მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016201
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
29/02/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
280120000.35.103.016201
მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2016 - 31/03/2016)

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 29 თებერვალი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №37 დადგენილების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მუნიციპალური სოციალური პროგრამები და დახმარების გაცემის  წესი.     
მუხლი 2
 ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამისა და გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის  №2 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი 1

 

მესტიის  მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან  მუნიციპალური

სოციალური პროგრამა  და  გაცემის  წესი


 ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მოსახლეობისათვის, აგრეთვე მესტიის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში (შემდგომში - გამგეობა) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

 

 თავი I

სოციალური პროგრამების ზოგადი მიმოხილვა

მუხლი 1. სოციალური დახმარების პროგრამები

1. მარჩენალდაკარგული ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა.

2. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დახმარების პროგრამა.

3. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) დახმარების პროგრამა.

4. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების დახმარების პროგრამა.

5. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების   „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად - საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)  დახმარების პროგრამა.

6. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე (სარიტუალო მომსახურებისთვის დახმარების გაწევა).

7. საკრებულოს და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში) დახმარების პროგრამა.

8.  ახალშობილებზე დახმარების პროგრამა.

9. მრავალშვილიან  (არასრულწლოვანი ხუთი შვილი და ზემოთ) ოჯახებზე დახმარების პროგრამა.

10.  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამა.

11. ონკოლოგიური ავადმყოფების, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული პირების დახმარების პროგრამა.

12. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა  ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსების პროგრამა.

13. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა.

14. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმური ენდოსკოპიური გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა.

15. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი  ბავშვებისთვის  ფარისებრი ჯირკვლის  პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების თანადაფინანსების პროგრამა.

16. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა.

მუხლი 2. პროგრამების მიზანი

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა.

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა.

4. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

5. აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება.

მუხლი 3. რესურსების წყარო

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი.

მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა

2016 წლის 1 თებერვლიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 5. მოსალოდნელი შედეგი

პროგრამაში მონაწილე მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა-გაუმჯობესება. მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.

 

თავი II

სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 6. მარჩენალდაკარგული ოჯახების  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა

1. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა ან მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

 ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) ბავშვის (ან ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან) ან მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწომბის ასლი.

ე) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში  დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) შემთხვევაში მეურვემ/მშობელმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის (ან ბავშვების)  დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა      სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

 მუხლი 7. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების დახმარების პროგრამა.

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან;

დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

 ვ)  თემის რწმუნებულის ცნობა (ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ).

მუხლი 8. ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) დახმარების პროგრამა

უხუცესმა, რომელსაც შეუსრულდა 90  წელი, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საჭიროებისა შემთხვევაში ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 9. ომის მონაწილე ვეტერანების და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირების დახმარების პროგრამა

დახმარების მისაღებად მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ომის მონაწილე ვეტერანებმა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულმა პირებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 10. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების   „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად - საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)  დახმარების პროგრამა

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 11. ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანების  და იძულებით გადაადგულებული პირების დახმარების პროგრამა

1)  ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალებისას ვეტერანის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა     წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);

გ) გარდაცვლილი ვეტერანის ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2) მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული    პირის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახის წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);

გ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის  სტატუსის და გარდაცვალების  მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 12. საკრებულოს და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში)

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში დაბადების ან ქორწინების მოწმობის ასლი);

გ) გარდაცვლილი თანამშრომლის  გარდაცვალების მოწმობის ასლები;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 13. ახალშობილების დახმარების პროგრამა

1. ახალშობილის ოჯახმა, რომელიც რეგისტრირებულია მესტიის მუნიციპალიტეტში, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის  დაბადების მოწმობის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2. დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვების მამა იყოს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.

მუხლი 14. მრავალშვილიანი ოჯახების (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა

1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ოჯახმა, რომელსაც ჰყავს 5 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვების  დაბადების მოწმობის ასლები;

დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში);

ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

2. დახმარების მისაღებად აუცილებელია ბავშვების მამა იყოს მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული.

მუხლი 15. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის  (I ჯგუფი) მქონე პირების დახმარების პროგრამა

 ბენეფიციარმა, რომელიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (ან მისი ოჯახის წევრმა) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 16. ონკოლოგიური ავადმყოფების, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებული პირების დახმარების პროგრამა

1. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, ასევე ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა და ფსიქიკურად დაავადებულმა პირებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სპეციალისტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

მუხლი 17. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამა

1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა  ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება.

1. ბენეფიციარმა, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა;

დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ე) კალკულაცია;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა;

ზ) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);

თ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან.

2.  მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა.

1. ბენეფიციარმა, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ –  ფორმა№100;

დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ე) კალკულაცია.

3.  მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა.

1. ბენეფიციარმა, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

ე) კალკულაცია;

2. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი  ბავშვებისთვის  ფარისებრი ჯირკვლის  პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების თანადაფინანსების პროგრამა.

1. ბენეფიციარმა, გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ–ფორმა№100;

 დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი);

 ე) კალკულაცია;

5. პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და სხვა სახის დაზღვევით მოსარგებლე პირების იმ სამედიცინო მომსახურების წილის  დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, რაც არ ფინანსდება ან/და ნაწილობრივ ფინანსდება სჯდსპ-ით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ.

6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები.

7. სამედიცინო მომსახურების პროგრამით ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთხელ, ერთგვარ სამედიცინო მომსახურებაზე (მაგ: მაღალ ტექნოლოგიური  გამოკვლევა, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია და სხვა).

მუხლი 18. სტიქიით (მათ შორის, ხანძარი) დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამა

1. სტიქიის შედეგად (მათ შორის, ხანძარი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის  დაზარალებულმა მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ხანძრის შემთხვევაში - სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან  შესაბამისი აქტის (დედანი) სხვა სტიქიისას, შესაბამისი კომისიის აქტი;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია);

ე) განადგურებული საცხოვრებლის ფოტოსურათი;

ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.

ზ)  საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი

2. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან და შესაბამის ზარალის კატეგორიასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც ხელმძღვანელობს საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით

 

თავი III

სოციალური  დახმარების მიმღებთა კატეგორიები  და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები

მუხლი 19. სოციალური დახმარების ოდენობა

მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და რეგისტრირებული:

1.  მარჩენალდაკარგული ოჯახების  და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა

ა) მარჩენალდაკარგულ ოჯახზე – 100 (ასი)ლარი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე – 100 (ასი) ლარი.

2. სოციალურად დაუცველის ან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის  სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის-შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ბრონქული ასთმა, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკი, გულის მწვავე უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსორიაზი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი)  ერთჯერადი დახმარების პროგრამა – ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) ლარის,  არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ვეტერანთა და ხანდაზმულთა სოციალური დაცვა:

ა)  ხანდაზმულებზე (90 წელი და ზემოთ) – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ომის მონაწილე ვეტერანებსა და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ)  მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის სამშვიდობო მისიების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერს) აღსანიშნავად - საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)  დახმარების გაწევა-  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ) გარდაცვლილ, დევნილთა და ვეტერანთა ოჯახებზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) საკრებულოს და გამგეობის გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებზე (თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში) – 1500 ( ათას ხუთასი) ლარი.“.

4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა:

ა)ახალშობილებზე – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი ხუთი და მეტი შვილი, ერთჯერადი ფულადი დახმარება  – 150 (ას ორმოცდაათი) ლარი;

გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ( I ჯგუფი)  –100 ( ასი) ლარი;

დ) ონკოლოგიურ ავადმყოფებზე, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიკურად დაავადებულ პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს  არანაკლებ 100 (ასი) ლარის და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:

ე)  სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფოს) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. ანაზღაურდება მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს;

ვ) სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების (შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 100 %-ის ოდენობით  (სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევები არ ფინანსდება);

ზ) მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება  მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების  საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 70 % -ის ოდენობით,(C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით,( სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს);

თ) მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი  ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით) გამოკვლევების თანადაფინანსება,  (რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან - თირეოტროპული ჰორმონის (TSH),  პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO  გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ - ფაქტურების შესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

5. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება:

ა)  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა

დამდგარი ზიანის მიხედვით  განისაზღვროს  არანაკლებ - 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით:

I კატეგორია - სახლი მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არაუმეტეს  5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

II კატეგორია - სახლის ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ  - 2000 (ორი ათასი) ლარის,  არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობი;

III კატეგორია - სახლი ან დამხმარე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ  - 500 (ხუთასი) ლარის,  არაუმეტეს  2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს  არანაკლებ  - 500 (ხუთასი) ლარის,  არაუმეტეს  2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თავი IV

მუხლი 20. სოციალური დახმარების  თაობაზე შემოსული განცხადებების რეგისტრაციაზე,  სოციალური დახმარების  დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

1. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას  უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური.

2 გამგეობაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, მათ შესასწავლად და სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მოსამზადებლად სოციალური დაცვის სამსახურის მიერ ეგზავნება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს (შემდგომში საბჭო).

3. გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში - სამსახური) პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

მუხლი 21.  საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა

1. საბჭოს ქმნის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით–    ბრძანებით.

2. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და წევრები.

3. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს და უძღვება მის სხდომებს.

4. საბჭო მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს არანაკლებ თვეში ერთხელ.

5. საბჭოს თავმჯდომარე გამგებლის ბრძანებით შემოსულ განცხადებებს დოკუმენტაციის შემოწმების და სრულყოფილი დოკუმენტების საბჭოსთვის წარდგენის მიზნით გადაუნაწილებს საბჭოს (შესაბამისი სამსახურის შესაბამის სპეციალისტებს).

6. საჭიროების შემთხვევაში საბჭო აწარმოებს მონიტორინგს.

7. საბჭო საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.

მუხლი 22. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება

საბჭოს მიერ  საკითხის გადაწყვეტა ხდება ობიექტურად, ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე.

მუხლი 23. საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ  საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.

მუხლი 24. საბჭოს ოქმები და დასკვნები

1. საბჭოს ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. საბჭოს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. საბჭოს სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. საბჭოს სხდომის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სამსახური.

5. საბჭოს სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახური.

6. საბჭოს სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე  ყველა წევრი. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საბჭოს წევრის აზრი დაერთვება დასკვნას (ოქმს).

მუხლი 25. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების გაცემის საბჭო იხილავს მესტიის რაიონში რეგისტრირებულ, მოქალაქეთა, ოჯახთა განცხადებებს დახმარების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას, ხოლო მესტიის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებულ, მაგრამ მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობის საფუძველზე.

2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება  გამგებლის ბრძანებით, საბჭოს ოქმის (გადაწყვეტილების) და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

3. როდესაც ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს, მაგრამ მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე და საგანგებოა ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება გამგებლის ბრძანების საფუძველზე საბჭოსთან შეთანხმებით.

4. საბჭოს საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია.

 5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

 6. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან  30 კალენდარული დღის ოდენობით.

მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშებზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება  განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.

4. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.