დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016203 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 09/01/2017)
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 6705.7 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები 1180.0 ათასი ლარი; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 5051.7 ათასი ლარი, აქედან: ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 4896.7 ათასი ლარი; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 155.0 ათასი ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 40.0 ათასი ლარი. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №41 დადგენილება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი |
თავი I
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6625.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 1180.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5051.7 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 394.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5520.4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1036.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1116.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 69.3 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -69.3 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 155.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 67.7 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.3 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის 1.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მარტვილის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში ბიუჯეტის სწორად დაგეგმვამ შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლების შესრულებამ და ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერების მიზნობრივად მიმართვამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესა ინფრასტრუქტურა. შესაძლებელი გახდა ახალი გზების, ხიდ-ბოგირების მშენებლობა, წყლის სისტემების სათაო ნაგებობების მოწყობა და შიდა ქსელების რებილიტაცია, გარე განათების ახალი სისტემების მოწყობა რითაც გაუმჯობედა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, შესაძლებელი გახდა კულტურის, დასვენებისა და სპორტის ახალი ობიექტების ექსპლოატაციაში შესვლა და შესაბამისად ამ სფეროების განვითარება. მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ხარჯების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დაინერგა ახალი პროგრამები ჯანდაცვის, კულტურის, სპორტისა და სახელოვნებო სფეროებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსება და გაუმჯობესდა ბავშვთა აღზრდის პირობები.
2017-2020 წლებში მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას, კულტურის, სპორტისა და დასვენების სფეროების განვითარებას. მარტვილის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
2015-2016 წლების მოკლე მიმოხილვა 2015 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით, როგორც საშემოსავლო ასევე გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 6000.0 ათ. ლარის ოდენობით, მ.შ ადგილობრივი შემოსავლებია 553,0ათ. ლარი. გათანაბრებითი ტრანსფერია 5322.5 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერია დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 163,0 ათ. ლარი, ხოლო 1004.8 ათ. ლარი არის 2014 წლის გარდამავალი ნაშთი. დაზუსტებული ბიუჯეტის გეგმა შეადგენს 11708,5 ათ. ლარს, ფაქტიურად გაიხარჯა 10360,6 ათ. ლარი.2015 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 3443,7 ათ. ლარი, ფაქტიურად ჩამორიცხულია 3411,1 ათ. ლარი მ.შ 20 იანვრის N39 განკარგულებით,დიდიჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის (მე-2 ეტაპის) სამუშაოებისათვის 1364,6 ათ. ლარი; სოფ.სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაცისათვის 959,2 ათ. ლარი და მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 2.0 ათ.ლარი, 18 მაისის N994 განკარგულებით მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობისსამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაციისათვის 56,2 ათ. ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის N506 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 1148,7 ათ. ლარი, 29 ივნისის N1381 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის498,8 ათ. ლარი, N2284განკარგულებით სტიიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის 56,6 ათ. ლარი, N2419 განკარგულებით ქ.მარტვილშისაელიაოს უბანში არსებულ დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 300, ათ. ლარი. N2529 განკარგულებით სტიიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის 152,9 ათ. ლარი. გარდამავალი ნაშთი 2016 წლის პირველი იანვრისათვის შადგენს 1354,1 ათ. ლარს. 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით, როგორც საშემოსავლო ასევე გადასახდელების მოცულობა განისაზღვრა 6556.0 ათ. ლარის ოდენობით მ.შ ადგილობრივი შემოსავლებია 1328.5 ათ. ლარი, გათანაბრებითი ტრანსფერია 5064.5 ათ. ლარი, მიზნობრივი ტრანსფერია დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად 163,0 ათ. ლარი, ხოლო 1354.1 ათ. ლარი არის 2015 წლის გარდამავალი ნაშთი. დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსავლები 30 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს 9867,0 ათ. ლარს. 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 2375.8 ათ. ლარი, დიდი ჭყონი-ლედგებე-გურძემი-კიწია-ნოღას დამაკავშირებელი გზის (მე-3 ეტაპის) სამუშაოებისათვის 586.6 ათ. ლარი; სოფ.სალხინოსა და წაჩხურას უბნის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით რეაბილიტაციის (მე-2 ეტაპის) სამუშაოებისათვის 460.8 ათ. ლარი, საელიავოს უბანში დადიანის ქუჩაზე არსებულ დედათა მონასტერში მისასვლელი საავტომობილო გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა (მე–2 ეტაპი) 114.0 ათ. ლარი, სოფ. ნაგვაზაოსა და სოფ. ხუნწის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა 377.7 ათ. ლარი, სოფ. ნაგვაზაოსა და სოფ. ხუნწის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა მდ. ნოღელაზე 199.5 ათ. ლარი, ქ. მარტვილში წოწორიას ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა 214.7 ათ. ლარი, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდ. აბაშის კანიონის ინფრასტრუქტურის (ავტოსადგომის) მოწყობის სამუშაოები 422,5 ათ. ლარი; 2016 წლის 19 თებერვლის N265 განკარგულებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია 985.3 ათ. ლარი. 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება მარტვილის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვა ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა შერჩევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელების შერჩევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხოდები პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. მარტვილის მუნიციპალიტეტის შიდა გზები დაახლოებით 1000-კმ. აჭარბებს აქედნ გამომდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისთვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2.1.2 ხიდე-ბოგირები მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგომარეობის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და სტიქიის კუთხით გამოყოფილი თანხებით უამრავი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია მოხდა, მაინც არის ობიექტები რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.1 შენობების და სახურავების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღების შენობების რეაბილიტაცია. საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა და საკრებულოს შენობის ფოიეს მოწყობა. 2.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა. ქალაქის იერსახის შენარჩუნება. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია. გამგეობის შენობის წინ მდებარე აუზის რეაბილიტაცია. 2.2.4 პარკების სკვერებისა და მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.5 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2016 წელს შესასრულებელი სამუშაოების პროექტირებისა და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები. რაც განაპირობებს ხარისხიან ხარისხიანად კარგად შესრულებულ სამუშაოებს. 2.3 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საკადასტრო რუკების მომზადება, სოფლის მხარდაჭერის პოგრამით გათვალისწინებული პროექტები. 2.3.1 საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 03) საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიების მომზადება. 2.3.2 სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. 2.3.3 კეთილმოწყობის ცენტრი. (პროგრამული კოდი 03 06)აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ქალაქის დაგვა-დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, მწვანე საფარის მოვლა პატრონობა, გარე განათების სერვისის მოვლა, შადრევნებისა და აუზების, წყლის სისტემემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა, ქალაქის ტერიტორიის მოხეტიალე პირუტყვისაგან დაცვა. ქ. მარტვილის საბაგირო გზის მომსახურება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკის გრეიდერის მოვლა-შენახვა და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულება. 2.3.4 სპორტული მოედნების მოწყობა. (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილია საფეხბუირთო მოდნების მოწყობა. 2.3.5 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. (პროგრამული კოდი 03 09) პროგრამის ფარგლებში მოხდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. 2.3.6 მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 10) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მარტვილის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებსახსრებით ა, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 18 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 970 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა (რეაბილიტაციის მიზნით). 3.3 შშმ ბავშვთა და მოზარდთა განათლების დაფინასება (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია (შშმ ბავშვთა საკვირაო სკოლის თანადაფინანსება). 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წელს პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 4.1.1 სპორტული სკოლა. (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტსკოლაში სწავლობს 385 მოსწავლე, მ.შ. 90 გოგონა და 295 ბიჭი. ფუნქციონირებს 22 ჯგუფი ჭადრაკის 3, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის 2, ლელოს, მძლეოსნობის 2, ძალოსნობის, უშუს, კინბოქსინგის 2, კრივის 2, ტაეკვანდოს, ტანვარჯშის, ფრენბურთი 2 და მაგიდის ჩოგბურთის ჯგუფები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჭადრაკის, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, მძლეოსნობის, უშუს, კიკბოქსინგის, კრივის, ტანვარჯშის ჯგუფების მონაწილეობა საქართველოს ჩეპიონატებში, სხვადასხვა რეკორდსმენების სახელობის ტურნირებში, რეგიონალურ ჩემპიონატებში, შესარჩევ ტურნირებში. 4.1.2 საფეხბურთო სკოლა. (პროგრამული კოდი 05 01 02) საფეხბურთო სკოლაში ფუნქციონირებს 12 ჯგუფი, სადაც სწავლობს 190 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში საფეხბურთო სკოლის გუნდების მონაწილეობა დაგეგმილია რეგიონალურ შეჯიბრებში და ასევე მუნიციპალიტეტის შიდა ღონისძიებეში: სოფლებს შორის ჩემპიონატში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 4 ასაკობრივ ჯგუფში; წარმოება - დაწესებულებებს შორის ჩემპიონატში მინი ფეხბურთში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 2 ასაკობრივ ჯგუფში. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაო ბრივი ღონისძიებები. 4.2.1 მუსიკალური სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 170-მდე მოსწავლე, მ. შ 110 გოგო და 60 ბიჭი; ფუნქციონირებს ფორტეპინოს და საგუნდო განყოფილება (11 ჯგუფი), სოლფეჯიოს 27 ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 4.2.2 კულტურული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჭყონდიდლობის დღესასწაულის, ფოლკლორული ფესტივალების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსება. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების თანადაფინასება. 4.2.3 ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და ჟურნალების გამოცემა. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებეით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება. 4.2.4 კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრიაერთიანებს მოზარდ-მაყურებელთა თეატრალური დასს, ბიბლიოთეკებს, კულტურის სახლებს მასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიებით, ფოლკლორული ანსამბლით, გიტარის შემსწავლელი, საესტრადო სიმღერების შემსწავლელი, ტექნიკურ-მეცნიერებათა, მხარეთმცოდნეობის, გამოყენებითი ხელოვნების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, უცხო ენების შემსწავლელი ( გერმანული და ინგლისური), ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, ეკოლოგიის, რელიგიის ისტორიის, თვითშემოქმედების და სახვითი ხელოვნების წრეებს (სადაც სწავლობს 500 მოსწავლე). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღსაზრდელთა მონაწილეობა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, ქობულეთის საერთაშორისო და სხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკუსებში. ქორეოგრაფიული სტუდიების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რეგიონალურ და რესპუბლიკურ კონკურსებში, ასევე შავი ზღვის აუზის და სხვა საეთაშორისო კონკურსებში. აგრეთვე დაგეგმილია ცნობილი მწერლების, პოტებისა და საზოგადო მოღვაწეებისა მოწვევა და შეხვედრა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისაღსაზრდელებთან. 14 მაისს თამარობის დღესთან, 26 მაისს დამოუკდებლობის დღესთან, 25 სექტემბერს ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ასევე ივნისის ბოლოს ტარდება საანგარიშო კონცერტი. 4.2.5 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების მოწყობა, ჭყონდიდლობის და საახალწლო რონისძიებების აღნიშვნა. საეკლესიო და კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია. საბავშვო და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებობს საცდელი ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გამოყვანა. აგრეთვე დაგეგმილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება. 4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაგეგმილია ფოლკლორული ფესტივალების, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსება. 4.4 რელიგიური ღონისძიებების დაფინანსება. (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სალხინოს სკოლა ინტერნატის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოლუიალური დაცვა. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა; დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 უკიდურესად შეჭირვებულთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამედიცინო სადაზღვეო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება. 5.2.2 სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებულთა დაკრძალვის ხარჯები)(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 5.2.3 ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერჯერადი დახმარება თითოეულ ოჯახზე თვეში 500 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტარანების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები. 5.2.4 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალურ დახმარება 500 ლარის ოდენობით. 5.2.5 უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება . ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება. დიალეზზე მყოფი ავადმყოფების დიალიზის ცენტრში ტრანპორტირების ერთჯერადი დახმარება. პირვერილი ჯგუფის უსინათლოების ერჯერადი დახმარება. უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში საწავლის საფასურის თანადაფინანსება, დახმარება გაეწევა სტუდენტებს (დედმამით ობლები, მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან რომელთაც მინიწებული აქვს 0-დან 65000 და 65000-ზე დაბალი ქულა, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი (10 ბენეფიციარი) თითეულს -500 ლარი. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახებისა(პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (5 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალურ დახმარება, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით . 5.2.7 ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დედმამითობოლიბავშვებისდახმარება 500 ლარის ოდენობით, ობოლო ბავშვების დახმარება 200 ლარის ოდენობით. 5.2.8 ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18 წლამდე შშმ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით . 5.2.9 ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ოჯახებს გაეწევა ერთჯერადი დახმარება. (დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად). 5.2.10 ახალშობილთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალშობილთა დახმარება თითეულ ბავშვზე შეადგენს 200 ლარს. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები