დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 680 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 10/01/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.030.110.05.001.001.619 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (10/01/2005 - 23/12/2005)
საქართველოს კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ
მუხლი 1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე – 2500 ლარი;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი – 2400 ლარი;
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 2300 ლარი.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების თაობაზე“ (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი 1996, გვ. 18).
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 21 დეკემბერი.
№680–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები