დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 14/11/1990 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 11, 30/11/1990 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.020.000.05.001.000.043 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (30/11/1990 - 14/11/1997)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 180-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულება (თან ერთვის).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შესახებ" საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 24 აპრილის ბრძანებულება (საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს უწყებები, 1978 წ., №4, მუხ. 68).
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია
თბილისი, 1990 წლის 14 ნოემბერი.
№11–1 ს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები