დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100050000.22.038.016981 |
|
„პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პენიტენციურ ან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №175 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2016, 100050000.22.038.016590) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი დანართი №1-ის სახით.
მუხლი 2 დამტკიცდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა დანართი №2-ის სახით.“.
2. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის გაფრთხილების წესი“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების წესს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.“;
გ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო ვალდებულია პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლამდე მსჯავრდებული, ამ ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით გააფრთხილოს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.“.
3. მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 2
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა
____________________________________________________________ ____________________ (პენიტენციური დაწესებულება) (თარიღი)
_____________________________________________________________________________________ (მსჯავრდებულის სახელი, გვარი)
______________________________________________________________ (მსჯავრდებულის დაბადების თარიღი)
______________________________________________________________ (მსჯავრდებულის პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვიღებ ვალდებულებას, აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, გამოვცხადდე აღსასრულებელ სამართლებრივ აქტში მითითებულ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით ჩემს უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მიერ ჩემ მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.
ვაცნობიერებ, რომ დადგენილ ვადაში არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა არის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის საფუძველი, რის თაობაზე გაფრთხილებასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
___________________________ (მსჯავრდებულის ხელმოწერა)
გავაცანი: __________________________________________ (აქტის მიმღები ორგანოს უფლებამოსილი პირი)“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები