„ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.023625
414
09/08/2022
ვებგვერდი, 09/08/2022
360160000.10.003.023625
„ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №414

2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/04/2016, 360160000.10.003.019225) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და  ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა)  „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგია“ (დანართი №1);

ბ)  „ნარჩენების მართვის 2022 – 2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ (დანართი №2).

2.   „საქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა“ და „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

3.   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს სამ წელიწადში ერთხელ „ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ განხორციელების ანგარიშის წარდგენა  საქართველოს მთავრობისათვის.“.

3. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №160 დადგენილებით დამტკიცებულისაქართველოს ნარჩენების მართვის 2016 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიადა „2016 – 2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმაჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი