,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.103.016204
8
31/03/2016
ვებგვერდი, 05/04/2016
280120000.35.103.016204
,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
 
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2016 წლის 31 მარტი

დაბა მესტია

,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2016   წლის 29 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.16201) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი №1-ის:
1. პირველ მუხლს   დაემატოს  მე-17 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17.  კომუნალური სუბსიდირების პროგრამა.“.

2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ი“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) კომუნალური სუბსიდირების პროგრამა - პროგრამის ფარგლებში დ. მესტიაში  რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების/აბონენტების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებულ  ოჯახების, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას, ყოველთვიური კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე ასახული თანხის ოდენობა გადაირიცხება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. გადარიცხვა განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე, მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“;

3. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა

დამდგარი ზიანის მიხედვით  განისაზღვროს  არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.“.

4. 26-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი  26. სოციალური დახმარების გაცემა

1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშებზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

2. მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება  განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

3. კომუნალური სუბსიდირების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური განვითარების მესტიის სერვისცენტრის მიერ მოწოდებული მომართვის წერილისა და დანართი სიების საფუძველზე, მიმდინარე თვის ბალანსის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

4. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.

5. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე