დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016181 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2015 - 18/01/2016)
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 6556.0 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 6556.0 ათ. ლარი; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5227.5 ათ. მათ შორის: ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 5064.5 ათ. ლარი; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 163.0 ათ. ლარი. ა.დ) სარეზერვო ფონდი 60.0 ათ. ლარით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №46 დადგენილება.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
თავი I
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6506,0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 950,5 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5227,5 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 328,0 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5895,8 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 608,8 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 658,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 50,0 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროსმუნიციპალიტეტისბიუჯეტისვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 60.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 163.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4,0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის 1,0ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მარტვილის მუნიციპალიტეტში 2013-2014 წლებში ბიუჯეტის სწორად დაგეგმვამ შემოსავლების გეგმური მაჩვენებლების შესრულებამ და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების მიზნობრივად მიმართვამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა. შესაძლებელი გახდა ახალი გზების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა,წყლის სისტემების სათავო ნაგებობების მოწყობა და შიდა ქსელების რეაბილიტაცია, გარე განათების ახალი სისტემების მოწყობა რითაც გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, შესაძლებელი გახდა კულტურის, დასვენებისა და სპორტის ახალი ობიექტების ექსპლოატაციაში შესვლა და, შესაბამისად, ამ სფეროების განვითარება.
მომდევნო 2016-2018 წლებშიც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას. მარტვილის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: · საინვესტიციო გარემოსა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; · სკოლამდელი განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღლება; · კულტურისა და სპორტის განვითარება, რელიგიური რწმენის თავისუფლება და ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; · მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. 2014-2015 წლების მოკლე მიმოხილვა 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით როგორც საშემოსავლო, ასევე გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 5726,1 ათ. ლარის ოდენობით, მ.შ. ადგილობრივი შემოსავლებია 612,0ათ. ლარი. გათანაბრებითი ტრანსფერია 4951,1 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერია დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 163,0 ათ. ლარი, ხოლო 2000,1 ათ. ლარი არის 2013 წლის გარდამავალი ნაშთი. დაზუსტებული ბიუჯეტი 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 9595,8 ათ. ლარს. სულ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 2721,1 ათ. ლარი, კერძოდ: სტიქიის შედეგების სალიკვიდაციიო ღონისძიებებისათვის 55,0 ათ. ლარი; საქართველოს მთავრობის 2013 წელის 3 ივლისის №693 და 6 სექტემბრის №1234 განკარგულებით 2013 წელს ნაკისრი ვალდებულებების დასაფინანსებლად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოუყო 83,3 ათ. ლარი; მარტვილი სერგიეთი-აბედათის გზის და სოფ. დიდიჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის ასფალტობეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებისათვის 1952,8 ათ. ლარი, მარტვილის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისათვის 621,0 ათ. ლარი, 2014 წლის 26 აგვისტოს №1480 განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტირებისათვის 9,0 ათ.ლარი. 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით როგორც საშემოსავლო ასევე გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 6000.0 ათ. ლარის ოდენობით, მ.შ ადგილობრივი შემოსავლებია 553,0ათ. ლარი. გათანაბრებითი ტრანსფერია 5322.5 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერია დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 163,0 ათ. ლარი, ხოლო 1004.8 ათ. ლარი არის 2014 წლის გარდამავალი ნაშთი. დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსავლები 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 9795,7 ათ. ლარს.2015 წლის 3 თებერვლის №121 განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 2612,7 ათ. ლარი,დიდიჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის (მე-2 ეტაპის) სამუშაოებისათვის 1610,0 ათ. ლარი; სოფ.სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაცისათვის 1000,0 ათ. ლარი და მარტვილის მუნიციპალიტეტის ზ. ანჯაფარიძის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 2.7 ათ.ლარი, 18 მაისის №994 განკარგულებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ზ. ანჯაფარიძის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილია 96,7 ათ. ლარი. 2015 წლის 12 მარტის №506 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია 1148,7 ათ. ლარი, 29 ივნისის №1381 განკარგულებით სტიიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით გამოიყო 500,0 ათ. ლარი. 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება მარტვილის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა შერჩევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელების შერჩევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. მარტვილის მუნიციპალიტეტის შიდა გზები დაახლოებით 1000-კმ. აჭარბებს აქედნ გამომდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისთვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმომადგენს. 2.1.2 ხიდ-ბოგირები, მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგომარეობის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და სტიქიის კუთხით გამოყოფილი თანხებით უამრავი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია მოხდა, მაინც არის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.1 შენობების და სახურავების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში გამგებლის წარმადგენლის ადმინისტრაციული შენობების, სპორტული დარბაზის და საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია.საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა. 2.2.2 გარე-განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა. ქალაქის იერსახის შენარჩუნება. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია. 2.2.4 პარკების, სკვერებისა და მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.5 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2016 წელს შესასრულებელი სამუშაოების პროექტირებისა და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები, რაც განაპირობებს ხარისხიან ხარისხიანად კარგად შესრულებულ სამუშაოებს. 2.3 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საკადასტრო რუკების მომზადება, სოფლის მხარდაჭერის პოგრამით გათვალისწინებული პროექტები. 2.3.1 საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 03) საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიების მომზადება. 2.3.2 სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. 2.3.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 05) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მოსახლეობის მიერ სასოფლო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოვლენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2.3.4 კეთილმოწყობის ცენტრი (პროგრამული კოდი 03 06) აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ქალაქის დაგვა-დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, მწვანე საფარის მოვლა- პატრონობა, გარე განათების სერვისის მოვლა, შადრევნებისა და აუზების, წყლის სისტემემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა, ქალაქის ტერიტორიის მოხეტიალე პირუტყვისაგან დაცვა. ქ. მარტვილის საბაგირო გზის მომსახურება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკის გრეიდერის მოვლა-შენახვა და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულება. 2.3.5 სპორტული მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილია საფეხბურთო მოდნების მოწყობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მარტვილის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 831 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა ( რეაბილიტაციის მიზნით). 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წელს პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 4.1.1 სპორტული სკოლა. (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტსკოლაში სწავლობს 312 მოსწავლე, მ.შ. 72 გოგონა და 240 ბიჭი. ფუნქციონირებს 14 ჯგუფი ჭადრაკის, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, მძლეოსნობის, უშუს, კინბოქსინგის, კრივის, ტაეკვანდოს, ტანვარჯშის ჯგუფები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაჭადრაკის, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, მძლეოსნობის, უშუს, კიკბოქსინგის, კრივის, ტანვარჯშის ჯგუფების მონაწილეობა საქართველოს ჩეპიონატებში, სხვადასხვა რეკორდსმენების სახელობის ტურნირებში, რეგიონალურ ჩემპიონატებში, შესარჩევ ტურნირებში. 4.1.2 საფეხბურთო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) საფეხბურთო სკოლაში ფუნქციონირებს 11 ჯგუფი, სადაც სწავლობს 190 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში საფეხბურთო სკოლის გუნდების მონაწილეობა დაგეგმილია რეგიონალურ შეჯიბრებში და ასევე მუნიციპალიტეტის შიდა ღონისძიებეში: სოფლებს შორის ჩემპიონატში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 4 ასაკობრივ ჯგუფში; წარმოება-დაწესებულებებს შორის ჩემპიონატში მინიფეხბურთში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 2 ასაკობრივ ჯგუფში. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 მუსიკალური სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 150 -მდე მოსწავლე, მ. შ 100 გოგო და 50 ბიჭი; ფუნქციონირებს ფორტეპინოს და საგუნდო განყოფილება (9 ჯგუფი), სოლფეჯიოს 22 ჯგუფი, მუსიკის ლიტერატურის 9 ჯგუფი, ფოლკლორის 2 ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 4.2.2 კულტურული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილიაჭყონდიდლობის დღესასწაულის, ფოლკლორული ფესტივალების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსება. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების თანადაფინასება. 4.2.3 ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და ჟურნალების გამოცემა. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებეით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება. 4.2.4 კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი აერთიანებს მოზარდმაყურებელთა თეატრალური დასს, ბიბლიოთეკებს, კულტურის სახლებს მასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიებით, ფოლკლორული ანსამბლით, ტექნიკურ-მეცნიერებათა, მხარეთმცოდნეობის, გამოყენებითი ხელოვნების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, უცხო ენების შემსწავლელი (გერმანული და ინგლისური), ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, ეკოლოგიის, რელიგიის ისტორიის, თვითშემოქმედების და სახვითი ხელოვნების წრეები, (სადაც სწავლობს 352 მოსწავლე). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ააღსაზრდელთა მონაწილეობა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, ქობულეთის საერთაშორისო და სხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკუსებში.ქორეოგრაფიული სტუდიების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რეგიონალურ და რესპუბლიკურ კონკურსებში, ასევე შავი ზღვის აუზის და სხვა საეთაშორისო კონკურსებში. აგრეთვე დაგეგმილია ცნობილი მწერლების, პოტებისა და საზოგადო მოღვაწეებისა მოწვევა და შეხვედრა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის აღსაზრდელებთან. 14 მაისს თამარობის დღესთან, 26 მაისს დამოუკდებლობის დღესთან, 25 სექტემბერს ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ასევე ივნისის ბოლოს ტარდება საანგარიშო კონცერტი. 4.2.5 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების მოწყობა, ჭყონდიდლობის და საახალწლო ღონისძიებების აღნიშვნა. საელესიო და კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია. საბავშვო და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებობს საცდელი ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გამოყვანა. აგრეთვე დაგეგმილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ფოლკლორული ფესტივალების, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსება. 4.4 რელიგიური ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოციალური დაცვა. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა; დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 უკიდურესად შეჭირვებულთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება. 5.2.2 სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებულთა დაკრძალვის ხარჯები)(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 5.2.3 ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება, თითოეულ ოჯახზე თვეში 500 ლარის ოდენობით. 5.2.4 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალური დახმარება 500 ლარის ოდენობით. 5.2.5 უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება. დიალეზზე მყოფი ავადმყოფების დიალიზის ცენტრში ტრანპორტირების ერთჯერადი დახმარება. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახების (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (5 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალურ დახმარება, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით . 5.2.7 ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დედმამით ობოლი ბავშვების დახმარება 500 ლარის ოდენობით, ობოლი ბავშვების დახმარება 200 ლარის ოდენობით. 5.2.8 ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინვალიდ ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18 წლამდე ინვალიდბავშვთადახმარება200 ლარის ოდენობით . 5.2.9 ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ოჯახებს გაეწევა ერთჯერადი დახმარება. (დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად). 5.2.10. ახალშობილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალშობილთა დახმარება თითოეულ ბავშვზე შეადგენს 200 ლარს. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები