ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი გვაზავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სან-ინსტრუქტორი მერაბ ქვილითაიას სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი გვაზავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სან-ინსტრუქტორი მერაბ ქვილითაიას სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016135
  • Word
21
29/01/2016
ვებგვერდი, 08/02/2016
000000000.00.101.016135
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი გვაზავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სან-ინსტრუქტორი მერაბ ქვილითაიას სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №21

2016 წლის 29 იანვარი 

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, გიორგი გვაზავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული სან-ინსტრუქტორი მერაბ ქვილითაიას სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, გიორგი გვაზავას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ჩიხს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული სან-ინსტრუქტორი მერაბ ქვილითაიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6).

საკრებულოს თავმჯდომარის 

მოვალეობის შემსრულებელი                                                            გ. ტყემალაძე