დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.145.016120 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2015 - 07/03/2016)
|
თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 1,410.9 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 0.0 ლარით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1,410.9 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 0.0 ათასი ლარის ოდენობით
:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 1,376.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 34.0 ათასი ლარის ოდენობით.
მათ შორის: ა) განისაზღვროს არაფინანსური აქტივების ზრდა 34.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მთლიანი სალდო 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათ. ლარით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 2.0 ათასი ლარის ოდენობით. თანხას გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გამგებლის ბრძანების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
|
მუხლი 14.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდი 1.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 15.
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის გამოყოფილი იქნეს 8.0 ათასი ლარი.
|
მუხლი 16.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი - 25.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 25.0 ათასი ლარი. |
მუხლი 17.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი |
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერი –
100.0 ათასი ლარი, მიიმართოს სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად, კერძოდ:
დევნილი ოჯახების სოციალური დახმარებისთვის – 6.0 ათასი ლარი. |
მუხლი 18.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 19.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიღვის მუნიციპალიტეტში ახორციელებს წვევამდელთა მობილიზებას და უზრუნველყოფს გაწვევის პუნქტამდე მათ ტრანსპორტირებას. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა, აგრეთვე საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. ა.ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი ბინების სახურავებისა და საწვიმარების რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:
ა.ბ) წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები. 3. საგანმანათლებლო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 00) თიღვის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებმა შეძლონ საფუძვლის შექმნა მათი შემდგომი განვითარებისათვის. ა) სკოლამდელი დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. სოფელ მოხისის საბავშვო ბაღი და სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღი, სადაც არის – 40 აღსაზრდელი. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებას, აგრეთვე უზრუნველყოფს მას საჭირო ინვენტარით. 4. კულტურა რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ა.ა) სპორტული სკოლების ხელის შეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: თიღვის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა, აერთიანებს – 55 სპორტსმენს; აქედან, 3-სექცია არის ფეხბურთის, სადაც ვარჯიშობს – 35 ბავშვი, 1-ჭიდაობის, სადაც ვარჯიშობს 20 ბავშვი. ბ) კულტურის განვითარების ხელის შეწყობა ( პროგრამული კოდი 05 02) თიღვის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელის შეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ბ.ა) კულტურის დაწესებულების გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულების გაერთიანება მოიცავს კლუბებს და ბიბლიოთეკებს, აგრეთვე გამოდის ჟურნალი ფრონის ხეობა. ცეკვის ანსამბლ ,,ფრონე’’-სათვის მოხდება ცეკვის ფორმების შეძენა. სოფ. მოხისსა და ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების კლუბები უზრუნველყოფილი იქნება ინტერნეტით და მასთან დაკავშირებული ხარჯებით. ბ.ბ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) მოსახლეობის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ა) გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას და ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზრაურებას, თითოეულ ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით. ა.ბ) ერთჯერადი ფულადი დახმარება კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერად ფულად კომპენსაციას თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგარის, ქ.გორის, ვარიანის მეურნეობის. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის ტელევიზიის I-II კორპუსებში, დიღმის ტურბაზის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 2016 წლის 1 აგვისტოდან. დახმარების მოცულობა შეადგენს ოჯახზე – 200 ლარს. ა.გ) ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სოციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე – 300 ლარს. ა.დ) 80 და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარება პროგრამული კოდი 06 01 04) ამ მუხლის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს 80 და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე დახმარების მოცულობა შეადგენს – 200 ლარს. ა.ე) დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12) ამ პროგრამის ფარგლებში საახალწლოდ განხორციელდება დევნილი ოჯახების სურსათით დახმარება. ბენეფიციართა საორიენტაციო რაოდენობა შედგენს 1200 ოჯახს. |
მუხლი 20.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 21 |
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები