დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016254 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
3
27/01/2016
ვებგვერდი, 02/02/2016
010250000.35.112.016254
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2016 - 28/09/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი
|
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან
ჯილდოს გაცემის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
ეს წესი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან წარმატებული ახალგაზრდებისა და პედაგოგების დაჯილდოების წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
|
ა)
ჯილდო –
ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
|
ბ)
წარმატებული სპორტსმენი – ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ასევე სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი, ოფიციალურ ოლიმპიურ , მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატში;
|
გ)
წარმატებული მწვრთნელი –
ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის მწვრთნელი;
|
დ)
წარმატებული გუნდი – ოფიციალურ საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი .
|
მუხლი 3.
წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის დაჯილდოება |
1.
წარმატებული სპორტსმენის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით: |
ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი –
400 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;
|
ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 600 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 300 ლარი;
|
გ)
მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი – 800 ლარი, II ადგილი – 600 ლარი, III ადგილი – 400 ლარი;
|
დ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 800 ლარი, III ადგილი – 600 ლარი;
|
2.
წარმატებული სპორტსმენის, მწვრთნელის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
ა)
საქართველოს ჩემპიონატის I ადგილი – 300 ლარი, II ადგილი – 200 ლარი, III ადგილი – 100 ლარი;
|
ბ)
ევროპის ჩემპიონატის I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 300 ლარი, III ადგილი – 200 ლარი;
|
გ)
მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილი - 600 ლარი, II ადგილი - 400 ლარი, III ადგილი - 300 ლარი; |
დ)
ოლიმპიური თამაშების I ადგილი - 1000 ლარი, II ადგილი - 800 ლარი, III ადგილი - 600 ლარი; |
3.
წარმატებული გუნდის ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვროს შემდეგი სახით:
საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატის I-ადგილი 1000 ლარი, II-ადგილი 700 ლარი, III-ადგილი 500 ლარი. |
4.
წარმატებულმა სპორტსმენმა/შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა, არსრულწლოვანი სპორტსმენის შემთხვევაში) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
|
ა)
წერილობითი განცხადება;
|
ბ)
წარმატებული სპორტსმენის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ);
|
გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; |
დ)
სპორტსმენის/კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან; |
5.
წარმატებულმა მწვრთნელმა/დაწესებულების ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
წარმატებული მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი (ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ); |
გ)
შესაბამისი საპრიზო ადგილის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი; |
დ)
მწვრთნელის ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან. |
მუხლი 4.
ჯილდოს გაცემის წესი |
1.
შესაბამისი მწვრთნელის/დაწესებულების მომართვას ჯილდოს გაცემის თაობაზე განიხილავს სამსახური და შესაბამის დასკვნას წარუდგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ჯილდოს გაცემის შესახებ.
|
2.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება იმ სპორტსმენის/მწვრთნელის დაჯილდოების შესახებ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაგრამ წლის განმავლობაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული წარმატებით.
|
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე ვრცელდება გამგებლისათვის მომართვისა და გადაწყვეტილების მიღების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
|
4.
ამ წესით განსაზღვრული ფულადი ჯილდოს გაცემა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გათვალისწინებით.
|
2.
30/01/2019 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
2 -
ვებგვერდი, 04/02/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
1.
28/09/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
50 -
ვებგვერდი, 02/10/2018
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 30/01/2019
გამოქ. თარიღი : 04/02/2019
დოკუმენტის ნომერი : 2
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული – განათლების ხელშეწყობის; კულტურის ღონისძიებების; სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
1
მიღების თარიღი : 28/09/2018
გამოქ. თარიღი : 02/10/2018
დოკუმენტის ნომერი : 50
„ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები