ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.174.016143
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
05/02/2016
ვებგვერდი, 11/02/2016
010250000.35.174.016143
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2016 - 09/03/2018)

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. გორი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების  და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად, ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30%-ის ოდენობის საგარანტიო თანხით.
მუხლი 2
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის  5%-ის ოდენობით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი