გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016465
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
09/03/2018
ვებგვერდი, 16/03/2018
010250000.35.148.016465
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/03/2018 - 13/04/2018)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2018 წლის 9 მარტი

ქ. გორი

გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის 30%-ის ოდენობის საგარანტიო თანხით.
მუხლი 2
გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის  5%-ის ოდენობით.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/02/2016, 010250000.35.174.016143).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე