პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 175
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 100050000.22.038.016590
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
175
31/12/2015
ვებგვერდი, 04/01/2016
100050000.22.038.016590
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/01/2016 - 21/03/2018)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №175

2015 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი დანართი №1-ის სახით.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა დანართი №2-ის სახით.

 

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის (აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის) დაწესებულებაში მყოფი უმისამართო მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 21 მაისის №80 ბრძანება.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი



დანართი №1
პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი ადგენს პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების წესს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

2. ეს წესი მიზნად ისახავს აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულთა წინასწარ გაფრთხილებას შესაბამის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში (შემდგომში პრობაციის ბიურო) გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

მუხლი 2. მსჯავრდებულის გაფრთხილება

1.  აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პენიტენციური ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

2.  გაფრთხილების დოკუმენტის ასლი ეგზავნება შესაბამის პრობაციის ბიუროს.



დანართი №2
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა

 


____________________________________________________________         ____________________

(პენიტენციური/თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება)                                (თარიღი)

_____________________________________________________________________________________

(მსჯავრდებულის სახელი, გვარი)

______________________________________________________

(მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)

______________________________________________________

 (მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლებამოვალეობათა გაცნობისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემს მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.

 

ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

 

______________________________

 (მჯავრდებულის ხელმოწერა)

 

 

გავაცანი:  __________________________________________

                  (აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი)