დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.172.016162 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/02/2017 - 31/01/2018)
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება დანართი № 2-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 26 თებერვლის №12 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
| მუხლი 1 |
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში –
მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ამბროლაურის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG არის ქ. ამბროლაურის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისთვის 1,1-ს; ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისთვის – 1-ს; ქ. ამბროლაურის პერიფერიული ზონისთვის – 0,9-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომელიც უდრის ქ. ამბროლაურის ცენტრალური ზონისათვის 190-ს, ქ. ამბროლაურის შუალედური ზონისათვის – 131-ს და ქალაქ ამბროლაურის პერიფერიული ზონისათვის – 102-ს. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლის მიხედვით, ქ. ამბროლაურის ცენტრალურ ზონაში მიწის ნორმატიული
ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
| მუხლი 3 |
პირველი მუხლის მიხედვით, ქ. ამბროლაურის შუალედურ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
| მუხლი 4 |
პირველი მუხლის მიხედვით, ქ. ამბროლაურის პერიფერიულ ზონაში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
|
დანართი №2
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
|
| |||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები