სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 666
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.019053
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
666
30/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
040110030.10.003.019053
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2015 - 09/07/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №666

2015 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად. 
მუხლი 2
საბრძოლო მასალის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 3
1.  საბრძოლო მასალის განკარგვის ინიცირების უფლება აქვს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ბალანსზეც ირიცხება საბრძოლო მასალა.

2. საბრძოლო მასალის განკარგვის ინიცირების საფუძველია უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობა.

3. საბრძოლო მასალის განკარგვა დასაშვებია საქართველოს მიერ, უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოსთვის სამართლებრივი დახმარების ფარგლებში,  თუ მას საბრძოლო მასალა ესაჭიროება საგამოძიებო მიზნებიდან გამომდინარე.

4.  საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს გადაეცემა უსასყიდლოდ.

მუხლი 4
განკარგული საბრძოლო მასალის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი