ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე 2015 წლის ანგარიში

  • Word
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2015
ვებგვერდი, 14/12/2015
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე 2015 წლის ანგარიში
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე

 

2015 წელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით შემოვიდა 16 (თექვსმეტი) მოთხოვნა, მათ შორის: 12 (თორმეტი) წერილი და 4 (ოთხი) განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 16 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად გაცემულია 16 საჯარო ინფორმაცია.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ განხორციელებულა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ პირთა მხრიდან არ გასაჩივრებულა.

 

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი                    გოჩა ქაჯაია