დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 445 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/09/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 28, 07/10/2004 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2026 |
სარეგისტრაციო კოდი | 400.000.000.05.001.001.563 |
საქართველოს კანონი
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დებულებას „წყლითსარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
2. 83-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო.“;
ბ) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის ფუნქციაა წყალსარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება, რაც ფორმდება საუწყებათაშორისო საექ-სპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის სხდომების ოქმებით.
4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისია დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით.
5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ წყალმოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები.“;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის რეგლამენტები და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
10. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
3. 93-ე მუხლის „პ“, „ჟ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№445–IIს
დოკუმენტის კომენტარები