დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" და "საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1095 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 46, 03/12/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.020.000.05.001.000.297 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” და “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 394) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან, აგრეთვე დებულების სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკა”.
2. კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
3. დებულების ტექსტში სიტყვები „აფხაზეთის ასსრ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა” შეიცვალოს სიტყვებით „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები”.
4. თუ დებულების ტექსტში მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
5. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს” შეიცვალოს სიტყვებით “საქართველოს პარლამენტის”;
ბ) „ბ” ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს” შეიცვალოს სიტყვებით “საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის”;
გ) „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების შენობებზე – მუდმივად, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც ტარდება ამ ორგანოთა სხდომები – სხდომების მთელ პერიოდში”;
დ) „დ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) „ზ” ქვეპუნქტის:
ა) პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, აგრეთვე საცხოვრებელი სახლების შენობებზე:”;
ბ) მე-11 აბზაცში სიტყვები „ამ მუხლში” შეიცვალოს სიტყვებით „ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტში”;
ვ) „თ” ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციისა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობისა”;
ზ) „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საზღვაო და შინაგანი მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც ოფიციალური პირების სახით იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები და კონსულები – მათი თანხმობით;”
თ) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით.”;
ამავე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „სახელმწიფო ან სხვა საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების” შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო ორგანოების და დაწესებულებების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების”.
6. მე-5 მუხლში სიტყვები “საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი”.
II. „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონში (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 395) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურიდან და პირველი პუნქტიდან, აგრეთვე დებულების სათაურიდან და ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „რესპუბლიკა”.
2. კანონიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.
3. თუ დებულების ტექსტში მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
4. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულება თავსდება:
ა) საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლო დაწესებულებების, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე;
ბ) დარბაზებში, სადაც ტარდება საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სხდომები, საქართველოს სასამართლოების სხდომათა დარბაზებში, ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის შენობებში;
გ) საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებათა ბეჭდებსა და დოკუმენტების ბლანკებზე, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ოფიციალურ გამოცემებზე;
დ) საქართველოს ეროვნული ვალუტის კუპიურებზე და სხვა სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულების რეპროდუქციის სხვა შემთხვევებში.”
5. მე-4 მუხლში სიტყვები „საქართველოს მინისტრთა საბჭო” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს პრეზიდენტი”.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 14 ნოემბერი.
№1095-Iს
დოკუმენტის კომენტარები