დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.149.016270 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2015 - 20/06/2025)
|
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა, დანართი №1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №44 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/11/2011, 310150000.35.149.016073).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა
|
შენიშვნა: „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებიდან გამომდინარე, ნუსხაში გამოყენებულ ინდექსებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ს–1 გზა – თბილისი–სენაკი–ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ბ) შ-28 გზა – ციხისძირი-ახალგორი-ლარგვისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; გ) შ-29 გზა – ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის შიდა-სახელმწიფოებ-რივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; დ) შ-61 გზა – კასპი–კავთისხევის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. ე) შ-62 გზა–იგოეთი–ახმაჯის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. ვ) შ-63 გზა – იგოეთი–კასპი–ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. ზ) შ-129 გზა – ახალქალაქი–რკონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. თ) შ-131 გზა – ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის ს/გზის კმ 25-წინარეხი-ქვათახევის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. ი) შ-133 გზა-თბილისი–სენაკი–ლესელიძის ს/გზის კმ 57–სამთავისი–ქვემო ჭალა (სამთავისის ეკლესიასთან მისასვლელი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები