ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.170.016177
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
11/02/2016
ვებგვერდი, 16/02/2016
190040000.35.170.016177
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/02/2016 - 14/04/2016)

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების განხორციელების წესი (დანართი №1);

ბ) ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №2).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №2 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია



 დანართი №1
ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური  დახმარების ქვეპროგრამების განხორციელების წესი

     ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში - მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა).

თავი I
სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები
   1.  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი 

        დახმარებები:

  ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060302);

  ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060303);

  გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060304);                                

 დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060305);

  ე) ხანდაზმული (100 და მეტი წლის) და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა    

  (ქვეპროგრამის კოდი 060306);

ვ)უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2016  წელს ხანძრით და სტიქიით    დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);

ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060310);

თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით  და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060311);

ი) შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე  ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსებას (ქვეპროგრამის კოდი 060304);

კ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების   გაუმჯობესების  მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით, წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 0605).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის და მოვლის საჭიროების მქონე ომის ვეტერანის მოვლის საზღაურის დაფინანსება, მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე, ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი  პენსიის ასაკის მოქალაქეების 100-ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი) და ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება  ყოველთვიური ხასიათისაა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.


მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301);

  ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 060307);

  გ) უმწეო ოჯახების შეშით  უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060311);

  დ) უმწეო ოჯახების მეორადი სახურავებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);

  ე) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურება (ქვეპროგრამის კოდი 060308);

  ვ) სოციალური საცხოვრისის გაზიფიკაცია და ეზოს კეთილმოწყობა (ქვეპროგრამის კოდი 0604).


თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად

საჭირო დოკუმენტაცია


მუხლი 3. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა
  1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს (კოდი 060302):

ა) 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ან ომის მონაწილის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხები გაიცემა  დევნილ ვეტერანებზეც;

გ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსურ უზრუნველყოფას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე; 

დ) აგვისტოს თვეში, საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული-ბადრი ბერანძის ოჯახის ფინანსური ხელშეწყობა 1000 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
1. მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე

ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):  

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე-400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე-500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე-600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე-700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე-800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე-900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ. (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

3) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ერთჯერადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.გ) მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.ე) თითოეული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.ვ) მეურვეობის ცნობა;

ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიში ნომერი.

4) ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.

5)  პირველი-მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენა (უმწეო ოჯახები) - 200 (ორასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ)  დედის ან მამის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ(სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები);

ა.დ)  ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) სოციალური დაცვა
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და  მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული (ყრუმუნჯი) ბავშვებისთვის 200 ლარით;  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე, სმენადაქვეითებულებს (ყრუ-მუნჯი), მკურნალობის პროცესში მყოფ ონკოლოგიურ ავადმყოფებს - 200   ლარით (ქვეპროგრამის კოდი 060304).    

  დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ)  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა) განცხადება მერის სახელზე;                                                                     

ბ)  პირადობის მოწმობის ასლი;  

გ) ინვალიდობის მოწმობა ან ცნობა (I ჯგუფი). ონკოლოგიური ავადმყოფობის შემთხვევაში სამედიცინო  ფორმა 100;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                                                        

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა და მომვლელის საჭიროების მქონე ხანდაზმულის (ბავშვები, ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060304).

დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ)სამედიცინო ფორმა №100 (მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას);

გ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

დ) მომვლელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) მომვლელის ანგარიშის ნომერი.


მუხლი 6. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
1. მარჩენალდაკარგულ პირზე, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა 200 (ორასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060305).

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) დედის ან მამის გარდაცვალების  მოწმობის ასლი;

ე) მეურვეობის დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 7. ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მოქალაქეების სოციალური დაცვა
1. 100  წელს  გადაცილებულ ხანდაზმულთა  წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060306).  

  დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:  

ა) განცხადება მერის სახელზე;                                            

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;                                                                

დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა;                                                 

 ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ქალაქ ზუგდიდში ღვაწლმოსილი  პენსიის ასაკის მოქალაქეების ყოველთვიური 100 ლარიანი დანამატი (10 ბენეფიციარი).  დახმარებით ისარგებლებენ პენსიის ასაკის მქონე, უმუშევარი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 100 000-ზე ნაკლები) და ქალაქის წინაშე გარკვეული დამსახურების მქონე მოქალაქეები. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად  პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060306).

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  ა) განცხადება მერის სახელზე;

  ბ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულით 100 000-ზე დაბალი);

  გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

  დ)  საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 8. 2016 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა    სტიქიური მოვლენების შედეგად) დაზარალებული ოჯახების დახმარება (უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა)
1. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, 300-დან 1000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით (ქვეპროგრამის კოდი 060309).

ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ)  ცნობა სახანძროდან (ხანძრის შემთხვევაში);

ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის (უმწეობის 65.000-მდე) დამადასტურებელი ცნობა;

ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა  სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;

ა.ვ)  საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 70 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალი) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის მიზნით (თითოეულ ოჯახზე თვეში 100 ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060309).

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;

ა.დ) უმწეობის მოწმობა;

ა.ე) სხვა არსებული დოკუმენტები;

ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 9. უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა, სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა  
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65.000, ზამთრისათვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად ერთჯერადად  გაიცემა 100 (ასი) ლარი. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (უკიდურესად ღატაკი, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა. შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას, 1000 ლარის  ფარგლებში (ქვეპროგრამის კოდი 060311).

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უმწეობის მოწმობა;                                            

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სხვა არსებული დოკუმენტები;

ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 10. დევნილთა მხარდაჭერის  პროგრამა
1. ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმწეო ოჯახის (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე) დაკრძალვისათვის  დახმარების თანხა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს (ქვეპროგრამის კოდი 060310):

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მემკვიდრის დევნილის მოწმობის ასლი;

დ) მემკვიდრის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);

ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-მდე);

თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


მუხლი 11. მიუსაფართა სასადილოს დაფინანსება 
1.  განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301).

2.  კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) უმწეობის მოწმობა(სარეიტინგო ქულა  65.000-მდე);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) სხვა არსებული დოკუმენტები.


მუხლი 12. პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“
სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია  უმწეო კატეგორიის უსახლკარო ოჯახები,    წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა უმწეო  და უსახლკარო ოჯახებით (ქვეპროგრამის კოდი 0604). 

მუხლი 13. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
 საახალწლოდ, სააღდგომოდ მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებისათვის,  დედ-მამით  ობოლი  ბავშვებისათვის  და სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული და, ასევე, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის საჩუქრების შეძენა სურსათის სახით (ქვეპროგრამის კოდი 060307).

მუხლი 14. ჰემოდიალიზის პაციენტთა ტრანსპორტირება
1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ქალაქ ზუგდიდში ჩართული და ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული პაციენტების (20 მოქალაქე) ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თითოეული თვეში 50 ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060308).

2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.


თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

მუხლი 15. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.

2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.


თავი IV
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,

ვეტერანთა და დევნილთა  სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება


მუხლი 16. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
 მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური. 

მუხლი 17. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
1.  სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის  ბრძანების საფუძველზე.


თავი V
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ  ბენეფიციარებზე. დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.


დანართი №2
ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის (კოდი 060312) განხორციელების წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
ეს წესი ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა სრულად ან საერთოდ არ შედის სადაზღვევო პაკეტში.
მუხლი 2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ წლის განმავლობაში ისარგებლონ  ერთ-ერთი ქვეპროგრამით, გარდა სოციალურად დაუცველი პირებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არა უმეტეს 65 000-სა და  მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს.
მუხლი 3
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - ლიმიტი 250.00 ლარამდე;

ბ) C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკა-თანადაფინანსება მაქსიმალური ლიმიტი - 336.00 (სამას ოცდათექვსმეტი) ლარი;

გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება - ოპერაციების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია უფინანსებს ოპერაციის ღირებულების ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 500.00 ლარამდე - 100%-ით,500.00 ლარიდან 3000.00 ლარამდე - 50%-ით; მაქსიმალური ლიმიტი3 000-ზე ზევით - 1 500.00 (ერთი ათას ხუთასი) ლარი;

დ) აუტიზმით, ბავშვთა ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების (ასაკი 0-18წ.) სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი 1000.00 ლარი;

ე) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 ლარს) – მაქსიმალური ლიმიტი - 500.00 ლარი:

ე.ა) სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არა უმეტეს 65 000 - ლიმიტი 100%;

ე.ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს-ლიმიტის 100%;

ე.გ) ყველა დანარჩენ მოსარგებლეებს - მაქსიმალური ლიმიტის 50%.

მუხლი 4
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული ბავშვების სპეციალიზებული საკვებით უზრუნველყოფა - თითო ბავშვზე ყოველთვიურად 500.00 ლარამდე.
მუხლი 5
საზღვარგარეთ მკურნალობისათვის ტრანსპორტირების ხარჯების თანადაფინანსება-1000.00 ლარამდე.
მუხლი 6
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ქსერო ასლებს;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას - ფორმა №100-ს;

დ) ანგარიშ-ფაქტურას;

ე) საჭიროების შემთხვევაში - სოციალურად დაუცველის (უმწეობის) დამადასტურებელ მოწმობას;

ვ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან, მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;

 ზ) სპეციალიზებული საკვების დაფინანსების შემთხვევაში, მშობლის ანგარიშის   ნომრის ამონაწერი ბანკიდან, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.       

თ) ტრანსპორტირების დაფინანსების შემთხვევაში:

თ.ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100;

თ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

თ.დ) კლინიკიდან დოკუმენტაცია (მოწვევა მკურნალობაზე);

თ.დ) ჯავშანი ბილეთზე;

თ.ე) ინვოისი ავიაკომპანიიდან.

მუხლი 7
ამ დადგენილების საფუძველზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნას კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს, რიგგარეშე, განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს ამ დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 8
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა.
მუხლი 9
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს რომლის გადაწყეტილების საფუძელზეც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
მუხლი 10
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 30 კალენდარული დღის ვადით მედიკამენტების, გამოკვლევების (კტ, მრტ, კორონაროგრაფია) სპეციალიზებული საკვების დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე - 60 კალენდარული დღით.
მუხლი 11
საგარანტიო წერილის გაცემა მოხდეს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.
მუხლი 12
ბენეფიციარი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურეობა, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით.
მუხლი 13
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.

თავი II
ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამით (კოდი 060312) გათვალისწინებული მომსახურების  დაფინანსების  შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

მუხლი 14
მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის  დაცვის კომისია.
მუხლი 15
1. სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხის განხილვისას მერიის ჯანმრთელობის  დაცვის კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება  მერის  ბრძანების საფუძველზე.


თავი III
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 16
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ  მოქალაქეებზე.