თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 19/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.153.016309
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
59
31/12/2015
ვებგვერდი, 08/01/2016
370020000.35.153.016309
თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მცხეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/01/2016 - 12/02/2018)

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №59

2015 წლის 31 დეკემბერი

ქ. მცხეთა

 

თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე    თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
    დამტკიცდეს  თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 ივლისის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge 05/07/2013 370020000.35.153.016169) „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაურ ღვინიაშვილი



დანართი №1
თვითმმართველ თემში მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

მუხლი 1
თვითმმართველ თემში მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება ფორმულით:

Cn=IMGxITLxCxK სადაც

ა) Cn - არის 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG -  თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე შეადგენს 0,63-ს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784-ე ბრძანებულების №2 დანართის შესაბამისად;

გ) ITL - ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, ვინაიდან თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ ხორციელდება ზონირება;

დ) C - საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის;

ე) K - მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 126-ს.

პირველი მუხლის მიხედვით, თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი  ნორმატიული ფასი წარმოდგენილი ფორმულის მიხედვით შეადგენს 19,05 ლარს.

IMG

ITL

C

K

Cn (ლარი)

0,63

1

0,24

126

19,05

 

მუხლი 2
  თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 19,05 ლარის ოდენობით.
მუხლი 3
დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 4,76 ლარს.
მუხლი 4
თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეული მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით და იგი შეადგენს 19,05 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დადგენილი ფასები.