დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ

  • Word
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020530
  • Word
2708
15/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
000000000.00.003.020530
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2708

2015 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის გრანტის გამოყოფის შესახებ

  1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის „საქართველოში ენერგო-ეფექტურობისა და მდგრადი ენერგიის მხარდაჭერის მიზნით გრანტის გამოყოფის თაობაზე“ დასადები ხელშეკრულების პროექტი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო ხელშეკრულებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტის მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი