საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 107
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.019172
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
107
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
460080000.10.003.019172
საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/03/2016 - 01/06/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №107

2016 წლის 26 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში − პროგრამა).
მუხლი 2
პროგრამის მიზნები და ამოცანებია:

ა) საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;

ბ) ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;

გ) კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა;

დ) ფეხბურთში, როგორც სოციალურ აქტივობაში ჩართულობის დონის ამაღლება,  მასობრივი და სხვადასხვა სახის ღონისძიებების (ქალთა და ჭაბუკთა პირველობები, რეგიონული ტურნირები, ფუტსალი, პლაჟის, ქუჩის და შშმპ ფეხბურთი, სასკოლო შეჯიბრებები და სხვ.) განხორციელება;

ე) საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (ახალი ობიექტების აშენება და არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია);

ვ) ფეხბურთის განვითარების მიზნობრივი პროექტების რეალიზაცია;

ზ) საფეხბურთო განათლების (მათ შორის, მწვრთნელთა, მსაჯთა და სხვა პერსონალის ლიცენზირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სათანადო დონეზე მომზადება-გადამზადებისთვის) ხელშემწყობი შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

თ) საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების სისტემის სრულყოფა და სათანადო საინფორმაციო მხარდაჭერის (მატჩების პირდაპირი ტელეტრანსლაციები, ტურის მიმოხილვა, ანალიტიკური გადაცემები, სხვადასხვა მედიააქტივობები) ხელშეწყობა;

ი) კლუბების ფინანსური სტიმულირება, საბაზისო, საპრიზო და პრემიალური დაფინანსება.

მუხლი 3
პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) 2016-2020 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა განისაზღვროს 265 700 000 (ორას სამოცდახუთი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად;

ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ა(ა)იპ − საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა (ს/ნ: 201990079) და ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან (ს/ნ: 405135786) თანამშრომლობითა და შეთანხმებით, უზრუნველყოს პროგრამის დანართში მითითებული პრიორიტეტების თანახმად გასაწევი ხარჯების (წლების მიხედვით)  კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენა და, ამასთან, პროგრამის დანართის პრიორიტეტებზე განაწილებულ თანხებში შესაძლებელია მოხდეს კორექტირება, კონკრეტული წლისთვის განსაზღვრული ჯამური თანხის გაზრდის გარეშე;  

გ) პროგრამის დანართით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნით:

გ.ა) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (აგრეთვე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას), ამ დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით მათი ბიუჯეტებიდან 2015 წელს გაწეული და 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების (საფეხბურთო ლიგებში მოთამაშე კლუბების, ბავშვთა სკოლების, საფეხბურთო ინფრასტრუქტურისთვისა და ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით სხვა ღონისძიებებისათვის) შესახებ;

გ.ბ) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (აგრეთვე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას), მათ ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული თანხიდან 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით დარჩენილი რესურსი მიმართონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 405135786) გადასარიცხად და, ამასთან, 2016 წლის განმავლობაში მათ მიერ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის გაწეული ხარჯი და ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 405135786) გადარიცხული თანხა ჯამურად არ უნდა იყოს 2015 წელს მათ მიერ ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით გაწეულ თანხაზე ნაკლები;

გ.გ) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს (აგრეთვე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას), 2017 წელს მათ ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერის მიზნით თანხები განსაზღვრონ არანაკლებ 2015 წელს ანალოგიური მიზნისთვის ფაქტობრივად გახარჯული თანხისა და 2017 წელს აღნიშნული რესურსი მიმართონ ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 405135786) გადასარიცხად;

გ.დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნით ეფექტიანი ინსტიტუციური და  სუბსიდირების მექანიზმების შესაქმნელად შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ.ე) ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დამატებითი თანხების საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2016-2020 წლების სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის სათანადო ასიგნებების გამოსაყოფად, შემდგომში სუბსიდირების გზით ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 405135786) გადაცემის მიზნით;   

დ) ეთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სატელევიზიო კომპანიებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფართოდ გაშუქება.

მუხლი 4
ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა (ს/ნ: 405135786):

ა) პროგრამის დანართში მითითებული ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სუბსიდირების გზით გადარიცხული თანხების განაწილება და შესაბამისი მიმართვა გრანტების სახით;

ბ) პროგრამის მიზნებისა და ამოცანების სრულად განხორციელებისათვის, პროგრამის დანართში მითითებული ხარჯების თანადაფინანსებისთვის და აღნიშნულ დანართში გაუთვალისწინებელი სხვა ხარჯების დასაფინანსებლად უზრუნველყოს კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი

საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო

 პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება


      პრიორიტეტები

2016 წ.

2017 წ.

2018 წ.

2019 წ.

2020 წ.

კლუბების საბაზისო

დაფინანსება

35 400 000

24 000 000

24 000 000

24 000 000

24 000 000

კლუბების ფინანსური

სტიმულირება

1 900 000

9 000 000

9 000 000

9 000 000

9 000 000

კლუბების საპრიზო და

 პრემიალური ფონდი

1 350 000

10 000 000

10 000 000

10 000 000

10 000 000

მასობრივი  და სხვადასხვა

    სახის საფეხბურთო ღონისძიებები

1 550 000

2 750 000

2 750 000

2 750 000

2 750 000

     ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

 

7 500 000

9 500 000

11 000 000

13 000 000

საფეხბურთო განათლების

 ხელშემწყობი პროგრამები

 

 

500 000

500 000

500 000

      ხარჯების ჯამი წლების მიხედვით

40 200 000

53 250 000

55 750 000

57 250 000

59 250 000

საერთო  ჯამი

265 700 000