დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/05 |
| დოკუმენტის მიმღები | ს.ს."გრაალი 92" |
| მიღების თარიღი | 23/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
სს „ გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 21 აპრილს, 17.00 საათზე, თბილისში, საბურთალოს ქ. 26 ბ. 2-ში მოწვეულია სს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „გრაალი 92-ის“ საკუთარი განთავსებული აქციების (სახაზინო აქციების) შესახებ.
2. საზოგადოების კაპიტალის და გამოშვებული აქციების ცვლილება.
3. წესდებაში ცვლილებების შეტანა.
4. სხვადასხვა (მათ შორის სს „გრაალი 92-ის“ ქონების განკარგვა).
სს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღია 2016 წლის 23 მარტი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილზე. რეგისტრაციის დაწყების დრო – 2016 წლის 21 აპრილი, 16.00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „გრაალი 92-ის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 2016 წლის 28 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი 42.
კრების ჩატარებამდე 10დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „გრაალი 92-ის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს გაერთიანებული რეგისტრატორი“, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74, ან სს „გრაალი 92-ის“ მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი 42.
გენერალური დირექტორი ზურაბ ლოლუა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები