დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016249 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/02/2016 - 17/03/2017)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესი
|
| მუხლი 1 |
1. წინამდებარე წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
2. ამ წესის მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; 3. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2016 წლის 31 დეკემბერი. |
| მუხლი 2 |
1. დახმარების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 22 ლარს თითოეული სტუდენტისათვის.
2. სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, გარდა თებერვლის, ივლისის და აგვისტოს თვეებისა. |
| მუხლი 3 |
1. დახმარების პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სიას ადგენს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სიის განახლება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთხელ მაინც ყოველ სასწავლო სემესტრში. 3. დახმარების პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინოს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება დაფინანსების პერიოდში სწავლის ფაქტი (ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ა.შ.) და დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
|
| მუხლი 4 |
1. სტუდენტების დაფინანსება უნდა მოხდეს დამტკიცებული სიის მიხედვით, შემდეგი წესით:
ა) დაფინანსების პერიოდის პირველი თვის დასაწყისში გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოდენობის თანხის ჩარიცხვა სპეციალურ სამგზავრო ბარათზე; ბ) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში გამგეობა უზრუნველყოფს სტუდენტის სამგზავრო ბარათის შევსებას მე-2 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე; გ) დაფინანსების პერიოდის დასრულებისათვის სამგზავრო ბარათზე დარჩენილი ნაშთი დაუბრუნდება დუშეთის მუნიციპალიტეტს. 2. სტუდენტის სამგზავრო ბარათით შესაძლებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის ღირებულების გადახდა, რომელშიც დამონტაჟებულია სპეციალური ტერმინალი. 3. დაუშვებელია სტუდენტის სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანა ან ბარათის გამოყენება სხვა მიზნით. 4. სტუდენტის მიერ სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანის ან ბარათის სხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე.
|
| მუხლი 5 |
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები