დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016286
7
17/03/2017
ვებგვერდი, 21/03/2017
010250050.35.152.016286
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2017 წლის 17 მარტი

ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №3 დადგენილება (matsne.gov.ge, 11/02/2016, ს/კ 010250050.35.152.016249).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი ზურაბაშვილი



დანართი №1
დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის წესი

მუხლი 1
1. წინამდებარე წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტების მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  დაფინანსების გაცემის პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს,  მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და  გასაცემი თანხის ოდენობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის სტუდენტი არის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, ასევე პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით.

3. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2017 წლის 31 დეკემბერი.

მუხლი 2
1. დაფინანსების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 22 ლარს თითოეული სტუდენტისათვის.

2. სტუდენტების დაფინანსება განხორციელდება  წლის განმავლობაში, გარდა ივლისის და აგვისტოს თვეებისა.

მუხლი 3
1. დაფინანსების  პროგრამაში მონაწილე სტუდენტთა სიას ადგენს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური და ამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სიის განახლება უნდა განხორციელდეს მინიმუმ ერთხელ მაინც ყოველ სასწავლო სემესტრში.

3. დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს  შემდეგი დოკუმენტები: განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, პირადობის მოწმობის ან აიდი ბარათის ასლი და ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

 

მუხლი 4
1. სტუდენტების დაფინანსება უნდა მოხდეს დამტკიცებული სიის მიხედვით, შემდეგი წესით:

ა) დაფინანსების პერიოდის პირველი თვის დასაწყისში გამგეობის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ოდენობის თანხის ჩარიცხვა სპეციალურ სამგზავრო ბარათზე;

ბ) ყოველი მომდევნო თვის დასაწყისში გამგეობა უზრუნველყოფს სტუდენტის სამგზავრო ბარათის შევსებას მე-2 მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე;

გ) დაფინანსების პერიოდის დასრულებისათვის სამგზავრო ბარათზე დარჩენილი ნაშთი დაუბრუნდება დუშეთის მუნიციპალიტეტს.

2. სტუდენტის სამგზავრო ბარათით შესაძლებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებით  მგზავრობის ღირებულების გადახდა, რომელშიც დამონტაჟებულია სპეციალური ტერმინალი.

3. დაუშვებელია სტუდენტის სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანა ან ბარათის გამოყენება სხვა მიზნით.

4. სტუდენტის მიერ სამგზავრო ბარათზე არსებული თანხის გამოტანის ან ბარათის სხვა მიზნით გამოყენების შემთხვევაში, გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე.

5. შეღავათი დაწესდეს შემდეგ სამარშრუტო გზაზე:  ქ. დუშეთი - ქ. თბილისი; ქ. თბილისი - ქ. დუშეთი.

მუხლი 5
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.