დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | თიღვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.145.016126 |
|
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №30 დადგენილებაში (www.mats№e.gov.ge, 01/01/2016; 190020020.35.145.016120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 1,435.9 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
“; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1,430.9 ათასი ლარის ოდენობით: ათასი ლარი
“; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 1,591.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
“; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს არაფინანსური აქტივების ზრდა 3.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 3.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათასი ლარი
“; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
“; თ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-171 მუხლი: „მუხლი 171. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სხვა ტრანსფერი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სხვა ტრანსფერი – 20.0 ათასი ლარი, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გამოუყოფს თიღვის მუნიციპალიტეტს სრულად მიიმართოს შემდეგი სოციალური პროგრამის დასაფინანსებლად: დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12) – 20.0 ათასი ლარი“. ი) დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01) თიღვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაცია, დაგეგმილია სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა, აგრეთვე საცხოვრებელ ბინებში იატაკის შეცვლა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თიღვის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს. ა.ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი ბინების სახურავებისა და საწვიმარების რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:
ა.ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკებისა და კარ-ფანჯრების რეაბილიტაცია, სამეურნეო დანიშნულების სათავსოების მოწყობა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამაგრების სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიღვის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში შემდეგი ღონისძიებები:
ა.გ) წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებულ კომპაქტურ ჩასახლებებში წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია. აგრეთვე კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობის კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები“. კ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ა.ა) გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 01) პროგრამა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას და ომში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯების ანაზრაურებას, თითოეულ ბენეფიციარზე – 500 ლარის ოდენობით. ა.ბ) ერთჯერადი ფულადი დახმარება კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად (პროგრამული კოდი 06 01 02) პროგრამა უზრუნველყოფს ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშის შესაძენად ერთჯერად ფულად კომპენსაციას თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, აბისის მეურნეობა, საქაშეთის და დოღლაურის, აგარის, ქ. გორის, ვარიანის მეურნეობის. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის ტელევიზიის I–II კორპუსებში, დიღმის ტურბაზის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში, გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით. ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა 2016 წლის 1 აგვისტოდან. დახმარების მოცულობა შეადგენს ოჯახზე – 200 ლარს. ა.გ) ერთჯერადი დახმარება ყოველ ახალშობილზე (პროგრამული კოდი 06 01 03) პროგრამის მიზანია, ახალშობილთა პირველადი სოციალური დახმარება. დახმარების მოცულობა შეადგენს ყოველ ახალშობილზე – 300 ლარი. ა.დ) 80 წლის და 80 წელს გადაცილებული მოხუცების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) ამ მუხლის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს 80 წლის და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე დახმარების მოცულობა შეადგენს – 200 ლარს. ა.ე) დევნილი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 12) პროგრამა უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისთვის შემდეგი სახის სოციალური დახმარების გაწევას:
ლ) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზვროს თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით: ათასი ლარი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები