შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

  • Word
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020806
  • Word
184
04/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
000000000.00.003.020806
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის საექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება184     

2016წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მშენებლობის ხარჯთაღრიცხვისსაექსპერტო მომსახურების გაწევის შესახებ

1. საკითხის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე,  მოწონებულ იქნეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულიბიუროს (შემდგომში - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო)წინადადება და გამონაკლისის სახით, შპს „მარაბდა - კარწახის რკინიგზის“ხარჯთაღრიცხვის საექსპერტო მომსახურება განხორციელდეს ამ განკარგულებისსაფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულისსახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებისდამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის 171დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად.

2. შპს „მარაბდა - კარწახის რკინიგზის“ მიერ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ღირებულების საფასური განისაზღვროს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ამ განკარგულების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 დეკემბრიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                          გ. კვირიკაშვილი