დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 268 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/06/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 460080000.10.003.019977 |
|
„საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2016, 460080000.10.003.019172) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წ.წ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. 2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წ.წ.) სახელმწიფო პროგრამა (შემდგომში − პროგრამა).“. 3. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) 2016-2021 წლებში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხა განისაზღვროს 211 126 949 (ორას თერთმეტი მილიონ ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით, დანართის შესაბამისად;“. 4. მე-3 მუხლის „გ.გ“, „გ.დ“ და „გ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) პროგრამული დაფინანსების მიმღებ კლუბებში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ, თითოეულ კლუბთან მიმართებით, ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის ფარგლებში დაფინანსების თაობაზე.“. 6. დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წ.წ.) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება (ლარებში)
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები