დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/04/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016634 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/04/2016 - 03/05/2016)
|
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016310, 10/04/2014) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„2. პაციენტის
დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარი ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირდება სამედიცინო პროგრამაში. მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში მორიგე ექიმი შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციას წერილობით წარუდგენს შესაბამისი დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის
დირექტორს.“;
ბ) მე-5
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„5. შუამდგომლობის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ეგზავნება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს და დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის
მთავარ
ექიმს.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
სამედიცინო დეპარტამენტი რიგითობას განსაზღვრავს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, სამედიცინო ჩვენების, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესაბამისად
დ) მე-9
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„9. პაციენტის
არაგეგმურ
გაყვანა/გადაყვანაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესი. ამ შემთხვევაში გამოიყენება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლით
დადგენილი
წესი.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. პაციენტის გაყვანა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით
1. პაციენტი შესაძლებელია, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, გაყვანილ იქნეს დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით, პაციენტი შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად. პაციენტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების მთავარი ექიმის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.“.
3. მე-6
მუხლის
მე
-4
პუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„4. საჭიროების
შემთხვევებში, საერთო პროფილის საავადმყოფოდან დაწესებულებიდან გაყვანილი პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის
შუამდგომლობის
საფუძველზე.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები