დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/06/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.149.016559 |
|
„ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2015, 310150000.35.149.016270) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 შეიცვალოს ახალი დანართი №1-ით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა
|
შენიშვნა: „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებიდან გამომდინარე, ნუსხაში გამოყენებულ ინდექსებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ს-1 გზა – თბილისი-სენაკი-ლესელიძე (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ბ) შ-28 გზა – ციხისძირი-ახალგორი-ლარგვისის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; გ) შ-29 გზა – ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; დ) შ-61 გზა – კასპი-კავთისხევის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ე) შ-62 გზა–იგოეთი-ახმაჯის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ვ) შ-63 გზა – იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ზ) შ-129 გზა – ახალქალაქი-რკონის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; თ) შ-131 გზა – ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის ს/გზის კმ 25-წინარეხი-ქვათახევის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა; ი) შ-133 გზა-თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 57-სამთავისი-ქვემო ჭალა (სამთავისის ეკლესიასთან მისასვლელი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები