებულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია  ასახავს 2015 წლისათვის  არსებულ მდგომარეობას.

2. არსებული მდგომარეობა და სამომავლო საჭიროებები

ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები მოკლედ განხილულია ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში. იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ნარჩენების აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა, სამოქმედო გეგმაში ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სრული. 

2.1. ნარჩენების მართვა დღეის მდგომარეობით

ნარჩენების შეგროვების, განთავსებისა და რეციკლირების სისტემები ამ ეტაპზე შეზღუდულად არის წარმოდგენილი საქართველოში. აღნიშნულთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს სახიფათო და ინდუსტრიული (საწარმოების) ნარჩენების მართვა.  

ნარჩენების შეგროვების მომსახურება არ მოიცავს სასოფლო დასახლებებს. არსებული ნაგავსაყრელები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ქვეყანაში არსებობს უნებართვო და ე.წ. არაკონტროლირებადი სტიქიური ნაგავსაყრელები.

ამ მიმართულებით  მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის კოდექსის მიღება, რომელიც აწესებს მოთხოვნებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის მომავალი განვითარებისთვის. ასევე, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს  ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი  რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის ინიციირება ცენტრალიზებული მართვის სისტემით.

ნარჩენების წარმოქმნა

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 900 ათასი ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, საიდანაც 700 ათასი ტონა განთავსდება ოფიციალურ ნაგავსაყრელებზე.

საქართველოს სამ რეგიონში ჩატარებული სხვადასხვა სახის შეფასებების საფუძველზე დადგინდა, რომ  მუნიციპალური ნარჩენები ძირითადად შედგება საკვების და ბაღის (~60%),  ქაღალდის და მუყაოს (~10%), პლასტიკის (~10%) და მცირე რაოდენობით სახიფათო  ნარჩენებისგან (<1%).

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ქვეყანაში ვადაგასული პესტიციდების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4 000 ტონას, პოლიქლორირებული ბიფენილების  რაოდენობა 600 ტონას, ხოლო დარიშხანის შემცველი ნარჩენები დაახლოებით  120 000 ტონას.  საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 1 500 ათასი ტონა სახიფათო სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნება. უცნობია ყოველწლიურად წარმოქმნილი სხვა  სახის სახიფათო და სამრეწველო ნარჩენების რაოდენობა.

იმპორტი და ექსპორტი

საქართველოში სახიფათო ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვები ხორციელდება ბაზელის კონვენციის და ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად.   საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს საქართველოდან 36 ათასი ტონა ნარჩენი იქნა ექსპორტირებული, ხოლო ნარჩენების იმპორტმა 17 ათასი ტონა შეადგინა.

ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების არსებული სისტემები

ნარჩენების შეგროვება ხორციელდება მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. სასოფლო დასახლებებში ძირითადად არ ხდება ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდება. ნარჩენების კონტეინერები და ნაგავმზიდები უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება სტანდარტებს.

დღესდღეობით არ არსებობს ნარჩენების წყაროსთან სეპარირების სისტემები.

საქართველოში აღრიცხულია 60-მდე ნაგავსაყრელი. მათგან, 2015 წლის მდგომარეობით, 13 დაიხურა, ხოლო 28 განახლდა.  ასევე, მოეწყო სამი  სანიტარიული ნაგავსაყრელი, კერძოდ:

·   თბილისის ნაგავსაყრელი

·  რუსთავის ნაგავსაყრელი

·    ბორჯომის ნაგავსაყრელი .

დაგეგმილია სამი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა:

·   აჭარის ა/რ-ის ნაგავსაყრელი;

· იმერეთის რეგიონული ნაგავსაყრელი (მოემსახურება იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებს);

·  ქვემო ქართლის რეგიონული ნაგავსაყრელი.

ქვეყანაში არის ბევრი უნებართვო და არაკონტროლირებადი  სტიქიური ნაგავსაყრელი.

ქვეყანაში არ არის  ინერტული ნარჩენების ოფიციალური ნებართვის მქონე ნაგავსაყრელები. შესაბამისად, ინერტული, მათ შორის სამშენებლო ნარჩენები ნაწილობრივ განთავსდება არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე ან გამოიყენება გარკვეული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისას ამოვსებითი/მოსწორებითი სამუშაოებისათვის.

სახიფათო ნარჩენების მართვა

უცნობია ყოველწლიურად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების რაოდენობა. არ ხდება მუნიციპალური სახიფათო და სხვა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება.

ქვეყანაში არ მოქმედებს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი. ხდება მხოლოდ გარკვეული სახის სახიფათო ნარჩენების ინსინერაცია და ისიც შეზღუდული რაოდენობით.  

სპეციფიკური ნარჩენების მართვის არსებული სისტემა

საქართველოში არ არსებობს სპეციფიკური ნარჩენების მართვის, მათ შორის, სეპარირებული შეგროვების სისტემები, თუმცა არსებობს გარკვეული გამოცდილება სპეციფიკური ნარჩენების გადამუშავების კუთხით (როგორიცაა, მაგალითად საბურავები, აკუმულატორები, შეფუთვის ნარჩენები  და სხვა).

ნარჩენებით დაბინძურებული  ადგილები

საქართველოში თითქმის ყველა დასახლებაშია ერთი ან მეტი სტიქიური ნაგავსაყრელი. სავარაუდოდ, აღნიშნულ ნაგავსაყრელებზე ნიადაგი უმეტესად დაბინძურებულია. ასევე, შესაძლებელია უარყოფითი ზემოქმედება შეიმჩნეოდეს ზედაპირულ და გრუნტის წყლებზეც. საქართველოში დაიწყო ზოგიერთი დახურული ნაგავსაყრელის რემედიაცია და მონიტორინგი. არ არის ჩატარებული ისტორიულად დაბინძურებული ადგილების სრული ინვენტარიზაცია. ასევე, მცირე გამონაკლისების გარდა, არ არის შეფასებული რისკები  და  არ არის შემუშავებული რემედიაციის გეგმები.

ნარჩენების მართვის ორგანიზება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ნარჩენების პოლიტიკის,  სტრატეგიისა და  სამოქმედო გეგმის,  ასევე კანონმდებლობის შემუშავებასა და განხორციელების კოორდინირებაზე. მუნიციპალიტეტები პასუხისმგებლები არიან მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებაზე.  ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვაზე საბაჟო კონტროლს ახორციელებს  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი,  ხოლო ბაზელის კონვენციის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ პასუხისმგებელია  არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისა და  ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და მართვაზე, ასევე მათ დაქვემდებარებაში არსებული ნაგავსაყრელების დახურვაზე  (გარდა აჭარის ა/რ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელებისა).

2.2. ნარჩენების მართვა სამომავლოდ

სამომავლოდ ნარჩენების მართვა ძირითადად უნდა იყოს საჯარო სექტორის  პასუხისმგებლობა. სამრეწველო და  მუნიციპალური ნარჩენი არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას მოსახლეობისა თუ სამრეწველო სექტორისთვის და მათთვის მიწოდებული  სახელმწიფო მომსახურება ამ სფეროში უნდა იყოს არამომგებიანი, თუმცა მომსახურების ღირებულება სრულად უნდა ფარავდეს ნარჩენების მართვის ხარჯებს.   ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები  კერძო სექტორის ჩართულობისათვის ნარჩენების მართვაში, განსაკუთრებით რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებებში.

ნარჩენების მართვა უნდა ხორციელდებოდეს  „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული  გარემოსდაცვითი რისკების გათვალისწინებით. მაღალი რისკების არსებობის შემთხვევაში, ყურადღებით უნდა იქნეს განხილული პრივატიზებისა და მისი  მიზანშეწონილობის  საკითხი.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია ახალი ან დამხმარე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.

ნარჩენების წარმოქმნა

მონაცემები ნარჩენების შესახებ ძალიან მწირია, თუმცა კოდექსით განსაზღვრული აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემა იძლევა სრულყოფილი მონაცემების მიღებისა და მონაცემთა ბაზის წარმოების საშუალებას.  შესაბამისად, შემდეგი ქვეთავები ინდიკატორული ხასიათისაა და განსაზღვრავს სამომავლო მიმართულებებს.

ინფრასტრუქტურის სისტემის საჭიროება

ნარჩენების მართვა ითვალისწინებს რთული ინფრასტრუქტურული სისტემის არსებობას შეგროვების (მათ შორის, სეპარირებული შეგროვების), ტრანსპორტირების, გადამტვირთავი სადგურების, რეციკლირების, აღდგენის და განთავსების ობიექტების ჩათვლით. ეფექტიანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, საჭიროა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და შეფასებები  ეროვნულ ან რეგიონულ/მუნიციპალურ დონეებზე მომავალში წარმოქმნილ ნარჩენებთან დაკავშირებით.

ახალი ნაგავსაყრელები

საჭიროა ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობა საქართველოში. ნაგავსაყრელების მშენებლობა უკვე განსაზღვრულია  იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში რეგიონული ნაგავსაყრელების აშენების მიზნით. გარდა ამისა, საჭიროა ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა, რომელიც მოემსახურება  შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და  და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს.

ნარჩენების აღდგენა

საქართველოში ნარჩენების აღდგენის დიდი პოტენციალია. სხვადასხვა სახის ნარჩენი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც რესურსი, განთავსებულია ნაგავსაყრელებზე. არ ხდება წარმოქმნილი სამედიცინო ნარჩენების ინსინერაცია/თანაინსინერაციის შედეგად  ენერგიის აღდგენა.

სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების აღდგენის მიზნით საჭიროა ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების ან/და დახარისხების (სორტირების) სისტემების დანერგვა და  ინსინერაცია/თანაინსინერაციის გზით  ენერგიის აღდგენა იმ ნარჩენებიდან, რომელიც რეციკლირებას არ ექვემდებარება.

ნარჩენების ინსინერაცია ან/და თანაინსინერაცია ითვალისწინებს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენის მინიმიზაციას და ამავდროულად ენერგიის აღდგენას. სითბოსა და ენერგიის კომბინირებული წარმოქმნა ნარჩენებიდან ენერგიის მიღების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ინსინერაციის დროს მხოლოდ სითბოს მიღებით ხდება დაახლოებით 40% ენერგიის აღდგენა, მაშინ როცა ზემოაღნიშნული კომბინაციით აღდგება ენერგიის 80-85%. თუმცა ენერგიის ასეთი კომბინირებული აღდგენის საინვესტიციო ღირებულება საკმაოდ მაღალია.

ენერგიის აღდგენა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ცენტრალური გათბობის სისტემები და შესაბამისი მომხმარებელი. ელექტროგადამცემი ქსელიც ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს ენერგიის მოხმარება ზემოთ აღწერილი კომბინირებული აღდგენის შემთხვევაში.

არსებული ნაგავსაყრელების დახურვა და განახლება

არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ნაგავსაყრელებისათვის უნდა მომზადდეს ნაგავსაყრელის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა, რაც გულისხმობს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებას ან დახურვას. შესაბამისობის გეგმებს ითანხმებს გბრდს. ასევე, უნდა დაიხუროს სტიქიური ნაგავსაყრელები.  ამ საკითხების გადაჭრის მიზნით საჭიროა ჩატარდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები.

ნარჩენების მართვის მოწყობა

ნარჩენების მართვა უნდა იყოს მაქსიმალურად დეცენტრალიზებული და მომავალში მუნიციპალური ნარჩენების მართვაზე მთელი პასუხისმგებლობა შესაძლებელია მუნიციპალიტეტებმა  აიღონ.  მუნიციპალიტეტებმა მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყონ საკუთარი ძალებით ან კონტრაქტების საფუძველზე. უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მართვაზე მუნიციპალიტეტები გახდნენ პასუხისმგებლები.  

მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენების ეფექტიანი მართვისათვის საჭირო იქნება მუნიციპალიტეტთაშორისი ერთობლივი სამსახურების/გაერთიანებების ჩამოყალიბება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას სამსახურის საქმიანობაზე პასუხისმგებელი საბჭო, რომელშიც შევლენ წარმომადგენლები თითოეული მუნიციპალიტეტიდან.   

ასეთი სამსახურები შეიძლება პასუხისმგებელნი იყვნენ ასევე ნარჩენის ხელახალ გამოყენებაზე,  რეციკლირებასა და აღდგენაზე შესაძლებლობების ფარგლებში. საერთაშორისო გამოცდილებით, მსგავსი მუნიციპალიტეტთშორისი ორგანიზაციები ხშირად ინაწილებენ პასუხისმგებლობებს ერთმანეთში. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია უზრუნველყოფს ქაღალდის ან მეტალის რეციკლირებას, მეორე ენერგიის აღდგენას და ა.შ., რათა უზრუნველყოფილი იყოს სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების ეფექტიანი მართვა. 

სახიფათო ნარჩენების მართვა უნდა იყოს ცენტრალიზებულად კოორდინირებული  სისტემა.

ნარჩენების პრევენცია

მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ნარჩენების პრევენციას. ამა თუ იმ პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენება საკმაოდ ღირებული რესურსები. სამრეწველო სექტორის მიერ საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვით  რესურსების ოპტიმალური გამოყენება და შესაბამისად,   ნარჩენების წარმოქმნის შემცირება სამრეწველო პროცესსა თუ სხვა საოპერაციო ღონისძიებების განხორციელებისას, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ნარჩენების პრევენციის მიმართულებით. 

ნარჩენების პრევენციის მისაღწევად ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს  მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება; ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2.3. ინვესტიციების საჭიროება და საოპერაციო ხარჯები

ნარჩენების მართვის არსებული სისტემის რადიკალურად შეცვლა საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია. გარდა ამისა, ნარჩენების მართვის ახალი სისტემის შექმნა დიდ საინვესტიციო ხარჯებს მოითხოვს. 

ინვესტიციების საჭიროება და დაფინანსების წყაროები

ნარჩენების მართვა საერთაშორისო დონორებისა და ბანკების ინტერესის საგანს წარმოადგენს და საქართველოშიც დაწყებულია ეს პროცესი.  ინვესტიციები განსაკუთრებით საჭიროა ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობისათვის. თუმცა ნარჩენების მართვის ეფექტიანი სისტემის მისაღებად, ინვესტიციები საჭიროა სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობებისთვის.  მათ შორის, ეს ეხება ნარჩენების ტრანსპორტირებას, რადგან თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები და უკეთესი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია მთლიანი სისტემის ეფექტიანობის ზრდის  და გარემოს დაბინძურების შემცირების თვალსაზრისით.

ინვესტიციები იქნება საჭირო ისეთი საბაზისო ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად, მონაცემების შეგროვება და საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფა ნარჩენებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

საოპერაციო ხარჯები

გრძელვადიან პერსპექტივაში, საოპერაციო ხარჯები მთლიანად უნდა დაიფაროს „დამბინძურებლების“ მიერ (ხარჯების სრული ამოღების სისტემა) „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად. თუმცა, საქართველოში, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ამის განხორციელება რთული იქნება მომდევნო  უახლოესი წლების განმავლობაში.

ნარჩენების მართვაში ჩართული ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობების გასაძლიერებლად საჭირო იქნება დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო  მუნიციპალიტეტებს დასჭირდებათ შესაბამისი სახსრების მობილიზება საკუთარი ნარჩენების მართვის მიზნით.

2.4. ტექნიკური დახმარება

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპასა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში  დაგროვდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მდიდარი გამოცდილება. შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გაიზიაროს კარგი გამოცდილება და არ გაიმეოროს ის შეცდომები, რაც განვითარებული ქვეყნების მიერ იქნა დაშვებული ამ სექტორის განვითარების ადრეულ ეტაპზე.   

3. ნარჩენების მართვის ღონისძიებები

3.1. ხედვა, ამოცანები, მიზნები და ღონისძიებები

საქართველოში ნარჩენების მართვის ხედვა შემდეგნაირია:

„საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“, რაც მიიღწევა:

·  ნარჩენების პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის ღონისძიებების გატარებით

· მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების უზრუნველყოფით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე

·   ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების დანერგვით

·  ხარჯების სრული ამოღების დანერგვით

· მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვით

·  ინიციატივების განხორციელებით სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებზე

·  საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებით

· სტრატეგიის მიზნების მისაღწევად საჭირო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვით .

ქვემოთ მოყვანილი მიზნები, შესაბამისი ამოცანები და ღონისძიებები გაწერილია იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტრატეგიაში:

კანონმდებლობა

მიზანი 1. ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება,  განხორციელება  და აღსრულება

ამოცანა 1.1. ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი  სამართლებრივი აქტების მიღება და განხორციელება 2020 წლისთვის

ამოცანა 1.2. საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში სრული ასახვა და განხორციელება 2020 წლისთვის

ამოცანა 1.3. ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება 2025  წლისთვის.

ნარჩენების მართვის დაგეგმვა

მიზანი 2. ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

ამოცანა 2.1. ყველა მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი  გეგმების შემუშავება და დამტკიცება 2017 წლისთვის 

ამოცანა 2.2. კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმება 2016 წლისთვის.

ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება

მიზანი 3. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა 

ამოცანა 3.1. კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა ნარჩენების მართვის სექტორში 2020 წლისთვის

ამოცანა 3.2. ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება  2020 წლისთვის

ამოცანა 3.3. ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

მუნიციპალური ნარჩენები

90%

100%

100%

სახიფათო ნარჩენები

50%

75%

100%

 

ამოცანა 3.4. სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის .

ამოცანა 3.5. ეროვნული ინიციატივების განხორციელება სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვისთვის 2025 წლისთვის

ნაგავსაყრელები

მიზანი 4. ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა

ამოცანა 4.1. ახალი თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად 2025 წლისთვის;   არსებული ნაგავსაყრელების გაუმჯობესება/ოპერირება გარდამავალ პერიოდში ზოგიერთი კატეგორიის ნარჩენებისათვის (აზბესტის ნარჩენები, არასახიფათო ცხოველური ნარჩენები და სხვა), საჭიროების შემთხვევაში, ცალკე უჯრედების მოწყობის გათვალისწინებით.

ამოცანა 4.2. არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ნაგავსაყრელების  დახურვა 2023 წლისთვის

ამოცანა 4.3. სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია 2020 წლისთვის

ამოცანა 4.4. ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება 2025 წლისთვის

პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება და აღდგენა

მიზანი 5. ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა

ამოცანა 5.1. ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება 2025 წლისთვის.

ამოცანა 5.2. ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის  რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ქაღალდი

30%

50 %

80%

მინა

20%

50%

80%

მეტალი

70%

80%

90%

პლასტიკი

30%

50%

80%

ამოცანა 5.3. კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება  2020 წლისთვის .

ამოცანა 5.4. ენერგიის აღდგენა 2025 წლისთვის იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება არ მომხდარა.

ამოცანა 5.5. ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის ობიექტების მოწყობა 2025 წლისთვის.

ხარჯების ამოღება

მიზანი 6. ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

ამოცანა 6.1. მუნიციპალიტეტებში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება 2020 წლისთვის და ეტაპობრივი განხორციელება 2030 წლისთვის.

ამოცანა 6.2. კერძო სექტორიდან  ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება 2020 წლისთვის და განხორციელება 2025 წლისთვის.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

მიზანი 7. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

ამოცანა 7.1. ვალდებულებების განსაზღვრა მწარმოებლებისთვის 2019 წლისთვის .

ამოცანა 7.2. მინიმალური მაჩვენებლების  მიღწევა სხვადასხვა სახის ნარჩენების მართვისათვის:

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ბატარეები

20%

50%

80%

ზეთები

50%

75%

90%

შესაფუთი მასალები

40%

75%

90%

ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობა

20%

50%

80%

საბურავები

50%

70%

90%

აკუმულატორები

60%

80%

90%

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები

20%

50%

80%

ამოცანა 7.3. მგვ წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა 2020 წლისთვის.

მონაცემები ნარჩენების შესახებ

მიზანი 8. ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

ამოცანა 8.1.  ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა) შემუშავება და დანერგვა 2016 წლისათვის .

ამოცანა 8.2.  ნარჩენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა 2020 წლისთვის

მართვის შესაძლებლობები

მიზანი 9. საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

ამოცანა 9.1. გბრდს-ს და სხვა ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის

ამოცანა 9.2. მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის .

ამოცანა 9.3. კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაუმჯობესება 2020 წლისთვის .

ამოცანა 9.4.  საზოგადოების ცნობიერების  ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე  2030 წლისთვის .

3.2. ღონისძიებების განხორციელება

ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში გარკვეული როლი აქვთ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს. თითოეული კონკრეტული ღონისძიების გასწვრივ მითითებულია მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. ზოგიერთი ღონისძიების შემთხვევაში პასუხისმგებელი სტრუქტურა ერთზე მეტია.  ასეთ შემთხვევებში, პირველ ადგილზე მითითებულია ის უწყება, რომელსაც წამყვანი როლი აკისრია შესაბამისი ღონისძიების განხოციელებაში სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

მითითებული განხორციელების ვადები რეალისტურია. თუმცა,  რომელიმე ღონისძიების განუხორციელებლობის შემთხვევაში მთავრობას უნდა წარედგინოს დასაბუთებული მიზეზი  განხორციელების  ანგარიშში. საკმაოდ რთულია ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯების განსაზღვრა.  ხარჯების შეფასება მოხდა ეროვნულ დონეზე მსგავსი ღონისძიებების განხორციელების არსებული გამოცდილების საფუძველზე. შესაძლებელია, საჭირო იყოს ღონისძიებების განხორციელებამდე ამ ხარჯების დაზუსტება.

ნარჩენების მართვის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ დონორებს. პირველ დანართში ცალკე სვეტშია მითითებული ხარჯები და ტექნიკური დახმარების საჭიროება. სამოქმედო გეგმა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დონორების საქმიანობის კოორდინაციისთვის ნარჩენების მართვის სფეროში. შესაბამისად, გეგმაში წარმოდგნილია ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ დონორ ორგანიზაციებს.

3.3. ვარაუდები/დაშვებები და რისკები

სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის გაკეთებულია დაშვება, რომ ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე არა მხოლოდ ჩართული და ინფორმირებულია სამოქმედო გეგმის შესახებ, არამედ მოტივირებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ვადების გათვალისწინებით. 

ღონისძიებების განუხორციელებლობის ყველაზე დიდი რისკია პროფესიული პასუხისმგებლობისა და ფინანსური რესურსების ნაკლებობა.

4.  ღონისძიებების განხორციელების შედეგები

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება მოიტანს შემდეგ შედეგებს:

4.1. შედეგები გარემოს დაცვის,  მოსახლეობისა  და პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

სამოქმედო გეგმის განხორციელება გარემოს დაცვის მხრივ მხოლოდ დადებითი შედეგების მომტანია. მას დადებითი ეფექტი ექნება მოსახლეობის ჯანდაცვის კუთხითაც, განსაკუთრებით პროფესიული ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ნარჩენების განთავსება ნებისმიერ შემთხვევაში რისკის შემცველია გარემოსთვის. ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელის დანერგვა ხელს შეუწყობს ნარჩენების რესურსად გამოყენებას. ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირების შედეგად, შემცირდება სათბური ეფექტის მქონე აირების გამოყოფა, რაც დღევანდელ დღეს განსაკუთრებული პოლიტიკური განხილვის საგანია.

ნარჩენების წყაროსთან სეპარირება ხელს შეუწყობს რეციკლირების განვითარებას, ასევე  სამედიცინო და სპეციფიკური ნარჩენების უსაფრთხო მართვას, რაც მნიშვნელოვანია  ჯანდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც.  ინსინერაციის და თანაინსინერაციის დანერგვით მოხდება ენერგიის აღდგენა, ნაცვლად ენერგიის მოხმარებისა, მაგალითად სამედიცინო ნარჩენების თერმული დამუშავების შემთხვევაში. 

4.2.  ტექნიკური და ფინანსური განხორციელებადობა

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ტექნიკური განხორციელებადობა ბევრი ქვეყნის მაგალითზეა დოკუმენტირებული და ამასთან დაკავშირებით დღესდღეობით კითხვის ნიშნები არ არსებობს.

ფინანსური მხარე ღონისძიებების განხორციელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი  ასპექტია. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა საკმაოდ ძვირადღირებულია. თუმცა, სარგებელი, რომელიც მიიღება ნარჩენების სწორი მართვით და შესაბამისად ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან აცილებით, ასევე მისი როგორც რესურსად გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, გაცილებით დიდია გრძელვადიან პერსპექტივაში.

სამოქმედო გეგმა შესაბამისობაშია ევროკავშირის მიდგომებთან, თუმცა გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად გასათვალისწინებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დროის ფაქტორი.  შესაბამისად, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადების/განახლების დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ეს საკითხები, ისევე როგორც დონორთა დახმარების შესაძლებლობები.

დანართში მითითებულია სავარაუდო ხარჯები  თითოეული ღონისძიებისთვის.

4.3.  სხვა დადებითი შედეგები

ნარჩენების მართვის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, რადგან სექტორის ადმინისტრირება, ისევე როგორც შესაბამისი ობიექტების ოპერირება (მაგ., რეციკლირების ობიექტი და ნაგავსაყრელები) მოითხოვს  საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურსს.

გარდა ამისა,  სუფთა საცხოვრებელი და დასასვენებელი  გარემო, ზოგადად, ხელს შეუწყობს ტურიზმის უკეთ განვითარებას ქვეყანაში.

დანართი 1 – ლოგიკური ჩარჩო

ხედვა, მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები

ხედვა

„საქართველო ისწრაფვის გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა“

მიზნები

1

ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება  და აღსრულება

2

ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

3

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა 

4

ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა

5

ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა

6

ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

7

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

8

ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

9

საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება 

 

     

 

მიზანი: 1

ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შემუშავება, განხორციელება  და აღსრულება

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 1.1

ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი  სამართლებრივი აქტების მიღება და განხორციელება

2020

ეროვნული კანონმდებლობა შესაბამისობაშია ევროკავშირის  დირექტივებთან/რეგულაციებთან ასოცირების ხელშეკრულების ვადების გათვალისწინებით (შესაბამისობის ცხრილები)

ამოცანა 1.2

საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში სრული ასახვა და განხორციელება

2020

კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში

ამოცანა 1.3

ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება

2025

ინსპექტირებული ობიექტების რაოდენობა

კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი კომპანიების რაოდენობის ზრდა

ნარჩენების უკანონო განთავსების მინიმუმამდე დაყვანა

         

 

 

ამოცანა 1.1

ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად აუცილებელი  სამართლებრივი აქტების მიღება და განხორციელება

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

1.1.1

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხ. 49,2) :

დადგენილება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ

2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (გბრდს)

მიმდინარე პროექტი

USAID

1.1.2

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხ. 49,2) :

დადგენილება ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ

დადგენილება სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ

2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (გბრდს)

მიმდინარე პროექტი

 

ევროკავშირი

1.1.3

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხლი 49,3):

დადგენილება ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ

2016

გბრდს

 

40 000 ევრო

დონორთა დახმარება

1.1.4

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხლი 49,4):

დადგენილებები სხვადასხვა სახის სპეციფიკური ნარჩენების შესახებ

2017-2018

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

70 000 ევრო (საშუალოდ ერთ სახის ნარჩენის ნაკადზე)

დონორთა დახმარება

1.1.5

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხლი 49,5):

ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განმსაზღვრელი კანონქვემდებარე აქტი

2016

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

მიმდინარე პროექტი

ევროკაშირი

1.1.6

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხლი 49,6):

კანონქვემდებარე აქტი სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ

2016-2017

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

გბრდს

 

 

65 000 ევრო

დონორთა დახმარება

1.1.7

კანონქვემდებარე აქტების შემუშავება და მიღება (კოდექსი, მუხლი 49,7):

კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ

2016-2017

გბრდს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

65 000

დონორთა დახმარება

1.1.8

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ ახალი კანონის პროექტის შემუშავება  და მიღება

2016

გბრდს

ფინანსთა სამინისტრო

მიმდინარე პროექტი

ევროკავშირი

1.1.9

კანონი სამთო გადამუშავების ნარჩენების მართვის შესახებ

2016-2017

გბრდს

 

 

90 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 1.2

საერთაშორისო კონვენციების ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში სრული ასახვა და განხორციელება

1.2.1

სტოკჰოლმის კონვენციის ვალდებულებათა შესრულების მიზნით ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლება და განხორციელება

2016-2017

გბრდს

მიმდინარე პროექტი

GEF/UNEP

1.2.2

საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებაში და სათანადო სამართლებრივი წინადადებების შემუშავება

2018

გბრდს

40 000 ევრო

დონორთა დახმარება

1.2.3

მინამატას კონვენციის რატიფიკაციის მიზნით ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასება და კომპეტენტური ორგანოების ჩართულობის უზრუნველყოფა

2016-2017

საქართველოს მთავრობა

მიმდინარე პროექტი

GEF/UNDP

ამოცანა 1.3

ნარჩენების მართვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება

1.3.1

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ადგილებში დაბინძურების ე.წ. ცხელი წერტილების განსაზღვრა და ინსპექტირების გეგმების შემუშავება და განხორციელება

2016-2018

გბრდს

მუნიციპალიტეტები

შსს

200 000 ევრო

 

დონორთა დახმარება (გეგმების შემუშავება)

სახელმწიფო ბიუჯეტი (განხორციელება)

1.3.2

დაცული ტერიტორიების ნარჩენების მართვის გეგმების სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება

2016

გბრდს

20 000 ევრო

დონორთა დახმარება

1.3.3

დაცული ტერიტორიებისათვის ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება

2017-2018

გბრდს

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

                 

 

მიზანი: 2

ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 2.1

ყველა მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების მართვის პირველი ხუთწლიანი  გეგმების შემუშავება და დამტკიცება

2017 

დამტკიცებული გეგმების რაოდენობა

ამოცანა 2.2

კომპანიების ნარჩენების მართვის   გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმება

2016 

შეთანხმებული გეგმების რაოდენობა

         

 

 

ამოცანა 2.1

ყველა მუნიციპალიტეტისთვის ნარჩენების

მართვის პირველი ხუთწლიანი  გეგმების შემუშავება და დამტკიცება

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

2.1.1

მუნიციპალური  ნარჩენების მართვის გეგმების   მომზადება კახეთის რეგიონისა და აჭარის ა/რ-ის მუნიციპალიტეტებისათვის

2016-2017

გბრდს

მუნიციპალიტეტი

მიმდინარე პროექტი

USAID

 

2.1.2

მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება (გარდა კახეთისა და აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებისა)

2016-2017

მუნიციპალიტეტები

 საშუალოდ 10 000 ევრო/მუნიციპალიტეტზე

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დონორთა დახმარება

ამოცანა 2.2

კომპანიების ნარჩენების მართვის გეგმების შემუშავება და სამინისტროსთან შეთანხმება

2.2.1

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების სახელმძღვანელოს (მოიცავს პროცედურას) შემუშავება

2016

გბრდს

50 000 ევრო

დონორთა დახმარება

               

 

მიზანი 3

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა 

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 3.1

კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა ნარჩენების მართვის სექტორში

2020

პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი

ამოცანა 3.2

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება

2020

შემუშავებული და დანერგილი რეგისტრაციის/სერტიფიცირების სისტემა

დარეგისტრირებული/სერტიფიცირებული ოპერატორების რაოდენობა   

ამოცანა 3.3

ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა:

 

2020

2025

2030

მუნიციპალური ნარჩენები

90%

100%

100%

სახიფათო ნარჩენები

50%

75%

100%

 

 

 

იხ.ცხრილი

 

უკანონო განთავსების არარსებობა;

ნარჩენების ზრდის პროცენტული მაჩვენებელი

ამოცანა 3.4

სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება

2025

სახიფათო ნარჩენები გროვდება და არ ერევა არასახიფათო ნარჩენებს

ამოცანა 3.5

ეროვნული ინიციატივების განხორციელება სპეციფიკური ნარჩენების ნაკადების მართვისთვის

2025

შემუშავებულია სამოქმედო გეგმები და ინვენტარიზაციის ანგარიშები

 

         

 

 

ამოცანა 3.1

კერძო და საჯარო სექტორების

თანამშრომლობის ფორმების განსაზღვრა ნარჩენების

მართვის სექტორში

 

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

3.1.1

ნარჩენების მართვის სფეროში კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება

2017-2018

გბრდს

70 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.1.2

კერძო სექტორისა და მუნიციპალიტეტებისთვის წამახალისებელი ზომების შემუშავება პრევენციის, ხელახალი გამოყენების, რეციკლირების და აღდგენის ხელშეწყობის მიზნით

2017-2019

გბრდს

 

ფინანსთა სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 3.2

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების მიერ  კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება 

3.2.1

ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ოპერატორების რეგისტრაციის სისტემის შექმნა და ტექნიკური უზრუნველყოფა

2016-2017

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.2.2

მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენებთან დაკავშირებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების/ტექნიკური დოკუმენტაციის/სამუშაოთა აღწერილობის მომზადების სახელმძღვანელოს შემუშავება

2018-2020

გბრდს

მუნიციპალიტეტი

75 000 ევრო

 

დონორთა დახმარება

ამოცანა 3.3

ნარჩენების შეგროვების მინიმალური ეროვნული მაჩვენებლების მიღწევა:

მუნიციპალური ნარჩენები – 90%

სახიფათო ნარჩენები – 50%

3.3.1

მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შეფასება და საჭიროებების განსაზღვრა (შეგროვების მომსახურების სრული მიწოდების გათვალისწინებით)

2016-2017

გბრდს

 

მუნიციპალიტეტები

 500 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.3.2

მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და ტრანსპორტირების გაუმჯობესების მიზნით სტანდარტიზირებული კონტეინერებისა და  სატრანსპორტო საშუალებებით  უზრუნველყოფა

2016-2019

მუნიციპალიტეტები

15 000 000 ევრო

 

 

9 059 285 ევრო

 

 

1 138 182 ევრო

 

 

 

EBRD

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტი

 

აჭარის ა/რ მთავრობა

 

 

3.3.3

საპილოტე პროექტის განხორციელება მაღალმთიანი რეგიონის მუნიციპალიტეტ(ებ)ისთვის ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნის მიზნით

2017-2018

გბრდს

მუნიციპალიტეტები

300 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.3.4

სახიფათო ნარჩენების დროებითი განთავსების ობიექტების მოწყობის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და საჭიროებების განსაზღვრა

2017-2018

გბრდს

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.3.5

სახიფათო ნარჩენების შეგროვების სისტემის მოდელის შექმნა და დანერგვის ხელშეწყობა

2018-2019

გბრდს

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 3.4

სახიფათო ნარჩენების მართვის ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება

3.4.1

ქვეყნის სახიფათო ნარჩენების მართვის სისტემის მიზანშეწონილობის ანალიზის ჩატარება

2016-2017

გბრდს

 

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.4.2

ქვეყნის მასშტაბით სახიფათო ნარჩენების მართვის   სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა

2017-2020

გბრდს

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 3.5

ეროვნული ინიციატივების განხორციელება სპეციფიკური  ნარჩენების ნაკადების მართვისთვის

3.5.1

მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციფიკური ნარჩენების ინვენტარიზაციის ჩატარება

2017-2018

გბრდს

250 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.2

სამედიცინო ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება

2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.3

ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება

2017

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.4

გამოყენებული საბურავების შეგროვებისა და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება

2018

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.5

ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება

2017-2018

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.6

აზბესტის ნარჩენების შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება

2017

გბრდს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.7

ჩამდინარე წყლების გამწმენდი ობიექტების და სეპტიკური რეზერვუარების ლექის შესახებ სამოქმედო გეგმის შემუშავება

2018

გბრდს

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.8

დაბინძურებული ადგილების (ისტორიული, მათ შორის სამთო-მოპოვებითი მრეწველობით დაბინძურებული ადგილები,)  ინვენტარიზაცია და სამოქმედო გეგმის შემუშავება

2017-2018

გბრდს

300 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.9

ცანაში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო განთავსება

2017-2019

გბრდს

 

2.4 მილიონი ევრო

სახელმწიფო ბიუჯეტი

დონორთა დახმარება

3.5.10

ინერტული ნარჩენების (მათ შორის, სამშენებლო ნარჩენების) მართვის სამოქმედო გეგმის მომზადება

2017-2018

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

3.5.11

ნარჩენების სპეციფიკური ნაკადების შემცირების მიზნით პროდუქტთან დაკავშირებით გადასახდელებისა და სუბსიდიების დადგენის და შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობების შეფასება და მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაბამისი ეკონომიკური ინსტრუმენტების დანერგვა

2017-2020

გბრდს

 

ფინანსთა სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

                     

 

მიზანი 4

ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობისა და

გარემოსათვის უსაფრთხო განთავსების უზრუნველყოფა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 4.1

ახალი თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;   არსებული ნაგავსაყრელების გაუმჯობესება/ოპერირება გარდამავალ პერიოდში, ზოგიერთი კატეგორიის ნარჩენებისათვის (აზბესტის ნარჩენები, არასახიფათო ცხოველური ნარჩენები და სხვა), საჭიროების შემთხვევაში, ცალკე უჯრედების მოწყობის გათვალისწინებით

2025

მოწყობილი ნაგავსაყრელებისა

და გადამტვირთავი სადგურების

რაოდენობა

ამოცანა 4.2

არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ნაგავსაყრელების  დახურვა

2023

დახურული ნაგავსაყრელების რაოდენობა

ამოცანა 4.3

სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია

 

2020

 

დახურული სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა

ამოცანა 4.4

ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება

2025

ბიოდეგრადირებადი ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი 

 

ამოცანა 4.1

ახალი თანამედროვე რეგიონული ნაგავსაყრელების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად;  არსებული ნაგავსაყრელების გაუმჯობესება/ოპერირება გარდამავალ პერიოდში, ზოგიერთი კატეგორიის ნარჩენებისათვის (აზბესტის ნარჩენები, არასახიფათო ცხოველური ნარჩენები და სხვა), საჭიროების შემთხვევაში, ცალკე უჯრედების მოწყობის გათვალისწინებით

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

4.1.1

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების  ნაგავსაყრელისა და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა ხუთი მუნიციპალიტეტისათვის (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი) და მუნიციპალიტეტების აღჭურვა სპეც-ტექნიკითა და შესაბამისი ინვენტარით

2017-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

მუნიციპალიტეტები

11.5   მლნ ევრო

EBRD

4.1.2

ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შეფასება კახეთის რეგიონში  ახალი ნაგავსაყრელის და გადამტვირთავი სისტემის მოწყობის მიზნით  

 

2016-2017

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

800 000 ევრო

 

 

 

 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან

4.1.3

ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შეფასება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  ახალი ნაგავსაყრელის და გადამტვირთავი სისტემის მოწყობის მიზნით  

2016-2017

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.1.4

ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის და გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა კახეთის რეგიონში

2017-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

38 მლნ ევრო

 

 

 

 

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან

4.1.5

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

2017-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.1.6

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქ.ქუთაისში და გადამტვირთავი სადგურების მოწყობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონებისთვის და ქუთაისის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა

2016-2019

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

26 მლნ ევრო

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან

4.1.7

ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შეფასება სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონებში  ახალი ნაგავსაყრელების და გადამტვირთავი სადგურების მოწყობის მიზნით  

2017-2018

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფინანსო ინსტიტუტებთან

4.1.8

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში

2018-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.1.9

ტექნიკურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი შეფასება შიდა ქართლის რეგიონში  ახალი ნაგავსაყრელის და გადამტვირთი სისტემის მოწყობის მიზნით  

2017-2018

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.1.10

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა შიდა ქართლის რეგიონში

2018-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.1.11

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის

2016

აჭარის ა/რ მთავრობა

4.5 მლნ ლარი

 

 7 მლნ.ევრო

 

აჭარის ა/რ მთავრობა

 

EBRD

 

4.1.12

თბილისის ნაგავსაყრელზე  ბიოგაზის შეგროვების/გადამუშავების სისტემისა და ბიოქიმიური და სხვა სახის სახიფათო  ნარჩენების  დროებითი შენახვის სათავსოს მოწყობა

2016-2018

თბილისის მერია

8.6 მლნ ლარი

 

ამოცანა 4.2

არსებული ოფიციალური, მაგრამ უნებართვო ნაგავსაყრელების  დახურვა

4.2.1

არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისობაში მოყვანის გეგმების შედგენისა  და  დახურვის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება

2016

გბრდს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

 

75 000 ევრო

დონორთა დახმარება

4.2.2

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მოქმედი ნაგავსაყრელების (სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა, საჩხერე, ონი, ამბროლაური, ცაგერი) ეტაპობრივი დახურვა

2016-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ხარჯების და დაფინანსების წყაროს განსაზღვრა მოხდება დაპროექტების შემდეგ

4.2.3

ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ნაგავსაყრელების (მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, მანგლისი, თეთრიწყარო) ეტაპობრივი დახურვა

2016-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.2.4

კახეთის რეგიონში მოქმედი ნაგავსაყრელების (თელავი, საგარეჯო, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, წნორი, გურჯაანი) ეტაპობრივი დახურვა

2016-2020

 

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.2.5

ზუგდიდის, ფოთის და  მარტვილის მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა

2016-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.2.6

გურიის რეგიონის ნაგავსაყრელების (ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი) ეტაპობრივი დახურვა

2016-2020

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4.2.7

ქ. ბათუმის და ქ. ქობულეთის არსებული ნაგავსაყრელების დახურვა

2017

აჭარის ა/რ მთავრობა

1.47 მლნ  ევრო

EBRD

SIDA

 

ამოცანა 4.3

სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია

4.3.1

 არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია, რისკების შეფასება და დახურვის გეგმის მომზადება

2016-2017

მუნიციპალიტეტები

 

გბრდს

500 000 ევრო

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი

დონორთა დახმარება

4.3.2

სტიქიური ნაგავსაყრელების უსაფრთხო დახურვის შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება

2016

გბრდს

50 000 ევრო

დონორთა დახმარება

4.3.3

სტიქიური ნაგავსაყრელების დახურვა/რემედიაცია გეგმის მიხედვით

2017-2020

მუნიციპალიტეტები

დადგინდება შესაბამისი კვლევების საფუძველზე

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი/ დონორთა დახმარება

ამოცანა 4.4

ნაგავსაყრელებზე მუნიციპალური  ბიოდეგრადირებადი ნარჩენების განთავსების შემცირება

4.4.1

ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება

 

2018-2019

გბრდს

100 000 ევრო

 

დონორთა დახმარება

4.4.2

მუნიციპალური ბიოდეგრადირებადი ნარჩენების  კომპოსტირების ხელშემწყობი კამპანიის ჩატარება და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურიდან მოშორებულ ტერიტორიებზე საპილოტე პროექტის განხორციელება

2018-2020

გბრდს

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

4.4.3

ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვის საპილოტე პროექტის განხორციელება ღვინის მწარმოებლებისათვის  

 2018-2020

გბრდს

 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

 

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

4.4.4

ბიოდეგრადირებადი სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების კომპოსტირების  საპილოტე პროექტის განხორციელება

2017-2019

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 

გბრდს

 

250 000 ევრო

დონორთა დახმარება

4.4.5

ბაღებისა და პარკების კომპოსტირებადი  ნარჩენების კომპოსტირების საპილოტე პროექტის განხორციელება

 

2018-2020

მუნიციპალიტეტები

გბრდს

250 000

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

დონორთა დახმარება

                     

 

მიზანი 5

ნარჩენების პრევენცია, ხელახალი გამოყენება, რეციკლირება ან/და აღდგენა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 5.1

ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება

2025

მუნიციპალიტეტების რაოდენობა, სადაც დანერგილია სეპარირებული შეგროვების სისტემა

ამოცანა 5.2

ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის  რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:

 

 

2020 წლისთვის

2025 წლისთვის

2030 წლისთვის

ქაღალდი

30%

50 %

80%

მინა

20%

50%

80%

მეტალი

70%

80%

90%

პლასტიკი

30%

50%

80%

 

იხ.ცხრილი

რეციკლირებული ნარჩენების პროცენტული მაჩვენებლები

ამოცანა 5.3

 

კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება  2020 წლისთვის

2020

 კომპანიების მიერ  ნარჩენების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

ამოცანა 5.4

ენერგიის აღდგენა იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება არ მომხდარა

2025

ენერგიის აღდგენის მიზნით გამოყენებული ნარჩენის რაოდენობა

ამოცანა 5.5

ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის  ობიექტების მოწყობა

2025

შესაბამისი ობიექტების რაოდენობა

         

 

 

ამოცანა 5.1

ქაღალდის, მინის, მეტალისა და პლასტიკის წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების სისტემის ჩამოყალიბება

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

5.1.1

ქ.თბილისსა და სხვა წინასწარ შერჩეულ ქალაქებში მინის, ქაღალდის, პლასტიკის და „სხვა ნარჩენის“ წყაროსთან სეპარირების პრაქტიკის დანერგვის მიზნით პილოტური პროექტების ორგანიზება და განხორციელება

2017-2020

გბრდს

ქ.თბილისის მერია

სხვა შესაბამისი მუნიციპალიტეტები

2.5 მლნ ევრო

 

მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი

დონორთა დახმარება

5.1.2

ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარირების წახალისების ზომების შემუშავება

2018-2020

გბრდს

 

ფინანსთა სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 5.2

ქაღალდის, პლასტიკის, მინისა და მეტალის  რეციკლირების შემდეგი მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა:  

30% ქაღალდის რეციკლირება

20% მინის რეციკლირება

70% მეტალის რეციკლირება

30% პლასტიკის რეციკლირება

5.2.1

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების მიერ ბოთლებისა და ქილების დაბრუნების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა

2017-2020

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

ფინანსთა სამინისტრო

250 000 ევრო

კერძო კომპანიები

დონორთა დახმარება

5.2.2

ჟურნალ-გაზეთების შეგროვების სისტემის შექმნა და გადამამუშავებელი ობიექტების შესაძლებლობების გაძლიერება

2017-2020

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 5.3

კომპანიების მიერ ნარჩენების პრევენციის ხელშეწყობა და კომპანიების მიერ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება 

5.3.1

ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება

2018-2020

გბრდს

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

5.3.2

კერძო სექტორთან მოლაპარაკებების გამართვა და ნებაყოფლობითი შეთანხმებები ნარჩენების პრევენციის მიზნით

2017-2018

გბრდს

კერძო სექტორი

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

5.3.3

ნარჩენების პრევენციისა და მინიმიზაციის მიზნით  ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელება კერძო სექტორისთვის

2017-2020

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

კერძო სექტორი

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 5.4

ენერგიის აღდგენა იმ ნარჩენებიდან, რომელთა ხელახალი გამოყენება ან რეციკლირება არ მომხდარა

5.4.1

წინასწარი შეფასების  ჩატარება და პილოტ პროექტის განხორციელების ხელშეწყობა ინსინერაციის საწარმოს მიერ ენერგიის აღდგენის მიზნით

2019

გბრდს

250 000 ევრო

 

დონორთა დახმარება

ამოცანა 5.5

ნარჩენების რეციკლირებისა და ენერგიის აღდგენის ობიექტების მოწყობა

5.5.1

ფინანსური ხელშეწყობის სქემის შემუშავება ნარჩენების რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით

2017-2020

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

ფინანსთა სამინისტრო

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

               

 

მიზანი 6

ნარჩენების მართვის ხარჯების სრული ამოღება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 6.1

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და ეტაპობრივი განხორციელება

2020 -2030

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

ამოცანა 6.2

კერძო სექტორიდან ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და განხორციელება

2020- 2025

სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შემცირების პროცენტული მაჩვენებელი

         

 

 

ამოცანა 6.1

მუნიციპალიტეტებში მოსახლეობიდან ნარჩენების მართვის ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და ეტაპობრივი განხორციელება

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

6.1.1

მუნიციპალიტეტების  სატარიფო სისტემის მეთოდოლოგიის შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა მუნიციპალიტეტებში

2016-2020

გბრდს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო

მუნიციპალიტეტები

 

მიმდინარე პროექტი

 

 

USAID

 

მუნიციპალური ბიუჯეტი

6.1.2

მუნიციპალიტეტების მიერ ნარჩენების მოსაკრებლის შეგროვების ეფექტიანი  სისტემის მოდელის შემუშავება

2018-2020

მუნიციპალიტეტები

 

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

6.1.3

ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მიღების  (ჭიშკრის) მოსაკრებლის განსაზღვრა და შემოღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, რაც სრულად დაფარავს ნაგავსაყრელის მოწყობასა და ოპერირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს

2018-2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

გბრდს

ფინანსთა სამინისტრო

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მუნიციპალიტეტები

-

დონორთა დახმარება

ამოცანა 6.2

კერძო სექტორიდან  ხარჯების სრულად ამოღების სისტემის შემუშავება და განხორციელება

6.2.1

კომპანიებისათვის არსებული სატარიფო სისტემის გადახედვა და შეცვლა, მუნიციპალური ნარჩენების მართვის ყველა ხარჯის დაფარვის მიზნით

2018-2020

მუნიციპალიტეტები

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

                 

 

მიზანი 7

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ხელშეწყობა და დანერგვა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 7.1

 

ვალდებულებების განსაზღვრა მწარმოებლებისთვის

 

2019

შემუშავებული კანონმდებლობა

ამოცანა 7.2

მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა სხვადასხვა  სპეციფიკური  ნარჩენების მართვისათვის:

 

2020

2025

2030

ბატარეები

20%

50%

80%

ზეთები

50%

75%

 90%

შესაფუთი მასალები

40%

75%

 90%

ნეემ

20%

50%

80%

საბურავები

50%

70%

 90%

აკუმულატორები

60%

80%

 90%

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები

20%

50%

80%

 

იხ. ცხრილი

 პროცენტული მაჩვენებელი თითოეული ნაკადის მიხედვით

ამოცანა 7.3

მგვ წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა

2020

სპეციფიკური ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების ზრდა

         

 

 

ამოცანა 7.1

ვალდებულებების განსაზღვრა მწარმოებლებისთვის

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

7.1.1

მგვ-ს დანერგვის მიზნით წინასწარი შეფასებების ჩატარება და ანალიზი ნარჩენების თითოეული ნაკადისთვის

 

2017-2018

გბრდს/ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

250 000 ევრო

დონორთა დახმარება

7.1.2

ინდივიდუალური ან კოლექტიური შეგროვების სისტემის ნებაყოფლობითი პილოტირება, შემდეგი ნაკადებისთვის:

ბატარეები

შეფუთვის ნარჩენები

2017-2018

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

100 000 ევრო

კერძო კომპანიები

დონორთა დაფინანსება

ამოცანა 7.2

მინიმალური მაჩვენებლების მიღწევა სხვადასხვა სპეციფიკური ნარჩენების მართვისათვის:

ბატარეები - 20%

ზეთები- 50%

შესაფუთი მასალები - 40%

ნეემ -20%

საბურავები - 50%

აკუმულატორები - 60%

ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები - 20%

7.2.1

წინასწარ შერჩეულ მსხვილ მწარმოებლებთან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თაობაზე  შეთანხმებების დადება და მწარმოებლების გაერთიანებების ჩამოყალიბება

2017-2019

გბრდს

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 100 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 7.3

მგვ წამახალისებელი მექანიზმების დანერგვა

7.3.1

მგვ სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება

2017-2018

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

7.3.2

მგვ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური მექანიზმების შესწავლა, შემუშავება და დანერგვა

2018-2020

გბრდს

 

ფინანსთა სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

7.3.3

მგვ დანერგვის და ეფექტურად განხორციელების მიზნით კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე შესაბამისი გადასახადის  განსაზღვრა

2018-2020

 

ფინანსთა სამინისტრო

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

გბრდს

 

კერძო სექტორი

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

                       

 

მიზანი 8

ნარჩენების შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 8.1

ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა) შემუშავება და დანერგვა

2016

მოქმედი ელექტრონული სისტემა

ამოცანა 8.2

ნარჩენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა

2020

მოქმედი სისტემა და განახლებადი მონაცემთა ბაზა

         

 

 

ამოცანა 8.1

ნარჩენების შესახებ მონაცემთა მართვის სისტემის (მონაცემების შეგროვება, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა) შემუშავება და დანერგვა

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

8.1.1

მონაცემების შეგროვების სისტემის შემუშავება, რაც მოიცავს მონაცემებისადმი სპეციფიკურ მოთხოვნებს, სტანდარტულ ფორმებს და ანგარიშგების განსაზღვრულ ვადებს

2016

გბრდს

100 000 ევრო

50 000 ევრო

დონორთა დახმარება

სახელმწიფო ბიუჯეტი

8.1.2

მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება, რაც მოიცავს მონაცემთა ფორმატირებას და მონაცემთა ანალიზს

2016-2017

გბრდს

100 000 ევრო

 

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

 

სახელმწიფო ბიუჯეტი

8.1.3

ნარჩენების შესახებ მონაცემთა შეგროვებისა და ანგარიშგების სახელმძღვანელოს შემუშავება

2016-2017

გბრდს

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 8.2

ნარჩენების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი საინფორმაციო სისტემის შემუშავება და დანერგვა

8.2.1

ნარჩენების მონაცემებზე საჯარო ხელმისაწვდომობის სისტემის შემუშავება

2017-2020

გბრდს

50 000 ევრო

დონორთა დახმარება

               

 

მიზანი 9

საჯარო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერება ეროვნულ და ადგილობრივ  დონეებზე; ასევე, კერძო კომპანიების შესაძლებლობათა გაძლიერების ხელშეწყობა  და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

 

ამოცანები

ვადა

ინდიკატორი

ამოცანა 9.1

გბრდს-ს და სხვა ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობათა გაუმჯობესება 

2020

კვალიფიციური პერსონალის არსებობა და ხელმისაწვდომი ფისკალური საშუალებები

ამოცანა 9.2

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესება

2020

კვალიფიციური პერსონალის არსებობა და ხელმისაწვდომი ფისკალური საშუალებები

ამოცანა 9.3

კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაუმჯობესება

2020

კერძო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან მგვ-ის პროცესში და რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს

ამოცანა 9.4

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე 

2030

ჩატარებული კამპანიების რაოდენობა

         

 

 

ამოცანა 9.1

გბრდს-ს და სხვა ცენტრალური სტრუქტურების შესაძლებლობათა გაუმჯობესება

ღონისძიებები

განხორციელების პერიოდი

პასუხისმგებელი ორგანო

ხარჯები

დაფინანსების წყარო

9.1.1

ნარჩენებთან დაკავშირებით, გბრდს და მისი დაქვემდებარებული უწყებების, ასევე სხვა სამინისტროების საჭიროებათა ანალიზი და შესაძლებლობათა გაძლიერების გეგმის შემუშავება

2016

გბრდს

სხვები

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.1.2

ნარჩენებთან დაკავშირებით, გბრდს და მისი დაქვემდებარებული უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება

2016-2020

გბრდს

 

300 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.1.3

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება

2016-2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.1.4

სოფლის მეურნეობსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაძლებლობათა გაძლიერების  ღონისძიებების განხორციელება

2017-2019

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

შრომის, ჯანმრთელობისა და ოციალური დაცვის სამინისტრო

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.1.5

ბაზელის კონვენციის მოთხოვნების სრული იმპლემენტაციის მიზნით  ნარჩენების ტრანსასაზღვრო გადაზიდვებში  ჩართული კომპეტენტური ორგანოების შესაძლებლობათა გაძლიერება

2016-2017

გბრდს

ფინანსთა სამინისტრო

100 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 9.2

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაუმჯობესება

9.2.1

მუნიციპალიტეტების შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით საჭიროებათა ანალიზის ჩატარება და განვითარების გეგმის შემუშავება/განხორციელება

2016-2020

მუნიციპალიტეტი

 

გბრდს

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.2.2

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების  შემუშავება/განხორციელებაში შესაძლებლობების გაძლიერება

2016-2020

გბრდს

მუნიციპალიტეტები

250 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.2.3

მუნიციპალიტეტთაშორისი ორგანიზაციის ჩამოყალიბება/ ხელშეწყობა

2018-2020

მუნიციპალიტეტი

 

გბრდს

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

ამოცანა 9.3

კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაუმჯობესება

9.3.1

კერძო სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით საჭიროებათა ანალიზის ჩატარება და განვითარების გეგმის შემუშავება/განხორციელების ხელშეწყობა

2018-2020

გბრდს

200 000 ევრო

დონორთა დახმარება

კერძო სექტორი

9.3.2

ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელის პილოტირება შერჩეულ კომპანიებში და მისი გავრცელების ხელშეწყობა სხვა კომპანიებში

2018-2020

გბრდს

250 000 ევრო

დონორთა დახმარება

 

9.3.3

მგვ და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თაობაზე ცნობიერების ამაღლება

2017-2020

გბრდს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

150 000 ევრო

დონორთა დახმარება

9.3.4

კერძო კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება გარემოსდაცვითი მმართველების რეგულარული ტრენინგების გზით

2016-2020

გბრდს

 

 -

კერძო სექტორი

ამოცანა 9.4

საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე

9.4.1

ნარჩენების მართვის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამების შემუშავება  და განხორციელება

 

2016-2020

გბრდს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

500 000 ევრო

დონორთა დახმარება