დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016180 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/03/2016 - 25/12/2017)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
|
2.
დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ –
დანართი №2-ის შესაბამისად.
|
3.
დამტკიცდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმები“ - დანართი №3-ის შესაბამისად.
|
4.
დამტკიცდეს ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა“ –
დანართი №4-ის შესაბამისად.
|
5.
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები. |
1. ეს წესი არეგულირებს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახის განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის წესს.
2. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ეკომიგრანტ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი, განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი), რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, ჯდენადი გრუნტის, თოვლის ზვავის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. |
მუხლი 2.
დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცედურა |
1. დაზარალებულის მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისია (შემდგომში - კომისია).
2. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - გამგებლის) ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. 3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის თაობაზე, სოციალურ სახლს მუნიციპალიტეტი გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახების უზრუნველყოფის მიზნით. 4. დაზარალებულთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზება გულისხმობს დაზარალებულებს მიეცეთ საშუალება წარადგინოს შესაბამისი განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. 5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) მოახდენს დაზარალებულების ინფორმირებას განაცხადების მიღების ვადების შესახებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და გამგეობის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით. 6. კომისია ადგენს განაცხადების მიღებისა და განხილვის ვადებს. 7. გამგეობა ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება დაზარალებულის მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებს დაზარალებული. საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, დაზარალებულის მიერ ივსება ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“. 8. საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე შევსებულ განაცხადს უნდა ერთოდეს, მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ფოტომასალა, საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზიდან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი და სხვ.). იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, განაცხადი რჩება განუხილველი, რომლის მიზეზიც ეცნობება განმცხადებელს დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, საჭიროების შემთხვევაში, ასევე ეცნობება კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაწესებულებებს. 9. კომისია ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების დანართი №3 შესაბამისად და ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 10. კომისიის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: დაზარალებულის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი მონაცემების მოთხოვნას დაზარალებულებისაგან; ასევე, მოპოვებული და დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაზარალებულის მდგომარეობის (მისი ოჯახის მდგომარეობის) შეფასებას და ქულების მინიჭებას ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მეშვეობით. 11. მუნიციპალიტეტი არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან შესაბამისი ფინანსური დახმარება 10000 ლარზე ზევით. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დაზარალებული ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)ს საკუთრებაში აქვთ სხვა საცხოვრებელი სახლი, როცა ამ საცხოვრებელი სახლის მოცულობა რადიკალურად არ შეესაბამება ოჯახის წევრთა სულადობას. 12. შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი/უარყოფითი) ეცნობება დაზარალებულს წერილობით, რომელიც შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 13. იმ დაზარალებულებს შორის, რომელთა საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართის განაწილება განხორციელდება კომისიის მიერ დაზარალებული ოჯახის წევრთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, დაზარალებული (მისი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე) ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პირობით. |
მუხლი 3.
დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის კრიტერიუმები |
1. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება დაზარალებულთა საჭიროებების უპირატესობა. თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომელთა ჯამი კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტს განსაზღვრას. განაცხადის დაკმაყოფილების დროს უპირატესობა ენიჭება დაზარალებულს, რომელსაც კომისიის მიერ მინიჭებული აქვს პრიორიტეტულობის უფრო მაღალი კოეფიციენტი.
2. ამ დადგენილების მე-3 პუნქტით დამტკიცებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დაზარალებულებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება. 3. გამონაკლის შემთხვევაში, კრიტერიუმების პრიორიტეტულობის კოეფიციენტის სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დაზარალებულების განაცხადის დაკმაყოფილების რიგითობის დასადგენად ატარებს კენჭისყრას დაზარალებულის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. |
დანართი №2
|
საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადი
|
2. საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა: _____________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ 3. სოციალური მდგომარეობა: ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________ ______________________________________________________________________________
მე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ წარმოვადგენ ჩემი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს. ასევე ხელმოწერით ვადასტურებ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს უფლება საჭიროებისდამიხედვით გადაამოწმოს ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ზემოხსენებული წესის შესაბამისად. (შენიშვნა: მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას, მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).
განმცხადებლის ხელმოწერა: ___________________________________
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების
განსახლების კრიტერიუმები |
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთობლივად აკმაყოფილებს ამ დანართის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რამდენიმე კრიტერიუმს, მაშინ მას ქულა ენიჭება იმ კრიტერიუმით, რომელიც ითვალისწინებს უფრო მაღალ ქულას
|
დანართი №4
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზესტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმა
|
სოფელი ---------------, მოქ. ----------------------------- დაზარალებული ოჯახის მონაცემები
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---- ---- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---
შენიშვნა: მოცემული ფორმა ივსება ერთ ოჯახზე
კომისიის თავმჯდომარე: კომისიის მდივანი: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები