დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის N55-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის N40 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.038.016656 |
|
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №40 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საერთო პროფილის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №40 ბრძანებაში (სსმ, 100110000.22.038.016634, 19/04/2016) შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. პაციენტის დაწესებულებიდან/სამკურნალო დაწესებულებიდან/ცენტრიდან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარი ექიმის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც რეგისტრირდება სამედიცინო პროგრამაში. დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარი ექიმი ან მისი არყოფნის შემთხვევაში ექიმი შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციას წერილობით წარუდგენს შესაბამისი დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის დირექტორს. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ პაციენტს ესაჭიროება გეგმური სამედიცინო მომსახურება, სამედიცინო პროგრამაში ენიჭება რიგითი ნომერი და მისი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ რეკომენდაცია, გადაყვანამდე არანაკლებ 24 საათით ადრე, ეგზავნება პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს და დაწესებულების/სამკურნალო დაწესებულების/ცენტრის მთავარ ექიმს.“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 9. პაციენტის გადაუდებელ გაყვანა/გადაყვანაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესი. ამ შემთხვევაში გამოიყენება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლით დადგენილი წესი.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. საჭიროების შემთხვევებში, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოდან დაწესებულებიდან გაყვანილი პაციენტი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები