გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016281
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17
21/03/2016
ვებგვერდი, 23/03/2016
200140030.35.161.016281
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (23/03/2016 - 30/01/2017)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2016 წლის 21 მარტი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1). 

მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენის შესახებ“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5
წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნებისთანავე გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს.

 


გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი