საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო
მიღების თარიღი 28/12/1990
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12, 28/12/1990
ძალის დაკარგვის თარიღი 12/10/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.05.001.000.046
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
93
28/12/1990
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 12, 28/12/1990
010.020.000.05.001.000.046
საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ (თან ერთვის).

2. (ამოღებულია).

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი №1095-Iს-პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.69

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე       ზ. გამსახურდია

თბილისი,

1990 წლის 28 დეკემბერი.

93–I ს.

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი №1095-Iს-პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.69

2. ძალადაკარგულია - საქართველოს 2004 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №454-II - სსმ I, №29, 12.10.2004 ., მუხ.137

დებულება საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს სახელმწიფო გერბი არის ეროვნული ოქროსფერი ჩუქურთმით შემოსაზღვრული შვიდქიმიანი ვარსკვლავი, რომელსაც ორნამენტში ქიმების გასწვრივ ჩაწნული აქვს შვიდი შავარშიანი თეთრი ბოლნური ჯვარი. როგორც ჯვრების, ასევე ვარსკვლავის ქიმების შიდა ველები ქართული წითელი ფერისაა (შინდისფერია).

2. ვარსკვლავის გულზე მოთავსებულია მრგვალი ქართული ფარი ქართული წითელი ფერის (შინდისფერი) ველით, რომელზეც გამოსახულია ოქროსფლოქვებიან თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი გიორგი. მას მარჯვენა ხელში საბრძოლოდ შემართული ვერცხლისპირიანი ოქროს შუბი უპყრია, ხოლო მარცხენაში – ოქროსზოლიანი ფარი.

3. თეთრ გიორგის აცვია ალისფერი შარვალი და ოქროსფერი წაღები, შემოსილია ვერცხლისფერუჯრედებიანი ცისფერი ჯავშნითა და თეთრი მოსასხამით, ჯავშნის ქვეშ მოუჩანს ყავისფერი (მიხაკისფერი) ტყავის პერანგი.

4. თეთრი გიორგის ცხენს უნაგირის ქვეშ დაფენილი აქვს ვეფხვის ტყავი, უნაგირი ოქროსია, ხოლო უზანგი – ვერცხლისა.

5. თეთრი გიორგის თავს ზემოთ რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია. ვარსკვლავის მარჯვნივ არის ვერცხლისფერი მთვარე, ხოლო მარცხნივ – ოქროსფერი მზე, მთვარისა და მზის გასწვრივ ორ-ორი რვაქიმიანი ვერცხლისფერი ვარსკვლავია.

6. თეთრი გიორგის ცხენს ქვემოთ შავი ფერით გამოსახულია მთის მწვერვალი.

    მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულება თავსდება:

ა) საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლო დაწესებულებების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;

ბ) დარბაზებში, სადაც ტარდება საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სხდომები, საქართველოს სასამართლოების სხდომათა დარბაზებში, ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის შენობებში;

გ) საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებათა ბეჭდებსა და დოკუმენტების ბლანკებზე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ოფიციალურ გამოცემებზე;

დ) საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურებზე და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულების რეპროდუქციის სხვა შემთხვევებში.

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი №1095-Iს-პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.69

    მუხლი 3

საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულების რეპროდუცირება, მისი ზომების მიუხედავად, ყოველთვის ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს გერბის ფერად ან შავთეთრ გამოსახულებას, რომელიც თან ერთვის ამ დებულებას.

    მუხლი 4

ამ დებულების გამოყენების წესებს გამოცემს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის კანონი №1095-Iს-პარლამენტის უწყებანი, №46, 03.12.1997წ., გვ.69