დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №232 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 269 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 01/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №269
2010 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №232 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის №232 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, №155, III ნაწილი, მუხლი 1827) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა;“.
3. დადგენილებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტიტუტებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა–დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და გააჩნიათ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება:
ა) ფრაისვოთერჰაუსკუპერს (PricewaterhouseCoopers);
ბ) დელოიტი (Deloitte);
გ) ქეი-ფი-ემ-ჯი (KPMG);
დ) ერნსტ ენდ იანგი (Ernst & Young);
ე) გრანთ თორნთონ (Grant Thornton);
ვ) ბიდიო (BDO);
ზ) ბეიკერ ტილი (Baker Tilly);
თ) სმით ენდ ვილიამსონი (Smith & Williamson);
ი) ტენონი (Tenon Group);
კ) პი-ქეი-ეფ (PKF).“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები