დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქ. თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020800 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №179
2016 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ქ. თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ქ. თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები