ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016213
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
22/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
370160000.35.164.016213
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2016 - 13/02/2017)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება, (დანართი №1) .
მუხლი 2
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, (დანართი №2).
მუხლი 3
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა,  (დანართი №3) .
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის  დადგენის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №11 დადგენილება .

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



ქალაქი ყვარელი

 

დანართი №1

.


დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1

ქ. ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImG  X ITL x CxK , სადაც:

1. Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. ImG არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

3. ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის 1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის 0,8-ს.

4. C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს.

მუხლი 2

პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ImG

ITL

C

K

Cn (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,32

1,3

0,24

40

3,994

შუალედური ზონა

0,32

1

0,24

40

3, 072

პერიფერიული ზონა

0,32

0,8

0,24

40

2, 458

მუხლი 3

ყვარლის მუნიციპალიტეტის:

1. სოფლებში ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია    ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს.

2. სოფლებში თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.

3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში, მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს.

მუხლი 4

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს.

მუხლი 5

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი- თბილისი, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ზინობიანი- ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.


დანართი №3

მუხლი 1

ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემისას, საწყის საიჯარო ქირად განისაზღვროს შესაბამისი ზონის მიხედვით საკრებულოს მიერ დამტკიცებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ2 ფართობისათვის, ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით:

ზ ო ნ ა

ნორმატიული ფასი

(ლარი)

საიჯარო ქირა

(ლარი)

შენიშვნა

 

1

ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა

3,994

0,3994

 

2

ქ. ყვარლის შუალედური ზონა

3,072

0,3072

 

3

   ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა

2,458

0,2458

 

4

ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი

1,843

0,1843

 

5

თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი 

1,536

0,1536

 

6

დანარჩენ სოფლებში

1,228

0,1228

 

7

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში

0,768

0,0768

 

მუხლი 2

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ: ყვარელი-თბილისი, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი- ნინიგორის  და ზინობიანი-ჭიკაანი-გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის წლიური საიჯარო ქირა დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,1536 ლარს.