დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.133.016347 |
|
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მარტის №03 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/03/2016 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.133.016180) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.1. წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ. გააჩნიათ საკუთრებაში არსებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებული საცხოვრებელი ფართი არის არის ქორწინების შედეგად ოჯახში შემატებული წევრის თანასაკუთრებაში არსებული ქონება (ქორწინებამდე). ასევე ალტერნატიულ ფართად არ ჩაითვლება ექსპლუატაციაში არშესულ კორპუსში მდებარე უძრავი ქონება (სახლი ან ბინა), რომელიც არ არის დასრულებული და საცხოვრებლად ვარგისი. ასევე, აღნიშნული მშენებარე ობიექტის საერთო ბინების/სახლის 15%-ზე ნაკლები არის საცხოვრებლად დაკავებული. კომისია უფლებამოსილია შემადგენლობიდან გამოყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოახდენს იმ ბენეფიციარების მისამართზე გასვლას და შემოწმებას, რომლების მიმართაც საქმის განხილვის დროს კომისიის მიერ წამოეჭრება კითხვები საცხოვრებელი ფართის ვარგისიანობის შესახებ; ჯგუფის მიერ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება მოხდეს ფოტო/ვიდეო მასალის სახით.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები