დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 48 |
დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016232 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2015 - 19/05/2016)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“ (დანართი№1, დანართი№2).
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 თებერვალი №11 დადგენილება.
. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის სახელწოდება |
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა.“ |
მუხლი 2.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 582 700 ლარს. |
მუხლი 4.
პროგრამის დაფინანსების წყარო |
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები |
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 120 000-მდე. ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2015-2016 წელს. ოჯახები, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2016 წელს.
2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე. 4.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების დახმარება. რომელთაც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) ის ამოქმედებამდე დაბადებული 4 და მეტი შვილი. რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 -დან 120 000-მდე. 5. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ით) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არ სარგებლობენ არც ერთი სხვა დაზღვევით და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან/და ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ან მკურნალობა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ან/და არ სარგებლობენ არც ერთი სხვა დაზღვევით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, თანხის 50 %-ით. 6. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონალური, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70 %-ის. 7. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მედიკამენტების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, ასევე, შშმ პირების, ონკოლოგიური დაავადებების მქონე, მძიმედ მიმდინარე სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე პირებისთვის. 8. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით). 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ). 10. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ). 11. უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არცერთი რიგის მემკვიდრე და სოციალურად დაუცველი პირის (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 650001 -მდე) დაკრძალვის ხარჯები. 12. სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები. 13.იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები. 14. დიდი სამამულო ომის ვეტერანები. 15. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება. (უფასო სადილით მოსარგებლეთა კონტინგენტია: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, მარტოხელები, შრომის უუნარო პენსიონრები, მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები.) 16. 95 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. 17. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. 18. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 19. სოფელ უდაბნოს ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები. 20.განსაკუთრებულ შემთხვევებში სამუშაო ჯგუფის დასკვნის და გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. |
მუხლი 6.
სოციალური დახმარების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია. |
1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის (რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-დან 120000-მდე) – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად); ოჯახებისთვის, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2016 წელს - 100 ლარი. დახმარება გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკნის საფუძველზე ანდა გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; გ) საბანკო ანგარიში; დ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მშობელი). ბ)მშობლის პირადობის მოწმობის ასლი. გ)ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ და მეორე ახალშობილზე). დ)მშობლის საბანკო ანგარიში. ე)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 3.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება -100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება (გამნცხადებელი-მშობელი). ბ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან. გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. დ) მშობლის საბანკო ანგარიში. ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების დახმარება. რომელთაც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი შვილი. რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 -დან 120 000-მდე,დახმარება 200 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მშობელი); ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (ყველა ახალშობილზე); დ) მშობლის საბანკო ანგარიში; ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 5. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე (სახემლწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა). 500 ლარზე ზევით თანხის შემთხვევაში ასევე თანხის 70 % არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არ სარგებლობენ არც ერთი დაზღვევის პროგრამით ან/და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს ზევით, მისი დაფინასება მოხდება 1500 ლარით. და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, ანდა მკურნალობას, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1500 ლარისა). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე); ბ) ცნობა ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100); გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას; ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში) ან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ან შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოცილაური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან; ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 6. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონალური, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამთ, დაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამით ან/და ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და ესაჭიროებათ ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ჰორმონითერაპია და სხივური თერაპია და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს, დაფინასება მოხდება არუმეტეს 1500 ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე). ბ) ცნობა ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100). გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას. ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში). ვ)ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 7. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ქრონიკულად მიმდინარე, ნაკლებად მძიმე დაავადებები და მათი სარეიტინგო ქულა არის 0 დან 120 000-მდე მოსარგებლის სტატუსის გათვალისწინებით მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50%-ის არაუმეტეს 100 ლარისა. შშმ პირების მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50% არაუმეტეს 100 ლარისა. მძიმე სიცოცხლისათვის საშიში და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში თანხის 50& არაუმეტეს 500 ლარამდე, გარდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან. ე)ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 8. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით) 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ) – 200 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის (დაბადების მოწმობის) ასლი. 10.უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ) – 50 ლარი ყოველთვიურად. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში. 11. სამშობლოს დაცვისთვის ომში დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 12. უპატრონო და სოციალურად დაუცველი მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 13. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობა; გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 14.დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისთვის - 100 ლარი, სარიტუალო ხარჯისთვის - 250 ლარი. 15.ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება -180000 ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება; ბ) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან რეგისტრაციის შესახებ. ამონაწერის არარსებობის შემთხვევაში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკნის საფუძველზე. 16. 95 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 100 ლარი წელიწადში. 17. ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 18. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) - თვეში 125 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი (სტიქიით დაზარალებულის და გამქირავებლის); გ) ცნობა სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლის დაზიანების შესახებ; დ) ბანკში გახსნილი ანგარიში (გამქირავებლის). 19. სოციალური სააგენტოს სტატუსუს არმქონე ოჯახებს, რომელთა სამკურნალო თანხა აღებატება 500 ლარს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოცილაური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას, რომელთა დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. 20. ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში, მომსახურების სავარაუდო ღირებულება 8000 ლარი. 21.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლო-სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა. |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების გაცემის წესი |
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, რომლის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
2. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად. 3. სოციალური დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური და აკონტროლებს წარმოდგენილი საბუთების სისწორეს. 4. სოციალურად დაუცველი პირი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით. მოქალაქეს ასევე შეუძლია ერთი და იმავე მუხლით ისარგებლოს თანხის ლიმიტის ამოწურვამდე. |
მუხლი 8.
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება |
|
მუხლი 9.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
|
მუხლი 10.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა: |
დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისთვის, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი სხვა ერთეულების ბიუჯეტებიდან. |
დანართი№2
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა
|
|
დოკუმენტის კომენტარები