დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი)მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.153.016415 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/02/2018 - 28/02/2023)
|
ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი თემის – მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 დეკემბრის №59 (სსმ.08/01/2016; 370020000.35.153.016309) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 ნოემბრის №32 (სსმ, 11/11/2014, 010250000.35.175.016032) დადგენილებები. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქალაქ მცხეთის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი) მაკრომდებარეობის ინდექსის განსაზღვრის შესახებ
|
ქალაქ მცხეთის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი (iMG) განისაზღვრა დასახლებათა ურბანული და ბუნებრივი მახასიათებლების ცხრილის საფუძველზე 6 პარამეტრის მიხედვით, რომელიც მოცემულია „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების დანართ №1-ში ასახულ ცხრილებში დაფიქსირებული ქულების გათვალისწინებით.
ა) მოსახლეობის რაოდენობა – 4 ქულა; ბ) ადმინისტრაციული სტატუსი – 6 ქულა; გ) სამეურნეო და ფუნქციური პროფილი – 8 ქულა; დ) სიმაღლე ზღვის დონიდან – 8 ქულა; ე) სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა – 7 ქულა; ვ) ადგილი განსახლების სისტემაში – 7 ქულა; ∑ Pj – 40 ქულა.
ქალაქის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვრება ფორმულით IMG = ∑Pj Pmax
სადაც, iMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი და განისაზღვრება დასახლებათა ურბანული და ბუნებრივი მახასიათებლების ცხრილის საფუძველზე 6 პარამეტრის მიხედვით. ∑ Pj – ქალაქის (თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის) მიერ მოგროვებულ ქულათა ჯამი და ქალაქ მცხეთის შემთხვევაში ტოლია 40-ის. Pmax – ბალების ჯამის მაქსიმუმი, რომელიც 60-ის ტოლფასია. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი ტოლია 0.67-ის.
|
დანართი №2
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი |
| მუხლი 1 |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (Cn) გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Cn = I mg * Itl * C * K Cn – 1 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი Img – თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრის, ქ. მცხეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს – 0,67-ს (განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 - ე ბრძანებულების №1 დანართის შესაბამისად); Itl – საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი (ცენტრალური ზონისთვის 1,1; შუალედური ზონისთვის 1,0 და პერიფერიული ზონისთვის 0,9); C – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ2-ის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა ტოლია 0, 24 ლარის; K – საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ტოლია 420-ის.
|
| მუხლი 2 |
სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს. |
| მუხლი 3 |
დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით, რომელიც შეადგენს 20,3 ლარს. |
| მუხლი 4 |
საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. მცხეთის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით (67,5 ლარი).
|
დანართი №3
|
ქალაქ მცხეთაში ერთსაფეხურიანი ზონირება |
ქალაქ მცხეთაში გამოიყოფა 3 ზონა: ცენტრალური, შუალედური და პერიფერიული.
ა) ცენტრალური ზონა (ბებრისციხიდან სადგურის ხიდამდე): მიწის ნორმატიული ფასი 74,30 ლარი; ბ) შუალედური ზონა (ღართიკარი და სადგურის დასახლება): მიწის ნორმატიული ფასი 67,50 ლარი; გ) პერიფერიული ზონა (ნარეკვავი, არმაზი): მიწის ნორმატიული ფასი 60,80 ლარი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები