დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 55 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 11/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.019119 |
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1) მე-5 მუხლის გათვალისწინებითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 010220030.10.003.017705) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები.“.
2. „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის დებულების, საშტატო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის №86 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (დანართი №1): ა) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური; თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“; ბ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შეიძლება შეიქმნას სამსახურები.“; გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები: „71. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური: ა) ახორციელებს აპარატში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლს; ბ) უზრუნველყოფს აპარატის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, აპარატის საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, საბჭოს მდივნისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას; გ) ახორციელებს აპარატის თანამშრომელთა მიერ ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; დ) უზრუნველყოფს აპარატში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას და ახორციელებს მათზე რეაგირებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალების ან/და სამსახურებრივი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო გამჟღავნების შესაძლო არხების გამოვლენას; ვ) „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს სისტემურ, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსურ და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს; ზ) უზრუნველყოფს შესაბამისი აუდიტორული შემოწმების შედეგების ანგარიშში ასახვას და ამ ანგარიშის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას; თ) ახორციელებს შიდა აუდიტორული საქმიანობისა და მონიტორინგის შედეგების შესახებ საბჭოს მდივნის პერიოდულ ინფორმირებას; ი) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს. 72. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: ა) შეიმუშავებს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას; ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, უზრუნველყოფს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარების ორგანიზებას, თემატური მასალების დამუშავებას; გ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას; დ) ახორციელებს საბჭოს მდივნის ინფორმირებას საზოგადოებრივი აზრის შესახებ; ე) უზრუნველყოფს აპარატში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სემინარები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას; ვ) ახორციელებს საზოგადოების ინფორმირებას საბჭოს ან/და აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით; ზ) საზოგადოებრივი ინფორმირებულობის მიზნით, ადმინისტრირებას უწევს აპარატის გამგებლობაში არსებულ სოციალურ მედიასა და სხვა საინფორმაციო საშუალებებს; თ) ასრულებს საბჭოს მდივნის ცალკეულ დავალებებს.“.
3. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი (დანართი №2) და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი თებერვლიდან.
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები