დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-37/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016402 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
01-37/ნ
24/08/2016
ვებგვერდი, 24/08/2016
470230000.22.035.016402
დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2016 - 23/05/2019)
|
დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 73-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებთ:
|
1.
დამტკიცდეს თანდართული:
|
ა)
დაბადების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის ფორმა №IV-103/ს-84 (დანართი №1);
|
ბ)
დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმა №103/ს-84 (დანართი №1.1);
|
გ)
გარდაცვალების შესახებ სრული სამედიცინო ცნობის ფორმა №IV-106/ს-4 (დანართი №2);
|
დ)
გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმა №106/ს-4 (დანართი №2.1);
|
ე)
დაბადების და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის შევსების, გაგზავნისა და შენახვის წესი (დანართი №3);
|
ვ)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ცენტრისათვის გადასაცემი ინფორმაციის მოცულობა და გაცემის წესი (დანართი №4).
|
2.
2011 წლის 1 აპრილამდე გაცემული დაბადების და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების ასლების გაცემა განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში არსებული ეგზემპლარის ასლის სახით, ხოლო ცნობის გაუცემლობის ან ასლის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამონაწერით სამედიცინო დოკუმენტაციიდან. დაბადების თაობაზე ამონაწერი უნდა შეიცავდეს ამ ბრძანებით დამტკიცებული დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობით (დანართი №1.1) გათვალისწინებულ ინფორმაციას, ქორწინების მოწმობის რეკვიზიტების და ბავშვის მამის თაობაზე ინფორმაციის გარდა, ხოლო ამონაწერი გარდაცვალების თაობაზე – ამ ბრძანებით დამტკიცებული გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობით (დანართი №2.1) გათვალისწინებულ ინფორმაციას. ამონაწერი დაბადებისა და გარდაცვალების თაობაზე გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული სახით.
|
3.
დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ელექტრონული სამედიცინო ცნობების წარმოების პროცესის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, იურიდიულ ძალას ინარჩუნებს „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობების რეკვიზიტების, ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვარის ერთობლივი №01-5/ნ-№19 ბრძანება (შემდგომში - ერთობლივი ბრძანება), ერთობლივი ბრძანების შესაბამისად რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებების ცნობის შემვსები პირების მიმართ, მათი ელექტრონული სისტემის მომხმარებლად წინამდებარე ბრძანების შესაბამისად დარეგისტრირებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2017 წლის 20 იანვრისა.
|
4.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში –
სააგენტო) დაევალოს ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში შექმნილი და მასთან დაცული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ასლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში –
სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (შემდგომ ტექსტსა და დანართებში –
ცენტრი) ერთჯერადად გადაცემა ცენტრის წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მას შემდეგ, რაც შეწყდება აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში მომხმარებლებისა და ცნობების რეგისტრაცია.
|
5.
ამ ბრძანებით დამტკიცებული №4 დანართით გათვალისწინებული ინფორმაციის ცენტრისათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სააგენტოს.
|
6.
სააგენტოს და ცენტრს დაევალოთ ამ ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული მონაცემების გაცვლა საცდელ რეჟიმში, 2016 წლის 20 ოქტომბრამდე.
|
7.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2016 წლის 20 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ,,ელექტრონული სისტემის მომხმარებლად დარეგისტრირების წესის“ შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
|
8.
ბრძანება, გარდა მე-6 და მე-7 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2016 წლის 20 ოქტომბრიდან, ბრძანების მე-6 და მე-7 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
3.
16/08/2022 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
01-76/ნ -
ვებგვერდი, 16/08/2022
2.
17/05/2021 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
01-47/ნ -
ვებგვერდი, 17/05/2021
1.
23/05/2019 -
საქართველოს მინისტრის ბრძანება -
01-43/ნ -
ვებგვერდი, 24/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას
დოკუმენტის ცვლილებები
3
მიღების თარიღი : 16/08/2022
გამოქ. თარიღი : 16/08/2022
დოკუმენტის ნომერი : 01-76/ნ
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ–№173 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 17/05/2021
გამოქ. თარიღი : 17/05/2021
დოკუმენტის ნომერი : 01-47/ნ
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ-№173 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1
მიღების თარიღი : 23/05/2019
გამოქ. თარიღი : 24/05/2019
დოკუმენტის ნომერი : 01-43/ნ
„დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01- 37/ნ - №173 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები