დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 232 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 155, 21/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2009 - 18/01/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №232
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის 13 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს:
ა) ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა;
ბ) სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 21 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა
ფინანსურ ინსტიტუტებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (Pricewaterhouse-Coopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO Stoy Hayward);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);
ი) ტენონი (Tenon Group);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;
დ) შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები