დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.172.016126 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/03/2016 - 15/02/2017)
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/03/2015; სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.172.016078)
. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში –
მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქალაქ ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქალაქ ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქალაქ ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის– 0,9-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190-ს, ქალაქ ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს; |
| მუხლი 2 |
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||
| მუხლი 3 |
პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||
| მუხლი 4 |
პირველი პუნქტის მიხედვით, ქალაქ ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| ||||||||||||
დანართი №2
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
| |||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები