საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021014
  • Word
452
15/03/2016
ვებგვერდი, 28/03/2016
000000000.00.003.021014
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №452 

2016 წლის 15 მარტი 

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უძრავი ქონების მომსახურებისათვის საჭირო ხარჯების დაფარვასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ

 იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განთავსებულია ა(ა)იპ − საქართველოს სოლიდარობის ფონდი, სსიპ − რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 2016 წლის განმავლობაში ნება დაერთოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, განახორციელოს უძრავი ქონების, მდებარე − ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7-ში, მომსახურებისათვის გაწეული დანახარჯების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებისა და უძრავი ქონების მომსახურებისათვის სხვა საჭირო ხარჯები) დაფარვა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი