სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 424
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.022139
424
09/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
040110030.10.003.022139
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №424

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ

მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (თანმხლები ტექნიკური დოკუმენტაციით) განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების შესაბამისად. 

 

მუხლი 2
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
მუხლი 3
1. უცხო ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის ინიციირების უფლება აქვს სახელმწიფო ორგანოს, რომლის ბალანსზეც ირიცხება ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

2. განკარგვის ინიციირების საფუძველია უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობა.

3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვა დასაშვებია:

ა) გამოძიების საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი დახმარების მიზნით;

ბ) მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.

4.  ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო ორგანოს გადაეცემა უსასყიდლოდ.

 

მუხლი 4
1. განკარგული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის საქართველოდან ექსპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება განკარგვის ინიიცირებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

3. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე კონტროლს ახორციელებს განკარგვის ინიციირებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო.

 

მუხლი 5
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საბრძოლო მასალის განკარგვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №666 დადგენილება.

 

მუხლი 6
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია