ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016235
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
13/02/2017
ვებგვერდი, 15/02/2017
370160000.35.164.016235
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/02/2017 - 23/02/2018)

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. ყვარელი

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების და ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქ. ყვარლის ზონირება (დანართი №1).
მუხლი 2
დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №2). 
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის  დადგენის შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 23.02.2016,  370160000.35.164.016213).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი



დანართი №1

.


დანართი №2
ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
ქ. ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

Cn=ImG  X ITL x CxK , სადაც:

1. Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

2. ImG – არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს;

3. ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

ა) ცენტრალური ზონისათვის –1,3-ს;

ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

4. C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

5. K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს.

მუხლი 2
პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ImG

ITL

C

K

Cn (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,32

1,3

0,24

40

3,994

შუალედური ზონა

0,32

1

0,24

40

3, 072

პერიფერიული ზონა

0,32

0,8

0,24

40

2, 458

 

მუხლი 3
ყვარლის მუნიციპალიტეტის:
1. სოფლებში – ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია    ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს;
2. სოფლებში – თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი – მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს;
3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს;
მუხლი 4
ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს;
მუხლი 5
ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი – თბილისი, თიანეთი – ახმეტა – ყვარელი – ნინიგორის და ზინობიანი – ჭიკაანი – გავაზის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს.